15. შენს წინ მუხლმოყრილისა
ანუ ორკეც სონეტად ამონარიდი აღსარებიდან
...ისე ვბერდები, ,, თავის მოვლა ’’ ვეღარ ვისწავლე - შემინდე, თუ ჯერ საამისოდ ვერ მოვიცალე!..
განვლილს ერთხელაც მზერით ფხიზლით თუ ვერ გავხედე და ვით აქამდის, საწუთროც კვლავ ისე მახეტებს...
თუ ,,თავის შველაც’’ ვერ ვისწავლე დროზე სუფრიდან, ვეღარც შარიდან... და მიცქერენ კვლავ ვით ჩხუბისთავს... რომ ათას ქირდვას ვაჭაშნიკებ კვლავაც უბირთა...
სად თამადობა მეკუთვნოდა, რომ ვერც ვიმაყრე... რომ ბევრი (სიმწრით აღებული!..) დავთმე სიმაღლე...
ვერც გულს წავართვი ხიფათისკენ ლტოლვის სადავე... მაგრამ შენს ხატთან ერთხელ თქმულ ფიცს ხომ ვერ გადაველ?!.
დღემდე ძაღლივით თუ შენი ბჭის კარს ვუდარაჯე, შენს წინ მუხლმოყრილს მომიღეღავს მკერდიც, სახანჯლე!..
- ბოლოს განმსაჯე... ჯერ დამნაცრე, სულმთლად დამხარჯე!..
16. ნაკლული სონეტი-ვედრება ერთი ცოდვილისა
ედემს მოწყვეტილი ვაშლის კვლავ რომ ახსოვს ამო გემო, ღმერთო, უგუნური ბავშვი განა ამად უნდა გვემო?!.
ცისკენ მალე ფრთებს მეც გავშლი და... - მშვიდობით, ბაღო ჩემო!!! ვინძლო - აქ თუ უქმად დავშვრი, იქ ვეწიო რამ საჩემოს ...
- ნუ დამტოვებ სულ ცოდვაში, ც ო დ ვ ი ლ თ ნ უ გ ე შ ი ნ ი ს მ ც ე მ ო !..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. ...ისე ვბერდები --- ,, თავის მოვლა ’’ ვეღარ ვისწავლე --- შემინდე, ჯერ რომ საამისოდ ვერ მოვიცალე!..
...ჯერ სიბერემდე ჯვარი გწერიათ... ცისფერი ტრიოს ამ მშვენიერი "სიმღერის გახსენებას" გიძღვნით, ბატონო იმო, გაიჟღერებს გულის სიღრმეში, ეჭვიც არ მეპარება... ...ისე ვბერდები --- ,, თავის მოვლა ’’ ვეღარ ვისწავლე --- შემინდე, ჯერ რომ საამისოდ ვერ მოვიცალე!..
...ჯერ სიბერემდე ჯვარი გწერიათ... ცისფერი ტრიოს ამ მშვენიერი "სიმღერის გახსენებას" გიძღვნით, ბატონო იმო, გაიჟღერებს გულის სიღრმეში, ეჭვიც არ მეპარება...
19. გაიხარეეეე! 5 გაიხარეეეე! 5
18. უმსვენიერესია... :) უმსვენიერესია... :)
17. მეც მიხარია, რომ გიხარიათ!.. უფრო გამიხარდება, თუ გავიგებ, ვისთან მაქვს პატივი!.. მეც მიხარია, რომ გიხარიათ!.. უფრო გამიხარდება, თუ გავიგებ, ვისთან მაქვს პატივი!..
16. როგორ მიხარია აქ რომ ხართ.... როგორ მიხარია აქ რომ ხართ....
14. გაიხარე, ჯიმაგე:) გაიხარე, ჯიმაგე:)
13. მოგესალმებით... მადლობა რომ მკითხულობთ... თქვენ სონეტებს ატყვია პოეტის ხელი... მოგესალმებით... მადლობა რომ მკითხულობთ... თქვენ სონეტებს ატყვია პოეტის ხელი...
12. ნუ დამტოვებ სულ ცოდვაში, ცოდვილთნუგეშინისმცემო!..
კარგი! ნუ დამტოვებ სულ ცოდვაში, ცოდვილთნუგეშინისმცემო!..
კარგი!
11. ბატონო იმედა, მოგწერეთ პირადში მშობლების შესახებ. თუ არ მიგიღიათ ისევ მოგწერთ. ბატონო იმედა, მოგწერეთ პირადში მშობლების შესახებ. თუ არ მიგიღიათ ისევ მოგწერთ.
10. ...ბოლოს განმსაჯე
ცისკენ მალე ფრთებს მეც გავშლი და .....მშვიდობით, ბაღო ჩემო!!! ...ბოლოს განმსაჯე
ცისკენ მალე ფრთებს მეც გავშლი და .....მშვიდობით, ბაღო ჩემო!!!
7. მომეწონა... სხვებიც და ესეც.... მომეწონა... სხვებიც და ესეც....
6. ძალიან ძალიან მაგარია. ;) ;) ;) ;) ;) ძალიან ძალიან მაგარია. ;) ;) ;) ;) ;)
5. ბატონო იმედა, გულიანად ვიცინე თქვენი კომენტარის გამო ჩემს ,,აშუღურზე,, რაღა დროს ჩემი სტარტია ჩემი ცალი ფეხი მიქელას უჭირავს უკვე კოჭით.
ფრანსუა ვიიონს რაც შეეხება და ,,ქათამს,, ეგეთებს ძალიან იშვიათად ვწერ. გამოვტყდები ისე და, ვიიონს არც ისე ,,ახლოს,, ვიცნობ. ისე, ადრეც უთქვამთ ჩემთვის, შენი პოეზია ქართულს არ გავს, ნათარგმნი ეგონება კაცსო. ავტორის მიუთითებლად დავდე ადრე ერთგან ორიოდ ლექსი და ყველამ სხვადასხვა ევროპელი ავტორი დაასახელა მათ სავარაუდო ავტორად. არცერთი ქართველი პოეტი არ დაუსახელებიათ. მე ამაზე ბევრი ვიცინე.
ისე კი მე ლექსებს უიშვიათესად ვწერ. ამიტომ ,,სტარტის,, აღებაც არ გამომივა. და საერთოდ, პოეზია ჩემთვის იშვიათი გართობა უფროა, ვიდრე რაიმე სერიოზული საქმე. ბატონო იმედა, გულიანად ვიცინე თქვენი კომენტარის გამო ჩემს ,,აშუღურზე,, რაღა დროს ჩემი სტარტია ჩემი ცალი ფეხი მიქელას უჭირავს უკვე კოჭით.
ფრანსუა ვიიონს რაც შეეხება და ,,ქათამს,, ეგეთებს ძალიან იშვიათად ვწერ. გამოვტყდები ისე და, ვიიონს არც ისე ,,ახლოს,, ვიცნობ. ისე, ადრეც უთქვამთ ჩემთვის, შენი პოეზია ქართულს არ გავს, ნათარგმნი ეგონება კაცსო. ავტორის მიუთითებლად დავდე ადრე ერთგან ორიოდ ლექსი და ყველამ სხვადასხვა ევროპელი ავტორი დაასახელა მათ სავარაუდო ავტორად. არცერთი ქართველი პოეტი არ დაუსახელებიათ. მე ამაზე ბევრი ვიცინე.
ისე კი მე ლექსებს უიშვიათესად ვწერ. ამიტომ ,,სტარტის,, აღებაც არ გამომივა. და საერთოდ, პოეზია ჩემთვის იშვიათი გართობა უფროა, ვიდრე რაიმე სერიოზული საქმე.
4. მომეწონა ბ-ნო იმედა, რამოდენიმე ტაეპი განსაკუთრებით, ოღონდ ეს სამ-სამი ტირე რატომ გიწერიათ ვერ გავიგე:) მომეწონა ბ-ნო იმედა, რამოდენიმე ტაეპი განსაკუთრებით, ოღონდ ეს სამ-სამი ტირე რატომ გიწერიათ ვერ გავიგე:)
3. ისე ვბერდები --- ,, თავის მოვლა ’’ ვეღარ ვისწავლე --- შემინდე, ჯერ რომ საამისოდ ვერ მოვიცალე!..
ვერც გულს წავართვი ხიფათისკენ ლტოლვის სადავე... --- მაგრამ შენს ხატთან ერთხელ თქმულ ფიცს ხომ ვერ გადაველ?!. ისე ვბერდები --- ,, თავის მოვლა ’’ ვეღარ ვისწავლე --- შემინდე, ჯერ რომ საამისოდ ვერ მოვიცალე!..
ვერც გულს წავართვი ხიფათისკენ ლტოლვის სადავე... --- მაგრამ შენს ხატთან ერთხელ თქმულ ფიცს ხომ ვერ გადაველ?!.
2. გაიხარე იმედო 55555 გაიხარე იმედო 55555
1. აქაც სალამი თქვენ:) სწორი აღმოვჩნდი ვარაუდში ვარაუდში, რომელიც ჩემს გვერდზე გამოვთქვი. იმადა ჯახუა ბრძანებულხართ:) ჩემი ოჯახის წყალობით თითქმის ყველა 70-80-ანი წლების ავტორის სახელ-გვარი მაქვს გაგონილი:)
აქაც სალამი თქვენ:) სწორი აღმოვჩნდი ვარაუდში ვარაუდში, რომელიც ჩემს გვერდზე გამოვთქვი. იმადა ჯახუა ბრძანებულხართ:) ჩემი ოჯახის წყალობით თითქმის ყველა 70-80-ანი წლების ავტორის სახელ-გვარი მაქვს გაგონილი:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|