ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სასკია
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2009


...

    გაუხედნავი  მოთმინებით
    წუთიერად გარინდებულს,
    გამირბის ფიქრი
    გზააბნეულ ქცევებისაკენ!
    ვიხსენებ-მთვლემარ სიამაყეს
    როგორ აენთო ყაყაჩოსფრად
                        ყვრიმალები
  და ავტორიტეტს იმფერივე
  ნაკაწრები ჩამოაწვეთა!..
  ...მოგვიანებით გაჩნდა გრძნობა
  რაღაც უცნობი,
  კმაყოფისა და სინანულის
  ნაზავ-ნარევი!..
  ...წყენა ნასვამი სიამაყე,
  შავ-წითელა ნაკაწრებით
  გულშეღონებულ ავტორიტეტს,
  სალბუნად ადებს
  ყაყაჩოს ფურცლებს,
  რომელიც ტკივილს ხან ახანძრებს,
  ხანაც აყუჩებს!..
  ...გაუხედნავი მოთმინებით
  წუთიერად გარინდებულს,
  გამირბის ფიქრი
  გზააბნეულ ქცევებისაკენ!
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები