ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიჩიბა
ჟანრი: პოეზია
5 აპრილი, 2009


ქალო

ვწერ ლექსებს,
იქნებ ლამაზებსა,
ქალო...
თუმც თვალ-მარგალიტით
შამკულნ არ არიან,
ვიცი.
ლაყუჩგახვრეტილი თევზივით,
არცრაად ვწვალობ...
მღვრიე წყალ ნახაპ სულს,
ლექსად,
წვეთ-წვეთობით გიცლი.
ქალო
ნალექსარი იქნებ არც ეტყობა,
მაგ გულს,
ღამის თაიგულებს,
არცრუ დაიმჩნევა?!
შენთვის.
ამღამ თუ ვერ გიძღვნი,
ზეცას,
ვარსკვლავებით შემკულს,
ბოლოს დაგიხვდები...
ბოლოს არაგვივით მერთვი!
                                04 / 04 / 2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები