დილით უჩვეულო შეგრძნებით გამეღვიძა. თითქოს მთელი ღამე რაღაც კოშმარები მესიზმრებოდა, მაგრამ ვერაფერს ვიხსენებ... ალბათ, სიზმარში ჩამყვა რამე: ვიხსენებ, რაზე ვფიქრობდი ძილის წინ, მაგრამ... რა უცნაურია, არაფერი მახსოვს. არა მხოლოდ ფიქრები ძილის წინ, არამედ მთელი გუშინდელი დღე, გუშინწინდელიც... და რა მახსოვს საერთოდ?! ახლაღა ვახელ თვალებს და ვათვალიერებ ოთახს... აშკარად ჩემი ბინაა, ბინა ნუცუბიძის პლატოზე, სადაც იშვიათად ვრჩები, რადგან არავინ ცხოვრობს. არ მიყვარს მარტოობა, მაგრამ ხანდახან განსაკუთრებული სიმძაფრით მომწყურდებახოლმე. ჩაცმულს ჩამძინებია. ვდგები და სარკესთან მივდივარ. ყველაფერი წესრიგში მაქვს - წვერი გაპარსული, თმა ოდნავ აჩეჩილი, კბილები სუფთა, მაგრამ... მოულოდნელად ჩემი პერანგი იპყრობს ჩემს ყურადღებას, რომელიც ერთიანად სისხლითაა მოსვრილი. რა მოხდა გუშინ? არ მინდა ცუდზე ვიფიქრო, მაგრამ ვერაფერს ვიხსენებ. ოთახიდან ოთახში გავდივარ, რათა ნაცნობმა გარემომ გამინათოს გონება, თუმცა უშედეგოდ. უცებ მაგიდაზე გადაშლილ რვეულს ვხედავ... რაც უფრო ვუახლოვდები მით უფრო მეტად მეცნობა... ჩემი დღიური... თითქოს შვება ვიგრძენი, იქ ხომ ყველაფერი წერია! მორჩა გაუგებრობა! ბოლო ჩანაწერი 25 დეკემბრითაა დათარიღებული, სწრაფად ვკითხულობ ტექსტს:
...საშინელებაა, მინდა რომ ყველაფერი დასრულდეს, თან რაც შეიძლება მალე! დღეს რაღაც განსაკუთრებული დღეა, თითქოს რაღაც უცნაური და გადამწყვეტი უნდა მოხდეს, მაგრამ გული ცუდს მიგრძნობს... ახლა წერის თავიც არ მაქვს, დანარჩენი ხვალ...
“ხვალ” იგივე დღევანდელი დღეა ალბათ, მაგრამ ისიც კი არ ვიცი დღეს რა რიცხვია, ნუთუ მეხსიერება დავკარგე? მაგრამ მე ხომ მახსოვს რომ გიორგი მქვია, ეს ჩემი სახლია, ანუ არ გავგიჟებულვარ მაინც რა მოხდა გუშინ?! გონებაში ერთამენთს ცვლიან ბუნდოვანი ფრაგმენტები, მაგრამ მიჭირს მათი თავმოყრა და ერთ სურათად აღქმა. სისხლიან პერანგს ვიცვლი და სასწრაფოდ გამოვდივარ სახლიდან, გაურკვეველი მიმართულებით. თანდათან მახსენდება რაღაც კადრები, მაგრამ ეს ხომ წარსულია, თან შორეული... მახსოვს, რომ ბოლო დროს ზედმეტად განერვიულებული და გაღიზიანებული ვიყავი, ბოღმით სავსე... მაგრამ რა მოხდა “ამ ბოლოს?” ან ეს სისხლი რას ნიშნავს? ნუთუ მოვკალი?!!! მაგრამ ვინ? ან რისთვის? აუცილებლად უნდა გავიგო... ალბათ, მაშინ გამახსენდება ყველაფერი.
სწრაფი ნაბიჯებით ვეშვები ვაჟა-ფშაველას მიმართულებით. მაინტერესებს, ამჩნევს თუ არა ვინმე ჩემში რამე უცნაურობას, მაკვირდება თუ არა ხალხი იმიტომ, რომ შეშლილის ან უფრო უარესი - მკვლელის სახე მაქვს?! ზედაც არავინ მიყურებს, არც კი მამჩნევენ. ანუ ყველაფერი რიგზეა. დღეს რა რიცხვია? ახალგაზრდების მერიდება... პირველივე შემხვედრი ასაკოვანი ქალის წინ ვჩერდები და ვეკითხები... ქალი ზედაც არ მიყურებს, შეუჩერებლად განაგრძობს მოძრაობას. ანალოგიურად იქცევა მის უკან მიმავალი ბავშვიც. ასეთი რა მჭირს, რომ არავის სურს ჩემთვის ხმის გაცემაც კი. უკვე შიში მიპყრობს, ქარიც საშინლად, ავისმომასწაველბად წივის.
უკვე ნუცუბიძის ქუჩაზე ვარ და გაჩერებას ვუახლოვდები, სადაც ასევე არავის სურს ჩემსკენ გამოხედვა, მხოლოდ ერთი ახალგაზრდა შავგრემანი გოგონა მიღიმის, საოცრად სევდიანი თვალებით. - გამარჯობა! მეც ვიღიმი. - მიცნობთ? - არ გახსოვართ გიორგი? – ძალიან მშვიდი და ამავე დროს იდუმალი ხმის ტემბრი აქვს ჩემს ახალ ნაცნობს. - ჩემი სახელი საიდან იცით? - მე ბევრი რამ ვიცი, თუმცა შენ, როგორც ვხედავ, ჯერ არც არაფერი – ახლაღა ვამჩნევ, რომ გოგონას თვალები სავსე აქვს ცრემლით. - რამე მოხდა? - თითქოს მთელ ტანში ჭიანჭვეებმა დამიარეს. - დროა რაც შეიძლება მალე დაუბრუნდე შენს ადგილს! მშვიდობით! გოგონა თვალის დახამხამებაში უჩინარდება... რა უცნაური დიალოგი იყო...
ბოძზე აფიშა იქცევს ჩემს ყურადღებას: კვირას, 7 თებერვალს, 16:00 საათზე..... დანარჩენს არ ვკითხულობ! აფიშა აშკარაა რომ ახალი გამოკრულია, მითუმეტეს რომ მას ყურადღებით კითხულობს ვიღაც წყვილი. ანუ რამდენიმე დღეში 7 თებერვალია? ჩემს დღიურში კი 25 დეკემბერი... და რა ხდებოდა მთელი თვენახევრის განმავლობაში? (ვაჯამებ დღეებს და თვენახევარზე ცოტათი ნაკლები გამოდის) სად ვიყავი ან რას ვაკეთებდი? კიდევ უფრო ჩაიხლართა ყველაფერი. ტაქსს ხელს ვუქნევ, თუმცა, არც კი ვიცი სად მივდივარ... არ მიჩერებს, არც ის და არც მის უკან მომავალი...
უცებ პატარა ბავშვი მიახლოვდება, რომელსაც ასევე ძალიან სევდიანი თვალები აქვს: - გიორგი, შენ ნინო უნდა ნახო, იქ გაიგებ ყველაფერს რისი გაგება გინდა, - მეუბნება პატარა ბიჭი და გარბის. ვიღაც აშკარად მითვალთვალებს და რიგრიგობით მიგზავნის ამ ხალხს, ნეტავ ვინ? ან რაში სჭირდება ჩემი გაგიჟება?! ვინ არის ნინო? ან რა უნდა გავიგო?! ნინო, ნინო ნინოოო!!!... ვერაფრით ვიხსენებ. თითქოს რაღაც წამლის სუნი შევიგრძენი, ოღონდ ვერ ვხვდები საიდან. იქნებ ესეც მინიშნებაა... ნინო ექიმია? ან საავადმყოფოსთან აქვს რამე შეხება? უცებ გონება მინათდება და ჯიბეებში ვიქექები. აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე?! შარვლის უკანა ჯიბეში პატარა ფოტოს ვპოულობ, მე - ვიღაც გოგონასთან ერთად. სურათს უკნიდან წარწერა აქვს გაკრული ხელით: “თავს გაუფრთხილდი ჩემო პატარა, მიყვარხარ... ნინო” აი, თურმე ვინ არის ნინო, მაგრამ რატომ ვერ ვიხსენებ? ჩემი ცოლია? იქნებ - და?! უკვე ვხვდები, რომ რაღაც ძალიან ცუდი ხდება ჩემს თავს, თავს გაუფრთხილდიო, როგორც ჩანს ამ “თავის გაფრთხილებისას” რაღაც საშინელი ჩავიდინე, უკვე ვხვდები რაც! მე მკვლელი ვარ! მაგრამ ვინ არის ჩემი მსხვერპლი, ან რისთვის?!
მოულოდნელად ისევ მინათდება გონება. მე ხომ ფაქტიურად გიჟი ვარ, მხოლოდ ფსიქიატრი თუ მიშველის! აი სად უნდა მივიდეეე! წამლის სუნიც ალბათ ამას ნიშნავდა, ნინო ფსიქიატრია! ჩემდა გასაოცრად მისამართი მახსოვს, ქუჩის სახელი არა, მაგრამ ვიცი მივაგნებ...
უკვე ბნელა. არ შევმცდარვარ, ამ წუთას ფსიქიატრიულის წინ ვგდავარ, უფრო სწორად უკვე შევდივარ. დერეფანში არავინ ჩანს. არც კი ვიცი სად უნდა ვეძებო ფსიქიატრი. ყველა ოთახში ვიხედები, შეიძლება რომელიმე პაციენტთან იყოს ის ვინც მე მჭირდება. და აი ბოლო ოთახიც, სადაც თითქოს ჩემი საიდუმლო გასაღები უნდა იმალებოდეს, გუმანით ვგრძნობ! საწოლზე თეთრ სამოსში გამოწყობილი გოგონა წევს, რომელიც თითქოს გრძნობს ჩემს ფეხის ხმას და თვალს ახელს. ნინო! – ლამის შევყვირე - გიორგი, შენ ვერ წარმოიდგენ რა დიდხანს გელოდიი – ნინოს თვალები ცრემლით ევსება. ახლა კი ყველაფერი მახსენდება, ოღონდ “ყველაფრის” ის ნაწილი, რომელიც ნინოს უკავშირდება. ნინო ჩემი ბავშვობის მეგობარია, ყველაზე მგრძნობიარე და ნაზი, მუდამ გვერდით რომ მედგა. შემდეგ იყო მისი მშობლების შემზარავი მკვლელობა, რის შემდეგაც ნინო..... გაგიჟდა!.. მახსოვს როგორ მიმტკიცებდა რაღაც აბსურდებს, თუ როგორ ეცხადებოდნენ მისი მშობლები, როგორ თხოვდნენ შველას... ბოლოს უკვე მეც მეშინოდა მისი. ახლა კი ის ერთადერი იყო, ვისაც ჩემი შველა შეეძლო... მოულოდნელად ნინოს მაგიდასთან ნაცნობ სახეს მოვკარი თვალი ფოტოზე, დიდი სევდიანი თვალებით... რა თქმა უნდაა! ეს ხომ ის გოგო იყო, ასე უცნაურად რომ მესაუბრა გაჩერებაზე. აი თურმე საიდან იცოდა ჩემზე ყველაფერი. - ვინ არის? – თითი გავიშვირე ფოტოსკენ - მაგდა, ჩემი ბიძაშვილი ბათუმიდან. - გაჩერებაზე შემხვდა. ნინო ატირდა. - მაგდა შარშან გარდაიცვალა ავტოავარიით, გადაიჩეხა და მისი გვამი დღემდე ვერ იპოვეს – მპასუხობს ნერვიულად. ძარღვებში სისხლი მეყინება. ანუ მიცვალებულს ვესაუბრე?! მეც ნინოსავით გავგიჟდიიი?!! სურათს ყურადღებით ვაკვირდები, აშკარად ისააა!!! ნინო შენ უნდა მითხრა რა ხდება, ნუთუ გავგიჟდი? ნინო ხმას არ იღებს. მე კი ეტაპობრივად მახსენდება ყველაფერი... არაყი სარდაფი, სადაც სასმელის ამოსატანად ჩავედით. სიბნელე...
გაგახსენდა? – ნინოს სევდიანი ღიმილი კიდევ უფრო მაშინებს. ყველაფერს ვუყვები. ნინო გაბრწყინებული მიყურებს. - მე დავამტკიცებ რომ გიჟი არ ვარ! და ორივენი დავისვენებთ! მთავარია გათენდეს. - ნინო ვერაფერი გავიგე! - იქ უნდა წახვიდე, შენი გამოცანის გასაღებს იქ იპოვი! - სად? - სარდაფში. წასასვლელად ვემზადები. - მშვიდობით გიორგი, მიყვარხარ!!!... ნინო მთელი ხმით ტირის...
გაოგნებული გავრბივარ გარეთ. ქუჩასთან მისული ერთხელ კიდევ ვუყურებ ფსიქიატრიულის შესასვლელს და ჩაკეტილი კარი მაოცებს. ნუთუ გამოვედი თუ არა მაშინვე ჩაკეტეს? საოცარიაა. ნეტა რას აპირებს ნინო ხვალ? ან ასე რატომ გაუხარდა სარდაფი რომ ვახსენე? დროის შეგრძნება დავკარგე...
უკვე სარდაფში ვარ, ისევ ღამეა. თითქოს უკვე ყველაფერი მახსენდება, ნელნელა ვაცნობიერებ, რომ სიზმარი არ ყოფილა და ყველაფრის აღდგენას ვცდილობ. სარდაფში საშინელი სუნია. გული გამალებით მიცემს. ვხვდები რომ რაღაც საშინელებას უნდა გადავაწყდე... სუნი ძლიერდება... მოულოდნელად რაღაც სხეულს ვაწყდები... ეს ხომ გვამია, გვამი! ასეც ვიცოდი, მე მკვლელი ვარ! სასოწარკვეთილი უნდა ვიყო, მაგრამ მე თითქოს შვებას ვგრძნობ! უცნაურია. უნდა გავიგო ვინ არის, ეხლავე! გვამი სახით ჩემსკენაა მომართული,(ამას ხელებით ვგრძნობ, ნაკვთები საშინლად ნაცნობია) სასწრაფოდ მრიცხველს ვეძებ და შუქს ვანთებ. აცახცახებული ვუახლოვდები გვამს და სახეში ყურადღებით ვუყურებ! ახლა კი მთელი ტანით ისე ვცახცახებ, რომ ვგრძნობ მალე მთელი სარდაფი თავზე დამექცევა! უკვე ვხვდები, თუ რატომ ვხედავდი მაგდას, ან რატომ ტიროდა ნინო! ვხვდები, რომ 25 დეკემბრის შემდეგ არა თვენახევარი, არამედ ზუსტად 40 დღე გავიდა... ვხვდები, რატომ ვერ მამჩნევდა ვერავინ... როგორ შევაღწიე ფსიქიატრულში დაკეტილი კარებიდან! ვისი იყო ის სისხლი.......
გახრწნადაწყებული გვამი ხომ...... ეს მიცვალებული ხომ.......... მე ვარ!!!!!!!!!!! საშინლად დამახინჯებული... მოკლული!...
ვხვდები რატომაც დავბრუნდი დედამიწაზე (ან უბრალოდ ვერ დავტოვე იგი) და უკვე ნათელია ჩემთვის ყველაფერი, მკვლელობაც და რაც ამის შემდეგ მოხდა, უბრალოდ მთავარი იყო ვინმეს ვეპოვე და ეს ვიღაც იქნება ნინო, რომელიც სულაც არაა შეშლილი! თითქოს ყველანაირმა შიშმა გაიარა და სიმშვიდემ დაისადგურა.
ახლა კი მორჩილად ველოდებით ნინოს, შემდეგ კი მიწას და მარადიულ სასუფეველს. ველოდებით ორივე: ჩემს ფეხებთან მოთავსებული ჩემივე გვამი და მე – მისი მოხეტიალე სული...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. ძალიან, ძალინა მაგარია მართლა. გაიხარეთ! განსაკუთრებით ბოლო მომენტები მაგარია! +++++ ძალიან, ძალინა მაგარია მართლა. გაიხარეთ! განსაკუთრებით ბოლო მომენტები მაგარია! +++++
21. მძიმე თემაა.... მძიმე თემაა....
20. ...ნოველაა თუ სცენარი ფიმლმისთვის, თემა ნაცნობი თუ სხვა რამ კიდევ_ყველა რაკურსით შთამბეჭდავია... და საერთოდ ასე მგონია ყველა ჩვენგანი ნაცნობ თემებზე ვწერთ საკუთარი გადასახედიდან... ამ კოშკიდან დანახულმა სწორედ ის ემოციური მომცა, რაც ავტორმა ჩაიფიქრა... ასე მგონია პირადად მე :) ...ნოველაა თუ სცენარი ფიმლმისთვის, თემა ნაცნობი თუ სხვა რამ კიდევ_ყველა რაკურსით შთამბეჭდავია... და საერთოდ ასე მგონია ყველა ჩვენგანი ნაცნობ თემებზე ვწერთ საკუთარი გადასახედიდან... ამ კოშკიდან დანახულმა სწორედ ის ემოციური მომცა, რაც ავტორმა ჩაიფიქრა... ასე მგონია პირადად მე :)
19. ახლა გარეთ უნდა გავიდე და ბევრი ვიარო, რომ მძიმე ემოციისგან გავთავისუფლდე. ნიჭიერი და სხვანაირი ხარ შენ... ახლა გარეთ უნდა გავიდე და ბევრი ვიარო, რომ მძიმე ემოციისგან გავთავისუფლდე. ნიჭიერი და სხვანაირი ხარ შენ...
17. სინამდვილის მძაფრი შეგრძნება! სინამდვილის მძაფრი შეგრძნება!
16. შოკირებული ვარ... კარგად წერ :) შოკირებული ვარ... კარგად წერ :)
15. ეს წეღან წავიკითხე და ვიდრე შევაფასებდი, გამაგდო ინტერნეტმა! მომწონს... კარგია ძალიან! 2... :) ეს წეღან წავიკითხე და ვიდრე შევაფასებდი, გამაგდო ინტერნეტმა! მომწონს... კარგია ძალიან! 2... :)
14. ჰო, თუნდაც :) როცა სათაურშივე მეუბნები რა უნდა ვივარაუდო ნაწერში ეს ინტრიგას კლავს, რაც პროზისთვის და ნოველური ნაწერისთვის სავალდებულოა :) ჰო, თუნდაც :) როცა სათაურშივე მეუბნები რა უნდა ვივარაუდო ნაწერში ეს ინტრიგას კლავს, რაც პროზისთვის და ნოველური ნაწერისთვის სავალდებულოა :)
13. ყველაფერი გავშიფრე
ნეტა როგორ გაშიფრე დადუ? შემთხვევით სათაურს ხომ არ მოჰკარი თვალი? :)) ყველაფერი გავშიფრე
ნეტა როგორ გაშიფრე დადუ? შემთხვევით სათაურს ხომ არ მოჰკარი თვალი? :))
12. წავიკითხე და იგივე შენიშვნა მაქვს ზუსტად: შინაარსში ინტრიგა არ იდო ჩემთვის, ყველაფერი გავშიფრე და თემაც არ მომეჩვენა საინტერესო. პლიუსად კვლავ წერის კულტურას გითვლი, თემებს მიხედავ იმედია. წავიკითხე და იგივე შენიშვნა მაქვს ზუსტად: შინაარსში ინტრიგა არ იდო ჩემთვის, ყველაფერი გავშიფრე და თემაც არ მომეჩვენა საინტერესო. პლიუსად კვლავ წერის კულტურას გითვლი, თემებს მიხედავ იმედია.
11. მაგრამ ეს - რეალობაა! ანუ ეს ყველაფერი ან უნდა შენ თავად გქონდეს გამოცდილი (კლინიკური სიკვდილი და მოგზაურობა მიღმიერ სამყაროში), და ან - იმ ფილმის ზემოქმედებაა!
ვერც ამაში დაგეთანხმებით ქალბატონო თამარ, არ არის აუცილებელი საკუთარ თავზე გქონდეს გამოცდილი ყველაფერი, ინფორმაციის მოპოვების მრავალი სხვა წყაროც არსებობს... მაგ: მკვლელობაზე რომ დავწერო, თქვენი აზრით, ან მკვლელი უნდა ვიყო, ან წინა ღამით რამე დეტექტივი ან მძაფრსიუჟეტიანი თრილერი უნდა მქონდეს ნანახი? :D პ.ს. დიდი მადლობა წაკითხვისთვის და აზრის დაფიქსირებისთვის! ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა თქვენი მხრიდან ჩემი ნაწერის ნებისმიერი სახის შეფასება! :) მაგრამ ეს - რეალობაა! ანუ ეს ყველაფერი ან უნდა შენ თავად გქონდეს გამოცდილი (კლინიკური სიკვდილი და მოგზაურობა მიღმიერ სამყაროში), და ან - იმ ფილმის ზემოქმედებაა!
ვერც ამაში დაგეთანხმებით ქალბატონო თამარ, არ არის აუცილებელი საკუთარ თავზე გქონდეს გამოცდილი ყველაფერი, ინფორმაციის მოპოვების მრავალი სხვა წყაროც არსებობს... მაგ: მკვლელობაზე რომ დავწერო, თქვენი აზრით, ან მკვლელი უნდა ვიყო, ან წინა ღამით რამე დეტექტივი ან მძაფრსიუჟეტიანი თრილერი უნდა მქონდეს ნანახი? :D პ.ს. დიდი მადლობა წაკითხვისთვის და აზრის დაფიქსირებისთვის! ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა თქვენი მხრიდან ჩემი ნაწერის ნებისმიერი სახის შეფასება! :)
10. ღამე მოვალ აქ :) ღამე მოვალ აქ :)
9. ,,ხვალ იგივე დღეა ალბათ"- :) ,,ხვალ იგივე დღეა ალბათ"- :)
8. საინტერესოა... თქვენი, რაც წავიკითხე, მგონი ყველაფერი კარგი გაქვთ :) საინტერესოა... თქვენი, რაც წავიკითხე, მგონი ყველაფერი კარგი გაქვთ :)
7. ბატონო არგონავტო, მე ვფიქრობ რომ დღითიდღე იხვეწებით,ინტერესი ნაწარმოების მიმართ დაიწყო პირველი სიტყვიდან და გამყვა ბოლო სიტყვამდე,ვკითხულობდი ძალიან დაძაბული და მინდა გითხრა,რომ ბოლომდე ვერ მივხვდი რა ხდებოდა,რაც უკვე ცოტა სირთულეა. კარგია და კიდევ ერთხელ წარმატებები... პატივისცემით თიკ ბატონო არგონავტო, მე ვფიქრობ რომ დღითიდღე იხვეწებით,ინტერესი ნაწარმოების მიმართ დაიწყო პირველი სიტყვიდან და გამყვა ბოლო სიტყვამდე,ვკითხულობდი ძალიან დაძაბული და მინდა გითხრა,რომ ბოლომდე ვერ მივხვდი რა ხდებოდა,რაც უკვე ცოტა სირთულეა. კარგია და კიდევ ერთხელ წარმატებები... პატივისცემით თიკ
6. 5
პროზის კითხვა მიჭირს მონიტორზე მეგობარო..
დასასრულისკენ გადავავლე თვალი და მძიმე ნაწერი ჩანს.. 5
პროზის კითხვა მიჭირს მონიტორზე მეგობარო..
დასასრულისკენ გადავავლე თვალი და მძიმე ნაწერი ჩანს..
5. ქალბატონო თამარ, ვიცი, რომ თემა მოძველებულია, მაგრამ ზოგადად ფილმების ზეგავლენას არ განვიცდი... :) ფილმი, რომელსაც გულისხმობთ დიდი ხნის წინ მაქვს ნანახი, მაგრამ ერთადერთი საერთო მასთან ამ მოთხრობას ის აქვს, რომ ორივე შემთხვევაში სულებზეა საუბარი... მეტი არაფერი... თუ მაინც თქვენ აზრზე დარჩებით, კიდევ ერთხელ ვუყურებ ფილმს და შემდეგ კონკრეტულ ფაქტებს დავაკომენტარებ :D ქალბატონო თამარ, ვიცი, რომ თემა მოძველებულია, მაგრამ ზოგადად ფილმების ზეგავლენას არ განვიცდი... :) ფილმი, რომელსაც გულისხმობთ დიდი ხნის წინ მაქვს ნანახი, მაგრამ ერთადერთი საერთო მასთან ამ მოთხრობას ის აქვს, რომ ორივე შემთხვევაში სულებზეა საუბარი... მეტი არაფერი... თუ მაინც თქვენ აზრზე დარჩებით, კიდევ ერთხელ ვუყურებ ფილმს და შემდეგ კონკრეტულ ფაქტებს დავაკომენტარებ :D
4. ფილმი "მოჩვენება" ნანახი გაქვს პატრიკ სუეიზისა და დემი მურის მონაწილეობით? იმ ფილმის გავლენა იგრძნობა, არ გეწყინოს!
მაგრამ ეს - რეალობაა! ანუ ეს ყველაფერი ან უნდა შენ თავად გქონდეს გამოცდილი (კლინიკური სიკვდილი და მოგზაურობა მიღმიერ სამყაროში), და ან - იმ ფილმის ზემოქმედებაა! 5 - წერის კულტურასა და შინაარსშიც... ფილმი "მოჩვენება" ნანახი გაქვს პატრიკ სუეიზისა და დემი მურის მონაწილეობით? იმ ფილმის გავლენა იგრძნობა, არ გეწყინოს!
მაგრამ ეს - რეალობაა! ანუ ეს ყველაფერი ან უნდა შენ თავად გქონდეს გამოცდილი (კლინიკური სიკვდილი და მოგზაურობა მიღმიერ სამყაროში), და ან - იმ ფილმის ზემოქმედებაა! 5 - წერის კულტურასა და შინაარსშიც...
3. არგონავტო,ნამდვილად ძილისპირულია... :)
მომეწონა,სასიამოვნოდ და საინტერესოდ იკითხება... არგონავტო,ნამდვილად ძილისპირულია... :)
მომეწონა,სასიამოვნოდ და საინტერესოდ იკითხება...
2. გამაჟრჟოლა...აუ მართლა ძალიან მაგარი იყო...მართლა მაგარი...გეფიცები სიტყვებს ვერ ვნახულობ.. გამაჟრჟოლა...აუ მართლა ძალიან მაგარი იყო...მართლა მაგარი...გეფიცები სიტყვებს ვერ ვნახულობ..
1. პრივეტ არგო:) პრივეტ არგო:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|