ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუგა
ჟანრი: პოეზია
6 აპრილი, 2009


განწყობა



განთიადი -
იასამნის  სავსე მტევნებად იღვიძებდა,
წარმტაცი ხელის ციმციმით ცის კარებს  აღებდა -
დილა.
გაფრინდა სამოთხის ჩიტი -
რიჟრაჟით შუქდალეული მთვარე.
როგორც კენტავრმა ფესალიეთის ქალი,
მისი მოტაცება ისე განვიზრახე.
ეს განმარტოება, ოცნება და სევდა დამჩემდა,
ვაჩერებ, ვაშრობ ხელისგულებით ცრემლებს,
თუ, თქვენი გაჩენა იყო საიდუმლო,
რა სახელები მივაწერო ამ წლებს დანარჩენს.
ფანჯრიდან  ლურჯი ცის პატარა ნაჭერს გავსცქერი,
ეს განმარტოება, ოცნება და სევდა დამჩემდა. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები