 | ავტორი: მათე ჟანრი: პროზა 6 აპრილი, 2009 |
კარი მეხუთე
აბრაამი
,,...ყველაფრით ნაკურთხი ჰყავდა უფალს აბრაამი.’’ დაბ. 24.1.
გამოცხადება
,,...გამოსცადა აბრაამი ღმერთმა...’’ დაბ. 22.1.
,,აბრაამ!’’ ,,აქ ვარ!’’ ,,მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდშობილ ძეს, ისაკს, წადი ერთ მთაზე, სადაც მე გიჩვენებ... და... იქ შესწირე აღსავლენ მსხვერპლად!...’’ ... ,,აბრაამ!’’... ,,აქ ვარ!’’ ,,გესმა, რაც გიბრძანე?...’’ ,,უფალო, მესმა...’’
2006წ. 15 თებერვალი.
გზა
,,...და წავიდა იმ ადგილისაკენ, ღმერთმა რომ მიუნიშნა.’’ დაბ. 22.3.
აღარ და აღარ გაილია ეს გრძელი ღამე... და აბრაამი თვალს ვეღარ სწყვეტდა ვერცხლისფერ მთვარეს... ,,ხვალ რა იქნება?... არა, აღარ უნდა იფიქროს... არც სარას ეტყვის, არც არავის... მხოლოდ უფალს უნდა მიენდოს... და შორეულ გზაზე იზრუნოს, რომ მოემზადოს... გზა... ო, რამდენ გზაზე უვლია... მაგრამ ასეთი მძიმე...’’
*** ...მძიმე იყო გზა ურიდან ხარანამდე... მძიმე იყო, რადგან მშვენიერი და სახელგანთქმული იყო ქალდეველთა ური, მისი ბავშვობის ქალაქი... უცნობი და უსახური ეჩვენებოდა შორეული უდაბნოს ხარანი...
***
ო, ეს ური... მშობლიური ური... ქვით ნაკირწლი ძველთაძველი ქუჩებით, მუდამ სავსე მონავარდე ბავშვებით... რაღაცაზე მოდავე მეზობლებით, ჭორიკანა, წუწუნა წყლის ვაჭრებით... ო, ეს ური... მშობლიური ური... აქეთ ზორბა მედუქნე სულ ბუზღუნებს, იქით მხიარული მეწვრილმანე ღიღინებს... მაღლა, ბანზე -- ლამაზმანთა ჩურჩული, დაბლა -- ქუჩის ავარათა ყიჟინი... ზევიდან კი დროს და ქალაქს დასცქერის მთვარის ღმერთის მშვენიერი ტაძარი... ო, ეს ური... მშობლიური ური...
*** ...როცა ჰარანი, მისი უბედური ძმა, მოულოდნელად გარდაიცვალა, მამამისს, თერახს, გული აუცრუვდა ურზე: ,,აქ ღმერთი არ გვწყალობსო, აიჩემა... ჯერ უდროოდ დამაქვრივა, მეუღლე წამართვა ახლა კი საყვარელი პირმშოო...’’ და შორეულ ხარანში გადასახლება გადაწყვიტა.
*** აღარ და აღარ გაილია ეს გრძელი ღამე... აბრაამს თვალი არ მოუხუჭავს... ელოდა... მთვარეს... მთვარეს კი, სულ ოდნავ მოებურა ნათელი სახე... და... ფიქრი მიჰქრის შორეულ გზაზე...
***
...მძიმე იყო გზა ურიდან ხარანამდე... მძიმე იყო, რადგან თბილი და ტკივილამდე ძვირფასი იყო მარად დაუვიწყარი ური, მისი ბავშვობის ქალაქი... ცივი და უკარება ეჩვენებოდა უდაბნოში დაკარგული ხარანი...
***
ო, ეს ური... მშობლიური ური... მას აქ ხომ ყველაფერი რჩებოდა: მამა-პაპეული ძველი სახლი, დედის ნაფერები და ნაჯაფი... მის ეზოში თეთრად გადაშლილი ერთადერთი მსხმოიარე ნუშით... ო, ეს ური... მშობლიური ური... დიდ დარბაზში -- წინაპართა ძველი ტახტით, წინკარში კი -- მოლაყბეთა გრძელი რკალით... ძირს, სამზადში -- უამრავი მოტრიალით, კიბეებზე -- მოპატიჟე-მორბენალით... ყველაზე ძვირფასი კი, რაც იქ დარჩა, დედის და ძმის იანაფენი საფლავი... ო, ეს ური... მშობლიური ური...
***
...მძიმე იყო გზა ძველი, შეჩვეული ურიდან... ...ახალ, მიუჩვეველ ხარანამდე... თერახს ამ გზაზე მხოლოდ ის, აბრაამი, მისი ცოლი, სარა და დაღუპული ჰარანის ძე, ლოტი, გაჰყვნენ. ვერაფრით დაიყოლია მამამ ურიდან წასვლაზე აბრაამის მეორე ძმა, ნახორი. ,,არა, არ შემიძლია ვიცხოვრო იქ, საიდანაც ყოველ დილით არ გამოჩნდება, თუ როგორ ამოდის მზე ჩვენი დიდებული ნანა-კოშკის თავზე... არა, არ შემიძლია მშობლიური სახლისა და ძვირფასი საფლავების მიტოვება...’’ ...მძიმე იყო გზა ურიდან ხარანამდე... მძიმე იყო განშორების წუთები... სწორედ მაშინ იხილა აბრაამმა პირველად და ალბათ, უკანასკნელად მამის თვალზე ცრემლი... მტკიცე კაცი იყო თერახი. საყვარელი შვილის სიკვდილმაც კი ვერ გატეხა... ...მაგრამ განშორება?!... ...მძიმე იყო გზა მშობლიური ურიდან უცხო ხარანამდე... ...პირველი სამკვიდროდან -- მეორემდე... დედისა და ძმის იანაფენი საფლავებიდან -- მამის ვარდნაფენ საფლავამდე.
*** აბრაამმა თვალი გაახილა... ,,ნუთუ გათენდა?!...’’ ...ფიქრი კვლავ მიჰქრის შორეულ გზაზე... გზა... ო, რამდენ გზაზე უვლია... მაგრამ დღეს... ,,ნეტავ, რა ელის?’’... თვალი დახუჭა... ,,ფიქრი არ მიდის!’’... ... ფიქრი კვლავ მიჰქრის შორეულ გზაზე...
*** მძიმე იყო გზა ხარანიდან ქანაანამდე -- მისი მეორე დიდი გზა! ...როცა თერახი, მამამისი, ხარანში გარდაიცვალა, უფალმა მოუწოდა აბრაამს და უთხრა: ,,წადი შენი ქვეყნიდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ!’’... ...და აი, აბრაამი ისევ გზაზეა, ამჯერად ღვთის აღთქმული ქვეყნის გზაზე... მძიმე იყო ეს დიდი გზაც... გაცილებით მძიმეც, რადგან უკვე შეჩვეული, ნაცნობი ხარანიდან აყრილი, უცნობი, შორეული ქნაანისაკენ მიემართებოდა... იმ ქნაანისაკენ, რომლის შესახებ აბრაამს მანამდე არაფერი სმენოდა... ...მაგრამ უფალმა აღუთქვა: ,,შენი მოდგმისთვის მომიცია ეს ქვეყანა!... კურთხეული იქნები და გაქცევ დიდ ხალხად!’’...
... ,,შენი მოდგმისთვის მომიცია...” ... ,,დიდ ხალხად გაქცევ...’’ ,,ჩემი მოდგმა?!... ,,... დიდი ხალხი?!... მაგრამ როგორ?!... როცა უფალს დღეს აღსავლენ მსხვერპლად უნდა შევწირო ნანინანატრი ერთადერთი ძე!... აღსავლენ მსხვერპლად... ჩემი ისაკი?!... მერე და რისთვის?!... რა დავაშავე?!... რა შევცოდე?!... რატომ მსჯის ასე?!... მაგრამ იქნებ ეს სასჯელი სულაც არ არის?!... ... იქნებ?... უფალი მხოლოდ მცდის?!... ისე, როგორც... იმ უცნაურად საცნაურ დღეს...’’ ......... აბრაამმა თვალი მოხუჭა, როგორც მაშინ... აღთქმული ქვეყნის ოაზისიდან თვალშეუდგამი ზეცის ჭვრეტისას, უცებ თვლემა რომ მოერია... და... როცა თვალი კვლავ გაახილა...
*** ...ფიქრი კვლავ მიჰქრის შორეულ გზაზე... ღვთის აღთქმულ ქვეყნის ოაზისამდე?!... ........ რა არ უხილავს?!........... ეგვიპტე... ძრწოლა... სარას დად ცნობა... ხან დამცირება... ხან ბრძოლა... და... ხანაც აღდგომა... ქანაანის უსასრულო უდაბნოები... ლოტთან გაყოფა... ღვთის მტკიცე აღქმა: ,,დიდ ხალხად გაქცევ!’’ და ამ ღმერთის თავის ერთადერთ ღმერთად შეცნობა... .... წინადაცვეთა... ახალი ხალხი... და ქნაანი... აბრაამის და სარრას ძეთა სამკვიდრო... ის კი?!... ის კი, ჯერაც უშვილოდ დადის... და როცა სარრას მხევალმა მისგან შვა ისმაილი... აბრაამმა თითქოს ცოტა ამოისუნთქა... ...მაგრამ...
*** თვლემას მინებდა... დაფეთებულს გამოეღვიძა... ,,სად არის?... რა სჭირს?!... ჰოო... გაახსენდა... გზა აქვს წინ გრძელი, გასავლელი... ამ ახალ გზაზე, ნეტავ, რა ელის?!...’’ ...ფიქრი კვლავ მიჰქრის... მიჰქრის იმ გზაზე... ,,რისთვის ატარა უფალმა ამდენ უდაბნოებზე?!... რომ ოაზისი, უქალაქო, ველური, უტყვი... მას, ვით ღვთის რაინდს, ღვთის კურთხევით, ახალ მშვერნიერ ქალაქად ექმნა!... და გაემარჯვა უღვთო ქაოსზე... ,,მაგრამ როგორ?!... მე, აბრაამი, მოხუცებული, უშვილობასშეგუებული, მხოლოდ მხევლის შვილის შემყურე, ვით გემსახურო, უფალო, ან რით?!...’’
*** ... ფიქრი კვლავ მიჰქრის შორეულ გზაზე... ...აღთქმული ქვეყნის ოაზისში, თავის კარვის წინ თვლემს აბრაამი... და როცა, უცებ, აეხილა სიზმრსიგან თვალი... სამი უცნობი, მშვენიერი სახის რაინდი წარმოსდგა მის წინ... ღვთის სტუმრობა?!... დიდი ტვირთია!... დიდი პატივი!... და როცა თავის ერთგულ რაინდს ღმერთმა აუწყა: ,,სიბერის შვილი მოგეცემათო!’’... სარრას უგნურად გაეღიმა... ,,ნუთუ ამას ჩვენზე ამბობსო?!’’... მაშინ უფალმა შეუნდო სარრას... არ დასაჯა, აპატია უგნური განსჯა. ,,და... ახლა?!... ნუთუ უკან წაიღებს საკუთარ აღთქმას?!... ნუთუ მის ისაკს ასე გასწირავს?!...’’ და... აბრაამმა კვლავ გაუსწორა უკუნეთს თვალი... ,,ო, არა! აღარ უნდა ვიფიქრო!... და მე ახლა, კი არ განვსაჯო, უნდა ვიზრუნო უფლის ნების აღსრულებაზე!’’
2006წ. 2-7 მაისი. 4 ნოემბერი. (გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. *** ...ფიქრი კვლავ მიჰქრის შორეულ გზაზე... ღვთის აღთქმულ ქვეყნის ოაზისამდე?!... ........ რა არ უხილავს?!........... ეგვიპტე... ძრწოლა... სარას დად ცნობა... ხან დამცირება... ხან ბრძოლა... და... ხანაც აღდგომა... 55555! :)
*** ...ფიქრი კვლავ მიჰქრის შორეულ გზაზე... ღვთის აღთქმულ ქვეყნის ოაზისამდე?!... ........ რა არ უხილავს?!........... ეგვიპტე... ძრწოლა... სარას დად ცნობა... ხან დამცირება... ხან ბრძოლა... და... ხანაც აღდგომა... 55555! :)
7. კარგია მაი. კარგად გაქვს გადმოცემული მშობლის საწუხარი. კარგია მაი. კარგად გაქვს გადმოცემული მშობლის საწუხარი.
6. მოკლედ, ძალიან სხვანაირი ხარ ამ ნაწარმოებში! და ძალინ კარგი ხარ, რაც მთავარია! 5 :) :-* მოკლედ, ძალიან სხვანაირი ხარ ამ ნაწარმოებში! და ძალინ კარგი ხარ, რაც მთავარია! 5 :) :-*
5.
მათე, უძალიანმაგრესი ხარრ შენ, ჰოო, შენზე ვლაპარაკობ :)
წინ :)
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
მათე, უძალიანმაგრესი ხარრ შენ, ჰოო, შენზე ვლაპარაკობ :)
წინ :)
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
4. ... იქნებ?... უფალი მხოლოდ მცდის?!...
არ ვიცი.. თუ გაიფიქრა ასეთი რამ აბრაამმა..
მომწონს შენი ნაწერები.. ძალიან..
5 ... იქნებ?... უფალი მხოლოდ მცდის?!...
არ ვიცი.. თუ გაიფიქრა ასეთი რამ აბრაამმა..
მომწონს შენი ნაწერები.. ძალიან..
5
3. ბიბლიურ განვრცობას ისევ მივესალმები!!! ილტოსპირელის არ იყოს პასაჟები ზედმიწევნით ოსტატურად ექსოვებიან ერთმანეთს. ყოველი წაკითხვისას, რაღაც განსკუთრებული გრძნობა მეუფლება... ყოჩაღ!!! 5555555 ბიბლიურ განვრცობას ისევ მივესალმები!!! ილტოსპირელის არ იყოს პასაჟები ზედმიწევნით ოსტატურად ექსოვებიან ერთმანეთს. ყოველი წაკითხვისას, რაღაც განსკუთრებული გრძნობა მეუფლება... ყოჩაღ!!! 5555555
2. საინტერესოდ მიემართება თხრობის ლირიკული მდინარება. ცოცხალი სახე-ხატები და რეალისტური -ბიბლიერი პასაჟები ორგანულად ექსოვებიან ერთმანეთს. ვისიამოვნე, მომეწონა და ველოდები გაგრძელებას. ამავე დროს, ჩემი მოკითხვა და პატივისცემა ავტორს. საინტერესოდ მიემართება თხრობის ლირიკული მდინარება. ცოცხალი სახე-ხატები და რეალისტური -ბიბლიერი პასაჟები ორგანულად ექსოვებიან ერთმანეთს. ვისიამოვნე, მომეწონა და ველოდები გაგრძელებას. ამავე დროს, ჩემი მოკითხვა და პატივისცემა ავტორს.
1. მომწონს ესეც რათქმაუნდა...ერთი კია, წინა თავები მეტად მხატვრულად იყო გადმოცემული...ავტორისეული ხედვა მეტად ჩანდა...თუმცა ესეც კარგია... 5555555 მომწონს ესეც რათქმაუნდა...ერთი კია, წინა თავები მეტად მხატვრულად იყო გადმოცემული...ავტორისეული ხედვა მეტად ჩანდა...თუმცა ესეც კარგია... 5555555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|