| ავტორი: სურამელი ჟანრი: პოეზია 22 აპრილი, 2009 |
სისულელეა ეს ყველაფერი, ფიქრები შენზე და ჩემი სევდა. რატომ? არ ვიცი, ვგრძნობ მენანები, შენი სახის მზე მუდამ თან მდევდა.
სულის საუნჯე დაგახარჯე და თითქოს ცხოვრებას ვიწყებ თავიდან, სადა ხარ,ახლა,სადა ხარ ახლა, შენი ცხოვრება რა გზით წავიდა?
ცრემლებით სავსე შენი თვალები, ჩარჩა ჩემში და ერთს ვეღარ ვხვდები, სულ არ გიხსენებ თითქოს და... მაინც, გულში ცარიელ ადგილად რჩები.
ყოველი დღეა უსასრულობა და ვგრძნობ გაძლება თანდათან მიმძიმს, რაღაცა უნდა შევცვალო ჩემში, ცხოვრება მაინც თავის გზით მიდის.
ფიფქები ისევ დნება ცრემლებად, ისევ გაძარცვავს ვარდებს ზამთარი, ისევ მოიტანს ქარი სიყვარულს, სიყვარულს ისევ წაიღებს ქარი.
და გამხმარ ფოთლებს მიაყრის ქარი, პირველი კაცის ჩამოხსნილ სურათს, ნეტავი რწმენა ვის ქონდა მყარი, ვინმე თუ მაინც ცხოვრობდა ბრძნულად?
ისევ თავის გზით მიდის ცხოვრება, ჩემი გზა მაინც ღირსად მიცნია გაგრძელებისა,რადგან შევმცდარვარ, მაგრამ შეცდომა არ დამვიწყნია.
და ჩარჩა ჩემში შენი თვალები, გამოუცნობი ცრემლებით სავსე... თუ ვფლობთ-არ ვიცით, დავკარგავთ-ვდარდობთ, ცხოვრება ოდით ყოფილა ასე...
სისულელეა ეს ყველაფერი, ფიქრები შენზე და ჩემი სევდა. ამ ქვეყნად მარტო ვიბადებით და იმ ქვეყნად წავალთ ჩვენი გზით... კენტად.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. ძალიან საყვარელი ლექსია,გრძნობით გაჯერებული.. უბრალოდ ბრავოო:) ძალიან საყვარელი ლექსია,გრძნობით გაჯერებული.. უბრალოდ ბრავოო:)
18. მაგარი ხარ სურამელი....იმედია სიყვარულს რომელსაც ქარი მოგიტანს ისევ უკან აღარ წაიღებს და შენთან დატოვებს.. მაგარი ხარ სურამელი....იმედია სიყვარულს რომელსაც ქარი მოგიტანს ისევ უკან აღარ წაიღებს და შენთან დატოვებს..
16. საუცხოოა 555 საუცხოოა 555
15. და ჩარჩა ჩემში შენი თვალები, გამოუცნობი ცრემლებით სავსე... თუ ვფლობთ-არ ვიცით, დავკარგავთ-ვდარდობთ, ცხოვრება ოდით ყოფილა ასე...
სისულელეა ეს ყველაფერი, ფიქრები შენზე და ჩემი სევდა. ამ ქვეყნად მარტო ვიბადებით და იმ ქვეყნად წავალთ ჩვენი გზით... კენტად.
:) ეგრეა ეგრეეეეეე ... და ჩარჩა ჩემში შენი თვალები, გამოუცნობი ცრემლებით სავსე... თუ ვფლობთ-არ ვიცით, დავკარგავთ-ვდარდობთ, ცხოვრება ოდით ყოფილა ასე...
სისულელეა ეს ყველაფერი, ფიქრები შენზე და ჩემი სევდა. ამ ქვეყნად მარტო ვიბადებით და იმ ქვეყნად წავალთ ჩვენი გზით... კენტად.
:) ეგრეა ეგრეეეეეე ...
13. სურამთან ცუდი მოგონებები მაქვს:) წარმატებები ლამაზია რაღაცნაირად. მელოდიური სურამთან ცუდი მოგონებები მაქვს:) წარმატებები ლამაზია რაღაცნაირად. მელოდიური
11. სისულელეა გაღიმება, როცა ფითრდები, როცა თვალებში ტკივილები ჩაგისახლდება...
ეს გამახსენდა ახლა :) სისულელეა გაღიმება, როცა ფითრდები, როცა თვალებში ტკივილები ჩაგისახლდება...
ეს გამახსენდა ახლა :)
10. კი :) სისულელეა ეს ყველაფერი ... კი :) სისულელეა ეს ყველაფერი ...
9. კი :) სისულელეა ეს ყველაფერი ... კი :) სისულელეა ეს ყველაფერი ...
8. კარგია გაიხარე! კარგია გაიხარე!
7. სისულელეა ეს ყველაფერი,
ხო... სისულელეა ეს ყველაფერი,
ხო...
6. და ჩარჩა ჩემში შენი თვალები, გამოუცნობი ცრემლებით სავსე... თუ ვფლობთ-არ ვიცით, დავკარგავთ-ვდარდობთ, ცხოვრება ოდით ყოფილა ასე...
გაიხარე! კარგია! 5 და ჩარჩა ჩემში შენი თვალები, გამოუცნობი ცრემლებით სავსე... თუ ვფლობთ-არ ვიცით, დავკარგავთ-ვდარდობთ, ცხოვრება ოდით ყოფილა ასე...
გაიხარე! კარგია! 5
5. სისულელეა ეს ყველაფერი, ფიქრები შენზე და ჩემი სევდა. ამ ქვეყნად მარტო ვიბადებით და იმ ქვეყნად წავალთ ჩვენი გზით... კენტად.
" შიშველი ვიშევ და შიშველი წავალ იმ ქვეყნად... " მასეა... მანამ ჭირს..... სისულელეა ეს ყველაფერი, ფიქრები შენზე და ჩემი სევდა. ამ ქვეყნად მარტო ვიბადებით და იმ ქვეყნად წავალთ ჩვენი გზით... კენტად.
" შიშველი ვიშევ და შიშველი წავალ იმ ქვეყნად... " მასეა... მანამ ჭირს.....
4. ისევ თავის გზით მიდის ცხოვრება, ჩემი გზა მაინც ღირსად მიცნია გაგრძელებისა,რადგან შევმცდარვარ, მაგრამ შეცდომა არ დამვიწყნია.
ისევ თავის გზით მიდის ცხოვრება, ჩემი გზა მაინც ღირსად მიცნია გაგრძელებისა,რადგან შევმცდარვარ, მაგრამ შეცდომა არ დამვიწყნია.
3. ისევ მოიტანს ქარი სიყვარულს, სიყვარულს ისევ წაიღებს ქარი.
ისევ მოიტანს ქარი სიყვარულს, სიყვარულს ისევ წაიღებს ქარი.
2. ეს თუ შენი ლექსია,ხუთიანი კი არა ძალიან ხუთიანი...
:) ეს თუ შენი ლექსია,ხუთიანი კი არა ძალიან ხუთიანი...
:)
1. სისულელეა ეს ყველაფერი, ფიქრები შენზე და ჩემი სევდა. ამ ქვეყნად მარტო ვიბადებით და იმ ქვეყნად წავალთ ჩვენი გზით... კენტად.
ამ ქვეყნიდან იმ ქვეყნამდე მთელი ცხოვრებაა გასავლელი... და მის გავლას მარტოს არ გისურვებდი... ...ლექსი კი უფრო ბევრს ამბობს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და ამიტომაც კარგია... თან ძალიანაც.. სისულელეა ეს ყველაფერი, ფიქრები შენზე და ჩემი სევდა. ამ ქვეყნად მარტო ვიბადებით და იმ ქვეყნად წავალთ ჩვენი გზით... კენტად.
ამ ქვეყნიდან იმ ქვეყნამდე მთელი ცხოვრებაა გასავლელი... და მის გავლას მარტოს არ გისურვებდი... ...ლექსი კი უფრო ბევრს ამბობს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და ამიტომაც კარგია... თან ძალიანაც..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|