 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 9 აპრილი, 2009 |
ასე არ იყო? განა მუდამ ასე არ იყო?! მამას თუ ისრის კონა ჰქონდა გადანახული, უბით დაჰქონდა დედას თხილი , ჭრელ ხილაბანდში გამოხვეული.
და ოდეს ჟამმა მოაწია და ცხრავე ვაჟი იმის საწოლთან შეიყარა, იხმო უფროსი...
უფროსი რატომ?! წესიც იყო და პირველობას არც ვის უთმობდა! მეორე - ცეტი გამოადგა, მესამე - ფრთხილი , მეოთხე - გარეთ ხათრიანი,შინ კი - თამამი, მეხუთე - ყველას მშველელი და გამშველებელი. ანუ როგორიც გამოდიან შუათანანი, მეექვსე -რაღაც, ბეჩავი და ცოტა გვიანი , აი, მეშვიდეს - ხრიკიანი ჰქონდა ბუნება და მერვეს ხშირად აცურებდა, ნაბოლარა კი ყველას ერთად ეტოქებოდა.
ჩამწკრივდა ცხრავე - - აღიმართა ჩანგი ცხრაძალი.
დაინამცეცა ხელისგულზე პირველმა თხილი და გაუწოდა ძმას მეორეს, მაგრამ მეორემ რაწამს იხილა წილი თვისი , ეცვალა სახე. დანარჩენებმა - - დედის უჩუმრად დამუწეს პირი. ზოგს შეუბღვირა ძმამ პირველმა ზოგს - ემუდარა, მაგრამ გაწვდილი ხელისგული ვერ გაიცალა.
-ნეტა მეათეც მომცემოდა , მადლობა ღმერთო! - - მომაკვდავ დედას უკანასკნელი გაუკრთა ცრემლი , მერე დახუჭა თვალები და ნავმაც გაცურა.
ჰო, იმ გამოწვდილ ხელისგულზე დარჩა სამყოფი ყველასთვის, ვისაც ისევ ახსოვს ძველი ამბავი, მაგრამ არ სჯერა, რომ არის დრო და არის ნაყოფი.
მძაღეა თხილი - - დედის უბეში შემონახული!
----- 1. ჩანგის ძალები - ძველი ქართული ტრადიციით,ჩანგის სიმები ,ანუ ძალები გამომშრალ- დამუშავებული ნაწლავისგან მზადდებოდა.არსებობდა ცხრაძალიანი ჩანგი./ივ.ჯავახიშვილი/. რაკი ლექსის თემა - პატრიოტიზმია.ამ სახეში თავისებური ალუზიაცაა აკაკის სიტყვებისა'' ჩანგური საქართველოა,სიმები ჩვენ ვართ ყველაო''.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
41. მე კი გისურვებთ ორივეს სინსილა როის-როისსო..."__ მე კი გისურვებთ ორივეს სინსილა როის-როისსო..."__
40. გამოგლევია ქულები, მე რა გიშველო როისო? მტერს ვერ აამებ ,იცოდე, გულში ისარიც რო ისო. გისურვებ ,მალე იშორო თავს მოხვეული ჯგრო ისო, პირველობისთვის მეომარ როის გიხილავ როისო?- კაფიის გაშლილ ტრასაზე იქროლო, ''იროლს -როისო''! გამოგლევია ქულები, მე რა გიშველო როისო? მტერს ვერ აამებ ,იცოდე, გულში ისარიც რო ისო. გისურვებ ,მალე იშორო თავს მოხვეული ჯგრო ისო, პირველობისთვის მეომარ როის გიხილავ როისო?- კაფიის გაშლილ ტრასაზე იქროლო, ``იროლს -როისო``!
39. ეს არის ბოლო შაირი, ქულა არ მყოფნის მეტადა, ნამდვილი და სხვანაირი განადგურება მეწადა
მე თქვენი, მაგრამ დებორა ფაქტორი არის დროისო, ცუდას რად უნდა მტერობა, ბევრი მტერი ჰყავს როისო. ეს არის ბოლო შაირი, ქულა არ მყოფნის მეტადა, ნამდვილი და სხვანაირი განადგურება მეწადა
მე თქვენი, მაგრამ დებორა ფაქტორი არის დროისო, ცუდას რად უნდა მტერობა, ბევრი მტერი ჰყავს როისო.
38. უყურეთ ამ ჩვენ როისა, კაფია მოჭრა ,დებო,რა! უძლეველ მოშაირესთან როდის შემკრთალა დებორა! უყურეთ ამ ჩვენ როისა, კაფია მოჭრა ,დებო,რა! უძლეველ მოშაირესთან როდის შემკრთალა დებორა!
37. ბადალ ვეძებ როცა ვთვრები, დავმკვიდრდები ვიცი მითად, დავიღალე გეუბნები საიტ - საიტ ხეტებითა.
ბევრი შემხვდა ღირსეული, ბევრიც კიდევ დურაკიო, დავამარცხე თქვენი ლიტ.გე დავამარცხე ურაკიო.
ბევრმა მითხრა ნუ დაგვჩაგრავ, გეყო როი, გეყო რაო, ჰოდა თქვენაც მომერიდეთ ქალბატონო დებორაო.
არ ვარ ფორმაში აშკარად :) ბადალ ვეძებ როცა ვთვრები, დავმკვიდრდები ვიცი მითად, დავიღალე გეუბნები საიტ - საიტ ხეტებითა.
ბევრი შემხვდა ღირსეული, ბევრიც კიდევ დურაკიო, დავამარცხე თქვენი ლიტ.გე დავამარცხე ურაკიო.
ბევრმა მითხრა ნუ დაგვჩაგრავ, გეყო როი, გეყო რაო, ჰოდა თქვენაც მომერიდეთ ქალბატონო დებორაო.
არ ვარ ფორმაში აშკარად :)
36. კაფია კი კარგი მოგდის, არ გიწუნებ,როი,არო! ბადალს ვერსად ვერ უპოვი, საიტ-საიტ რო იარო. კაფია კი კარგი მოგდის, არ გიწუნებ,როი,არო! ბადალს ვერსად ვერ უპოვი, საიტ-საიტ რო იარო.
35. ორმოცდარვაწლის შესრულდით? ისე არც გამკვირვებია, ვიცი იქნებით ასევე დარბაისელი ბებია.
ფრანგული ყველი კარგია, ნაღდად არ ითქმის უარი, სტილტონიც გემრიელია, მაგრამ რას იზამ ბლუ - არი.
:)
ორმოცდარვაწლის შესრულდით? ისე არც გამკვირვებია, ვიცი იქნებით ასევე დარბაისელი ბებია.
ფრანგული ყველი კარგია, ნაღდად არ ითქმის უარი, სტილტონიც გემრიელია, მაგრამ რას იზამ ბლუ - არი.
:)
34. მე არ ვმალავ.48 წლისა შევსრულდი. ბებიაც ვარ. ესპანური ყველი არ მიყვარს.ჰოლანდიურსა და ფრანგულზე ,ასევე ინგლისურ ''ბლუ სტილტონზე'' - ვგიჟდები . ძირითადად,ბალანსირებული კვების რეჟიმს ვიცავ. ფიზიკური დატვირთვა აჭამის შემდეგ - არასასურველია.ცურვა და მასაჟი კი აუცილებლად მიმაჩნია და როგორ მოვიქცე? მე არ ვმალავ.48 წლისა შევსრულდი. ბებიაც ვარ. ესპანური ყველი არ მიყვარს.ჰოლანდიურსა და ფრანგულზე ,ასევე ინგლისურ ``ბლუ სტილტონზე`` - ვგიჟდები . ძირითადად,ბალანსირებული კვების რეჟიმს ვიცავ. ფიზიკური დატვირთვა აჭამის შემდეგ - არასასურველია.ცურვა და მასაჟი კი აუცილებლად მიმაჩნია და როგორ მოვიქცე?
33. მე ნინო დარბაისელი რომ ვიყო ისე მოვიქცეოდი როგორც ის ადამიანები იქცევიან ჰოლანდიურ და ესპანურ ყველს ჭამენ და მერე მასაჟებს იკეთებენ. :)
ქალებს ასაკს არ ეკითხებიან. მე ნინო დარბაისელი რომ ვიყო ისე მოვიქცეოდი როგორც ის ადამიანები იქცევიან ჰოლანდიურ და ესპანურ ყველს ჭამენ და მერე მასაჟებს იკეთებენ. :)
ქალებს ასაკს არ ეკითხებიან.
32. ბედი გამოსარჩევს თვითონ გამოარჩევს. რ____ო____ი.
რჩ,რჩ....რჩ.......
არც გერჩით, არც ბედის არჩივად დარჩენას არ გირჩევდით. /ისე,რით არის ''ღალღაზე'' ნაკლები!/ ბედი გამოსარჩევს თვითონ გამოარჩევს. რ____ო____ი.
რჩ,რჩ....რჩ.......
არც გერჩით, არც ბედის არჩივად დარჩენას არ გირჩევდით. /ისე,რით არის ``ღალღაზე`` ნაკლები!/
31. ბედი გამოსარჩევს თვითონ გამოარჩევს. ბედი გამოსარჩევს თვითონ გამოარჩევს.
30. როი ძვირფასო! ეს ემოციურ დონეზე - გასაგებია,მაგრამ შენიშვნები? როი ძვირფასო! ეს ემოციურ დონეზე - გასაგებია,მაგრამ შენიშვნები?
29. ამას წინათ ერთი თქვენი ლექსი ,რომელიც ,სხვათა შორის ,აქ პორტალზე მოწონებით სარგებლობდა,დეტალურად გავაანალიზე,რათა დავრწმუნებულიყავი,რა კონკრეტული პრობლემების წინაშე დგახართ ,მაგრამ მერე გადავიფიქრე დაპოსტვა ან გადმოგზავნა,რათა გული არ მეტკინა თქვენთვის.
:)) ამას წინათ ერთი თქვენი ლექსი ,რომელიც ,სხვათა შორის ,აქ პორტალზე მოწონებით სარგებლობდა,დეტალურად გავაანალიზე,რათა დავრწმუნებულიყავი,რა კონკრეტული პრობლემების წინაშე დგახართ ,მაგრამ მერე გადავიფიქრე დაპოსტვა ან გადმოგზავნა,რათა გული არ მეტკინა თქვენთვის.
:))
28. როი ძვირფასო! ეს ლექსი,რომელიც თავიდან '''პრე პოემის'' სახით დავდე , გუშინ საიტის წევრების თვალწინ დავამუშავე,რათა შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობა დასანახი ყოფილიყო მათთვის,ვინც თვალს ადევნებდა. რაც შეეხება თქვენს გაგულისებას,მინდა განგიმარტოთ,რომ ამჟამად თქვენ,რომელსაც მე ნიჭიერ ახალგაზრდა ავტორად მიგიჩნევთ /და ეს არაერთგზის აღმინიშნავს კიდეც/,იმყოფებით მიბაძვის ფაზაში. განსხვავებით სხვათაგან,მე ვფიქრობ,რომ ეს შემოქმედებითი ზრდისათვის აუცილებელი , საწყისი ეტაპია და მიუხედავად იმისა,რომ ჯერჯერობით საკუთარი სახის გამოკვეთამდე ბევრი გიკლიათ, ვცდილობ წაგახალისოთ. ამას წინათ ერთი თქვენი ლექსი ,რომელიც ,სხვათა შორის ,აქ პორტალზე მოწონებით სარგებლობდა,დეტალურად გავაანალიზე,რათა დავრწმუნებულიყავი,რა კონკრეტული პრობლემების წინაშე დგახართ ,მაგრამ მერე გადავიფიქრე დაპოსტვა ან გადმოგზავნა,რათა გული არ მეტკინა თქვენთვის. ძალზე დამეხმარებით,თუ ლექსის ''ცხრა ძმისა' შესახებ კონკრეტულ შენიშვნებს გამიზიარებთ.გპირდებით,თუ საინტერესოდ მომეჩვენა,უთუოდ გამოვიყენებ. გულწრფელი პატივისცემითა და წარმატების სურვილით ნ.დ. როი ძვირფასო! ეს ლექსი,რომელიც თავიდან ```პრე პოემის`` სახით დავდე , გუშინ საიტის წევრების თვალწინ დავამუშავე,რათა შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობა დასანახი ყოფილიყო მათთვის,ვინც თვალს ადევნებდა. რაც შეეხება თქვენს გაგულისებას,მინდა განგიმარტოთ,რომ ამჟამად თქვენ,რომელსაც მე ნიჭიერ ახალგაზრდა ავტორად მიგიჩნევთ /და ეს არაერთგზის აღმინიშნავს კიდეც/,იმყოფებით მიბაძვის ფაზაში. განსხვავებით სხვათაგან,მე ვფიქრობ,რომ ეს შემოქმედებითი ზრდისათვის აუცილებელი , საწყისი ეტაპია და მიუხედავად იმისა,რომ ჯერჯერობით საკუთარი სახის გამოკვეთამდე ბევრი გიკლიათ, ვცდილობ წაგახალისოთ. ამას წინათ ერთი თქვენი ლექსი ,რომელიც ,სხვათა შორის ,აქ პორტალზე მოწონებით სარგებლობდა,დეტალურად გავაანალიზე,რათა დავრწმუნებულიყავი,რა კონკრეტული პრობლემების წინაშე დგახართ ,მაგრამ მერე გადავიფიქრე დაპოსტვა ან გადმოგზავნა,რათა გული არ მეტკინა თქვენთვის. ძალზე დამეხმარებით,თუ ლექსის ``ცხრა ძმისა` შესახებ კონკრეტულ შენიშვნებს გამიზიარებთ.გპირდებით,თუ საინტერესოდ მომეჩვენა,უთუოდ გამოვიყენებ. გულწრფელი პატივისცემითა და წარმატების სურვილით ნ.დ.
27. ძალიან სუსტი ლექსია, ლიტ.გე-ზე რომ ვიყოთ - 3 დავწერდი, თან ბევრი ისეთი შეცდომა გაასწორა ავტორმა რაც სასაცილოა, ვცდები მე ადამიანების ადამიანობაშიც პოეტებს რომ თავი დვანებოთ. ძალიან სუსტი ლექსია, ლიტ.გე-ზე რომ ვიყოთ - 3 დავწერდი, თან ბევრი ისეთი შეცდომა გაასწორა ავტორმა რაც სასაცილოა, ვცდები მე ადამიანების ადამიანობაშიც პოეტებს რომ თავი დვანებოთ.
26. იმო ჯახუანი ძვირფასო! მივესალმები თქვენს პოზიციას. იმედი მაქვს ,შეძლებისდაგვარად მონაწილეობას მიიღებთ იმ საკითხების შესახებ მსჯელობაში,დროდადრო რომ წამოიჭრება საიტზე ლექსის ისტორიას,თეორიას,ესთეტიკასა და პრაქტიკასთან დაკავშირებით.
იმო ჯახუანი ძვირფასო! მივესალმები თქვენს პოზიციას. იმედი მაქვს ,შეძლებისდაგვარად მონაწილეობას მიიღებთ იმ საკითხების შესახებ მსჯელობაში,დროდადრო რომ წამოიჭრება საიტზე ლექსის ისტორიას,თეორიას,ესთეტიკასა და პრაქტიკასთან დაკავშირებით.
25. ნინო, პატივისცემითა ვარ განწყობილი ნებისმიერი შემოქმედის არჩევანისადმი,ხოლო ამა თუ იმ საკითხზე ჩემი შეხედულების გამოთქმის უფლებას თუ ვაძლევ თავს, ამაშიც ცუდს ვერაფერს ვხედავ. უფრო მეტიც: აზრთა გაცვლა-გამოცვლით ჩვენ ყველანი ვცდილობთ (ყოველ შემთხვევაში, ნინდა ასე იყოს!) ერთმანეთისა და თავად პოეზიის (ქართულის მაინც...) წინსვლა-განვითარებას შევუწყოთ ხელი, ყოველთვის, როცა კი ამის პერსპექტივას დავინახავთ. მეც მიხარია, რომ ამ მხრივ ჩვენ დიდად განსხვავებული პოზიციები არ გაგვაჩნია. რაც შეეხება ვერსიფიკაციულ მხარეს, ერთნაირად მაინტერესებს ყველა ფორმა. ჩემს პირველ წიგნში ( 1982 წ.) სულ რამ- დენიმე ე.წ. ტრადიციული ლექსია. ჩემთვის ყველა მათგანი ერთნაირად ძვირფასია. მაგრამ ჩემთვის, ამავე დროს, მნიშვნელოვანია ( და გაცილებითაც!), რომ პოეზია, რომელიც ჩემში უმაღლეს სულიერ სიხარულსა და გრძნობა-გონების უმაღლესი ჰარმონიის ზეიმთან ასოცირდება სიყმაწვილიდანვე, მეტისმეტად დამძიმებისა და მხოლოდ გონებაზე ამ სიმძიმის ცენტრის გადატანის შედეგად საბოლოოდ ერთ ჩვეულებრივ და მოსაწყენ ,,სიბრძნის დარგად'' არ გადაგვექცეს... პ.ს.: 15 წლის ვიყავი, რუცა უიტმენის პოეზიას (რა თქმა უნდა თარგმანში) გავეცანი. ეს ახალი ხილი იყო იმ დროს ჩემთვის და იმდენად გამიტაცა ყველანაირმა ,,იზმებმა'', რომ ჩემი წილი ხარკიც გავიღე შემდგომში ამ მხრივ და ამას სულაც არ ვნანობ. ნინო, პატივისცემითა ვარ განწყობილი ნებისმიერი შემოქმედის არჩევანისადმი,ხოლო ამა თუ იმ საკითხზე ჩემი შეხედულების გამოთქმის უფლებას თუ ვაძლევ თავს, ამაშიც ცუდს ვერაფერს ვხედავ. უფრო მეტიც: აზრთა გაცვლა-გამოცვლით ჩვენ ყველანი ვცდილობთ (ყოველ შემთხვევაში, ნინდა ასე იყოს!) ერთმანეთისა და თავად პოეზიის (ქართულის მაინც...) წინსვლა-განვითარებას შევუწყოთ ხელი, ყოველთვის, როცა კი ამის პერსპექტივას დავინახავთ. მეც მიხარია, რომ ამ მხრივ ჩვენ დიდად განსხვავებული პოზიციები არ გაგვაჩნია. რაც შეეხება ვერსიფიკაციულ მხარეს, ერთნაირად მაინტერესებს ყველა ფორმა. ჩემს პირველ წიგნში ( 1982 წ.) სულ რამ- დენიმე ე.წ. ტრადიციული ლექსია. ჩემთვის ყველა მათგანი ერთნაირად ძვირფასია. მაგრამ ჩემთვის, ამავე დროს, მნიშვნელოვანია ( და გაცილებითაც!), რომ პოეზია, რომელიც ჩემში უმაღლეს სულიერ სიხარულსა და გრძნობა-გონების უმაღლესი ჰარმონიის ზეიმთან ასოცირდება სიყმაწვილიდანვე, მეტისმეტად დამძიმებისა და მხოლოდ გონებაზე ამ სიმძიმის ცენტრის გადატანის შედეგად საბოლოოდ ერთ ჩვეულებრივ და მოსაწყენ ,,სიბრძნის დარგად`` არ გადაგვექცეს... პ.ს.: 15 წლის ვიყავი, რუცა უიტმენის პოეზიას (რა თქმა უნდა თარგმანში) გავეცანი. ეს ახალი ხილი იყო იმ დროს ჩემთვის და იმდენად გამიტაცა ყველანაირმა ,,იზმებმა``, რომ ჩემი წილი ხარკიც გავიღე შემდგომში ამ მხრივ და ამას სულაც არ ვნანობ.
24. იმო ჯახუნი ძვირფასო! მიხარია,რომ ჩვენი დიალოგი საინტერესოდ მიმდინარეობს.ეს პრაქტიკულად ორი განსხვავებული ესთეტიკური პოზიციის დაპირისპირების შედეგია. თქვენ,რამდენადაც ჩემთვის ცნობილია,ძირითადად მოდერნიზებული ქართული კლასიკური ლექსის ნიმუშებს ქმნით. მე - თუმცა ხშირად ვიცვლი ესთეტიკურ არეალს,იმის მიხედვით,რა კონკრეტულ მიზანს ვისახავ,ეს ლექსი მოდერისტული ესთეტიკის კონტექსტში მაქვს მოაზრებული. კერძოდ,ეს არის ერთი -ნასიმბოლიზმარი მოდერნის ხაზის გაგრძელება. ვერ დაგეთანხმებით,რომ ეროვნული ნიშნები ამ პერსონაჟთა ვირტუალურ გამოსახულებებს არ ახლავს.შემეძლო მათი გაძლიერებაც,მაგრამ განზოგადების საშუალება დამეკარგებოდა. ის,რასაც თქვენ ბუნდოვანებად მიიჩნევთ,სინამდვილეში ჩემი პრინციპული ინტენციაა - ტექსტი და კონტექსტი ორმაგი დეკოდირების საშუალებას აძლევდეს მკითხველს.პირველი და მეორე პლანი ალეგორიულობის მეშვეობით არის დაკავშირებული. პლანთა დაკავშირების ალეგორიულ-სიმბოლური ხერხები სხვა უფრო გართულებული სახით,სხვა ლექსებშიც მაქვს გამოყენებული.მაგრამ აქ საჭიროდ აღარ ჩავთვალე .რადგან არჩევანი ასეთი მქონდა : პირველი პლანი,ტექსტის ზედაპირი - ყოფით- ნაივური,ოდნავ სენტიმენტალური,ოდნავ ირონიული შემექმნა,კონცეპტუალური სიმძიმე კი მიღმა გადამეტანა ,ისე ,როგორც ამას მოდერნის დასავლელი ოსტატების ერთი ნაწილის შემოქმედებაშია. ცხადია,ჩვენში ამის ტრადიცია უჩემოდაც უკვე არსებობს.დაიწყო გასული საუკუნის ოციან წლებში,ოცდაათიანის დასაწყისიდან შეწყდა და განახლდა სამოციანი წლებიდან,მაგრამ ეს ცალკე კვლევისა და საუბრის თემაა და შეგვიძლია ცოტა ხანში ფორუმის სპეციალურ თემაში განვაგრძოთ.
იმო ჯახუნი ძვირფასო! მიხარია,რომ ჩვენი დიალოგი საინტერესოდ მიმდინარეობს.ეს პრაქტიკულად ორი განსხვავებული ესთეტიკური პოზიციის დაპირისპირების შედეგია. თქვენ,რამდენადაც ჩემთვის ცნობილია,ძირითადად მოდერნიზებული ქართული კლასიკური ლექსის ნიმუშებს ქმნით. მე - თუმცა ხშირად ვიცვლი ესთეტიკურ არეალს,იმის მიხედვით,რა კონკრეტულ მიზანს ვისახავ,ეს ლექსი მოდერისტული ესთეტიკის კონტექსტში მაქვს მოაზრებული. კერძოდ,ეს არის ერთი -ნასიმბოლიზმარი მოდერნის ხაზის გაგრძელება. ვერ დაგეთანხმებით,რომ ეროვნული ნიშნები ამ პერსონაჟთა ვირტუალურ გამოსახულებებს არ ახლავს.შემეძლო მათი გაძლიერებაც,მაგრამ განზოგადების საშუალება დამეკარგებოდა. ის,რასაც თქვენ ბუნდოვანებად მიიჩნევთ,სინამდვილეში ჩემი პრინციპული ინტენციაა - ტექსტი და კონტექსტი ორმაგი დეკოდირების საშუალებას აძლევდეს მკითხველს.პირველი და მეორე პლანი ალეგორიულობის მეშვეობით არის დაკავშირებული. პლანთა დაკავშირების ალეგორიულ-სიმბოლური ხერხები სხვა უფრო გართულებული სახით,სხვა ლექსებშიც მაქვს გამოყენებული.მაგრამ აქ საჭიროდ აღარ ჩავთვალე .რადგან არჩევანი ასეთი მქონდა : პირველი პლანი,ტექსტის ზედაპირი - ყოფით- ნაივური,ოდნავ სენტიმენტალური,ოდნავ ირონიული შემექმნა,კონცეპტუალური სიმძიმე კი მიღმა გადამეტანა ,ისე ,როგორც ამას მოდერნის დასავლელი ოსტატების ერთი ნაწილის შემოქმედებაშია. ცხადია,ჩვენში ამის ტრადიცია უჩემოდაც უკვე არსებობს.დაიწყო გასული საუკუნის ოციან წლებში,ოცდაათიანის დასაწყისიდან შეწყდა და განახლდა სამოციანი წლებიდან,მაგრამ ეს ცალკე კვლევისა და საუბრის თემაა და შეგვიძლია ცოტა ხანში ფორუმის სპეციალურ თემაში განვაგრძოთ.
23. ნინო, ჩემო დაიკო, მე ასე თუ ისე ვიცნობ შენს შემოქმედებას და არაერთი ლექსი მომწონებია შენი. პირდაპირ გეტყვი, რომ შენი თაობის ერთ-ერთ საინტერესო პოეტად გთვლი. ამიტომ შეიძლება სწორედ ეს მაძლევს უფლებას, მეტი მოვითხოვო შენგან, როცა მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბოლომდე არა გაქვს გამოყენებული შენი შესაძლებლობები ამა თუ იმ ლექსში. შენს კომენტარში ძალიან რთულ და მაღალ კატეგორიებს ახსენებ, მაგრამ ლექსში ეს პრობლემა ადექვატურად ვერ არის წარმოჩენილი, ბუნდოვანება კი გაუგებრობას იწვევს. ლექსში საუბარია ,,ზოგად დედაზე'' და ასევე დასაწყისში ნახსენებია ,,ზოგადი მამა'', ანუ აქ ფიგურირებს ,,ზოგადად'' ოჯახი, უეროვნებო... აქედან გამომდინარე, ვერც ეროვნულ პრობლემებზე მიგვანიშნებს აქ რამე ( ეს - ზოგიერთი კომენტარის პასუხად...). მე არ ვამბობ ამით, თითქოს ზოგადსაკაცობრიო პრობლემები ნაკლებად საინტერესოა ჩემთვის, როგორც ქართველი მკითხველისთვის. ჩემთვის არასაკმარი- სად ნათლად არის დასმული თავად საკითხი და მისი ასე ბუნდოვნი ფორმით დაყენება ვერაფრით ვერ მიმანიშნებს რომელიმე იმ ტიპის მაგალითზე, რომელიც შენს საპასუხო კომენტარშია მოყვანილი. საერთოდ, აღიარებულია, რომ პრობლემის ჯეროვნად დასმა აუცილებელი პირობაა სწორ გზაზე დასადგომად. აქ ,,ამირან გულში მღეროდას'' შემთხვევასთან გვაქვს ( ჩემი მოკლე ჭკუით) საქმე...
პ.ს.: პროდუქტების შენახვის პრობლემებით ნაკლებად ვარ დაკავებული... უწყინარ ირონიას კი მგონი არ მიწყენ... მარად შენი ახალი შემოქმედებითი წარმატებების სურვილით.
ნინო, ჩემო დაიკო, მე ასე თუ ისე ვიცნობ შენს შემოქმედებას და არაერთი ლექსი მომწონებია შენი. პირდაპირ გეტყვი, რომ შენი თაობის ერთ-ერთ საინტერესო პოეტად გთვლი. ამიტომ შეიძლება სწორედ ეს მაძლევს უფლებას, მეტი მოვითხოვო შენგან, როცა მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბოლომდე არა გაქვს გამოყენებული შენი შესაძლებლობები ამა თუ იმ ლექსში. შენს კომენტარში ძალიან რთულ და მაღალ კატეგორიებს ახსენებ, მაგრამ ლექსში ეს პრობლემა ადექვატურად ვერ არის წარმოჩენილი, ბუნდოვანება კი გაუგებრობას იწვევს. ლექსში საუბარია ,,ზოგად დედაზე`` და ასევე დასაწყისში ნახსენებია ,,ზოგადი მამა``, ანუ აქ ფიგურირებს ,,ზოგადად`` ოჯახი, უეროვნებო... აქედან გამომდინარე, ვერც ეროვნულ პრობლემებზე მიგვანიშნებს აქ რამე ( ეს - ზოგიერთი კომენტარის პასუხად...). მე არ ვამბობ ამით, თითქოს ზოგადსაკაცობრიო პრობლემები ნაკლებად საინტერესოა ჩემთვის, როგორც ქართველი მკითხველისთვის. ჩემთვის არასაკმარი- სად ნათლად არის დასმული თავად საკითხი და მისი ასე ბუნდოვნი ფორმით დაყენება ვერაფრით ვერ მიმანიშნებს რომელიმე იმ ტიპის მაგალითზე, რომელიც შენს საპასუხო კომენტარშია მოყვანილი. საერთოდ, აღიარებულია, რომ პრობლემის ჯეროვნად დასმა აუცილებელი პირობაა სწორ გზაზე დასადგომად. აქ ,,ამირან გულში მღეროდას`` შემთხვევასთან გვაქვს ( ჩემი მოკლე ჭკუით) საქმე...
პ.ს.: პროდუქტების შენახვის პრობლემებით ნაკლებად ვარ დაკავებული... უწყინარ ირონიას კი მგონი არ მიწყენ... მარად შენი ახალი შემოქმედებითი წარმატებების სურვილით.
22. იმო ჯახუანი ძვირფასო! ანდაზა და იგავი აქ შედეგი კი არა ,მასალაა. ლექსი შორსაა დიდაქტიკურ- განმანათლებლური მოტივისაგან. /ამ მიზნისთვის დისკურსის სხვა სახეობები არსებობს/ ''არის დრო და არის ნაყოფი'', ან ის, რომ ''მძაღეა დედის უბეში შენახული თხილი''- მხოლოდ პროდუქტის რეალური შენახვის პრობლემას რომ ეხებოდეს,ალბათ თხილს კი არა, ყველაზე მალფუჭებადს - რძეს ავირჩევდი. ლექსი პარადოქსული სიტყვებით,მეტაფორით იმიტომ მთავრდება,რომ მკითხველი პირისპირ დარჩეს კითხვასთან: რეალურია თუ მოჩვენებითი შვილთა ერთობა მშობლის,სამშობლოს წინაშე ან ,რა ქმნის ერთიანობის მოჩვენებით შთაბეჭდილებას, სიმწრის, უსიამოვნების მოლოდინი ხომ არა?რისთვის გამოხატავს ჩვენი მოხუცი სამშობლო მადლიერებას? ეს მადლიერება ილუზიის შედეგია, თუ რეალური დამსახურებისა./მაგალითად ,ნოე ჟორდანიასა და მენშევიკების ამბავი,რომელიც აზრთა მკვეთრ სხვადასხვაობას იწვევს დღემდე. პირადად მე მუდამ მაწუხებს ვახტანგ მეექვსის ისტორია.მეფემ ორიათასკაციანი ამალით განსაცდელში მიატოვა გაჭირვებული ერი და ... დღევანდელ რეალობაში გამოსადეგია თუ არა წინაპართაგან მომდინარე,დედის უბეში შენახული სიბრძნე,იქნებ რაღაც სხვა გვჭირდება და არა მადლიერება დროებითი,მოჩვენებით წესრიგისა და ჰარმონიისათვის?
მოკლედ,ეს არის არა ლექსი - დასკვნა,არამედ მეტაფორულ-სახეობრივად დაყენებული ლექსი -კითხვა.
იმო ჯახუანი ძვირფასო! ანდაზა და იგავი აქ შედეგი კი არა ,მასალაა. ლექსი შორსაა დიდაქტიკურ- განმანათლებლური მოტივისაგან. /ამ მიზნისთვის დისკურსის სხვა სახეობები არსებობს/ ``არის დრო და არის ნაყოფი``, ან ის, რომ ``მძაღეა დედის უბეში შენახული თხილი``- მხოლოდ პროდუქტის რეალური შენახვის პრობლემას რომ ეხებოდეს,ალბათ თხილს კი არა, ყველაზე მალფუჭებადს - რძეს ავირჩევდი. ლექსი პარადოქსული სიტყვებით,მეტაფორით იმიტომ მთავრდება,რომ მკითხველი პირისპირ დარჩეს კითხვასთან: რეალურია თუ მოჩვენებითი შვილთა ერთობა მშობლის,სამშობლოს წინაშე ან ,რა ქმნის ერთიანობის მოჩვენებით შთაბეჭდილებას, სიმწრის, უსიამოვნების მოლოდინი ხომ არა?რისთვის გამოხატავს ჩვენი მოხუცი სამშობლო მადლიერებას? ეს მადლიერება ილუზიის შედეგია, თუ რეალური დამსახურებისა./მაგალითად ,ნოე ჟორდანიასა და მენშევიკების ამბავი,რომელიც აზრთა მკვეთრ სხვადასხვაობას იწვევს დღემდე. პირადად მე მუდამ მაწუხებს ვახტანგ მეექვსის ისტორია.მეფემ ორიათასკაციანი ამალით განსაცდელში მიატოვა გაჭირვებული ერი და ... დღევანდელ რეალობაში გამოსადეგია თუ არა წინაპართაგან მომდინარე,დედის უბეში შენახული სიბრძნე,იქნებ რაღაც სხვა გვჭირდება და არა მადლიერება დროებითი,მოჩვენებით წესრიგისა და ჰარმონიისათვის?
მოკლედ,ეს არის არა ლექსი - დასკვნა,არამედ მეტაფორულ-სახეობრივად დაყენებული ლექსი -კითხვა.
21. ... მეორედაც წავიკითხე, კიდევ უფრო დ ა რ ბ ა ი ს ლ უ რ ა დ , მაინც გამიჭირდა იგავის ჰაზრში ბოლომდე გარკვევა... ეს ალბათ ჩემი პრობლემა უფროა, მაგრამ, თუ სწორად გავიგე --- თხილის გული (გარჩეული თხილის შენახვის ვადა ხომ ნაკლებია...) ვადაგასულ პროდუქტთა კატეგორიაში იყო უკვე გადასული, ამიტომ იგი კაი მოტრეტილ ას ვაჟკაცსაც გასწვდებოდა... ამდენად აქ ძმური სიყვა- რულის მომენტი ნაკლებად აქტუალური ჩანს... პატრიოტული პლასტები კი საერთოდ ვერ აღმოვაჩინე... ვერლიბრის საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს, მაგრამ კლასიკური ლექსის ზოგიერთი ძნელად დასაძლევი შეზღუდვის იგნორირების საფასური ახალი და საინტერესო მხატვრული სახეებით მოწოდებული საინტერესო პოეტური აზრი, სენტენცია ან სიუჟეტი იყოს... ამ ლექსში არის საინტერესო პასაჟები, მაგრამ რაიმე მიზნის მიღწევაზე ლაპარაკი ცოტა მიძნელდება...
... მეორედაც წავიკითხე, კიდევ უფრო დ ა რ ბ ა ი ს ლ უ რ ა დ , მაინც გამიჭირდა იგავის ჰაზრში ბოლომდე გარკვევა... ეს ალბათ ჩემი პრობლემა უფროა, მაგრამ, თუ სწორად გავიგე --- თხილის გული (გარჩეული თხილის შენახვის ვადა ხომ ნაკლებია...) ვადაგასულ პროდუქტთა კატეგორიაში იყო უკვე გადასული, ამიტომ იგი კაი მოტრეტილ ას ვაჟკაცსაც გასწვდებოდა... ამდენად აქ ძმური სიყვა- რულის მომენტი ნაკლებად აქტუალური ჩანს... პატრიოტული პლასტები კი საერთოდ ვერ აღმოვაჩინე... ვერლიბრის საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს, მაგრამ კლასიკური ლექსის ზოგიერთი ძნელად დასაძლევი შეზღუდვის იგნორირების საფასური ახალი და საინტერესო მხატვრული სახეებით მოწოდებული საინტერესო პოეტური აზრი, სენტენცია ან სიუჟეტი იყოს... ამ ლექსში არის საინტერესო პასაჟები, მაგრამ რაიმე მიზნის მიღწევაზე ლაპარაკი ცოტა მიძნელდება...
20. ნადირო ძვირფასო,ეს ვერლიბრი არ არის,თავისუფალგრაფიკიანი ვერბლანია,სპონტანური რითმით და შინაგანი რითმებით,ოდნავი ალიტერაციით. ვერლიბრის დაწერა რამდენჯერმე მიცდია,მაგრამ უშედეგოდ. / სხვა ტალანტი უნდა/ ლექსიკა ზომიერად არქაიზებულია.გუშინ ჯერ ''პრეპოემი დავდე'', კომპოზიციურად -დიდი ჩარჩო შეკრული მქონდა,/ /სამწუხაროა,რომ აქ გვიან შემოიხედეთ/, ჯერ პატარა ბარტყი დამეხმარა,უზუსტესი შენიშვნით,მერე ''პრე პოემიდან'' ამოვყარე ყველა ის სიტყვა,რასაც ორიგინალურობის ელფერი ექნებოდა,რომ მეტყველება ყოფილიყო ბუნებრივი,კომუნიკაბელური ქართული პოეზიის ტრადიციულმა თემამ - პატრიოტიზმმა დღეს აქტუალობის ხარისხი დაკარგა.მისი გამომსახველობითი ფორმები მოძველდა.რაკი მიყვარს მოძველებული ნივთების განახლება და ახალი ფუნქციის გამოძებნა, ვცადე, დეიდეალიზაციისათვის მიმემართა.ავიღე ცხრა ძმის მოტივი და ახალ კონტექსტში მოვათავსე,''ახალი ადამიანის'' თვალით დავინახე,შესაბამისად, სათქმელიც - განსხვავებული გამოვიდა. ნადირო ძვირფასო,ეს ვერლიბრი არ არის,თავისუფალგრაფიკიანი ვერბლანია,სპონტანური რითმით და შინაგანი რითმებით,ოდნავი ალიტერაციით. ვერლიბრის დაწერა რამდენჯერმე მიცდია,მაგრამ უშედეგოდ. / სხვა ტალანტი უნდა/ ლექსიკა ზომიერად არქაიზებულია.გუშინ ჯერ ``პრეპოემი დავდე``, კომპოზიციურად -დიდი ჩარჩო შეკრული მქონდა,/ /სამწუხაროა,რომ აქ გვიან შემოიხედეთ/, ჯერ პატარა ბარტყი დამეხმარა,უზუსტესი შენიშვნით,მერე ``პრე პოემიდან`` ამოვყარე ყველა ის სიტყვა,რასაც ორიგინალურობის ელფერი ექნებოდა,რომ მეტყველება ყოფილიყო ბუნებრივი,კომუნიკაბელური ქართული პოეზიის ტრადიციულმა თემამ - პატრიოტიზმმა დღეს აქტუალობის ხარისხი დაკარგა.მისი გამომსახველობითი ფორმები მოძველდა.რაკი მიყვარს მოძველებული ნივთების განახლება და ახალი ფუნქციის გამოძებნა, ვცადე, დეიდეალიზაციისათვის მიმემართა.ავიღე ცხრა ძმის მოტივი და ახალ კონტექსტში მოვათავსე,``ახალი ადამიანის`` თვალით დავინახე,შესაბამისად, სათქმელიც - განსხვავებული გამოვიდა.
19. მაპატიე დებორა და მე ჩემს კრიტერიუმს ვუყენებ ვერლიბრისტებს... ვინაიდან რითმა უარყავით, იმის გამო რომ მოძველდა და გაცვდაო, მე ყველა ვერლიბრისტს გაცვეთილად ვუთვლი ლექსში დღემდე უკვე ნახმარ ყოველ სიტყვას, ისე რომ თქვენს ლექსებშიც, ისევე როგორც სხვა ქართველი ვერლიბრისტების ლექსებშიც, არათუ ერთ სიტყვას, ერთ სასვენ ნიშანსაც ვერ იპოვნი, უკვე სხვათამიერ მილიონჯერ ნათქვამი და განაცვეთი რომ არ იყოს, მაპატიე, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით... მაპატიე დებორა და მე ჩემს კრიტერიუმს ვუყენებ ვერლიბრისტებს... ვინაიდან რითმა უარყავით, იმის გამო რომ მოძველდა და გაცვდაო, მე ყველა ვერლიბრისტს გაცვეთილად ვუთვლი ლექსში დღემდე უკვე ნახმარ ყოველ სიტყვას, ისე რომ თქვენს ლექსებშიც, ისევე როგორც სხვა ქართველი ვერლიბრისტების ლექსებშიც, არათუ ერთ სიტყვას, ერთ სასვენ ნიშანსაც ვერ იპოვნი, უკვე სხვათამიერ მილიონჯერ ნათქვამი და განაცვეთი რომ არ იყოს, მაპატიე, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით...
18. ქართულ ფოლკლორზე აქცენტირებანი უკვე თავისთავად პატრიოტიზმია. ვერლიბრის ფორმა ამ შემთხვევაში კარგად ესადაგება სათქმელს. ლექსი მომეწონა.
პატარა ბარტყმა საკმაოდ მახვილგონივრული შენიშვნა შემოიტანა, თუმცა გამაღიზიანა მისმა სიტყვებმა: "არ ვიცი როგორ ვთქვა ქართულად რუსულად კარგად ითქმის, გრძნობა არასამყოფი, ასე დაახლოებით".
პატარა ბარტყო, ქართულადაც კარგად ითქმის, ამ სიტყვებს თავადვე აგნებთ კიდეც ("გამჩენოდა", "მომცემოდა"). მაშ რაღა საჭიროა იმის ხაზგასმა, თითქოს რუსულ ენას უფრო მეტი საგამომსახველო საშუალებები ქონდეს, ვიდრე ქართულს. ეს მე მხოლოდ ზედმეტობად მიმაჩნია. არადა, ჩანს, რომ სიტყვის გრძნობის ალღო გაქვთ.
ქართულ ფოლკლორზე აქცენტირებანი უკვე თავისთავად პატრიოტიზმია. ვერლიბრის ფორმა ამ შემთხვევაში კარგად ესადაგება სათქმელს. ლექსი მომეწონა.
პატარა ბარტყმა საკმაოდ მახვილგონივრული შენიშვნა შემოიტანა, თუმცა გამაღიზიანა მისმა სიტყვებმა: "არ ვიცი როგორ ვთქვა ქართულად რუსულად კარგად ითქმის, გრძნობა არასამყოფი, ასე დაახლოებით".
პატარა ბარტყო, ქართულადაც კარგად ითქმის, ამ სიტყვებს თავადვე აგნებთ კიდეც ("გამჩენოდა", "მომცემოდა"). მაშ რაღა საჭიროა იმის ხაზგასმა, თითქოს რუსულ ენას უფრო მეტი საგამომსახველო საშუალებები ქონდეს, ვიდრე ქართულს. ეს მე მხოლოდ ზედმეტობად მიმაჩნია. არადა, ჩანს, რომ სიტყვის გრძნობის ალღო გაქვთ.
17. მდააა :) კარგი იყოო :) მდააა :) კარგი იყოო :)
16. ძალიან კარგია, ნინო! გაიხარე! 5 ძალიან კარგია, ნინო! გაიხარე! 5
15. რამდენი წლის ხარ, საერთოდ თვლას სკოლაში სწავლობენ. შენ და გამოტოვე სკოლა?
ეტყობა ძალიან პატარა და დამწყე ბი პოეტი ხარ. ღიმილები და ჩემი მაქსიმუმი ქულა შენ. +2 გიღიმილებ პატარავ. წარმატებები კარგი იყო :))
ლექსს რაც შეეხება, მომეწონა ქალბატონო ნინო, როგორც ყოველთვის, აქაც განსხვავებული ხელწერისკენ მიისწრაფით და უმნიშვნელო ლაფსუსები მიგეტევებათ :) წარმატებები და ფრიადი! :) რამდენი წლის ხარ, საერთოდ თვლას სკოლაში სწავლობენ. შენ და გამოტოვე სკოლა?
ეტყობა ძალიან პატარა და დამწყე ბი პოეტი ხარ. ღიმილები და ჩემი მაქსიმუმი ქულა შენ. +2 გიღიმილებ პატარავ. წარმატებები კარგი იყო :))
ლექსს რაც შეეხება, მომეწონა ქალბატონო ნინო, როგორც ყოველთვის, აქაც განსხვავებული ხელწერისკენ მიისწრაფით და უმნიშვნელო ლაფსუსები მიგეტევებათ :) წარმატებები და ფრიადი! :)
14. როგორც ყოველთვის ,არვიცი როდის გაქვთ დაწერილი მაგრამ მაგარი რომ არი თქმა არ უნდა, ამდენი კითხვის ნიშნით ძნელია ყოფნა. ინდიელი რომ იყო "მახვილითვალი "მოგიხდებოდა სახელაD. როგორც ყოველთვის ,არვიცი როდის გაქვთ დაწერილი მაგრამ მაგარი რომ არი თქმა არ უნდა, ამდენი კითხვის ნიშნით ძნელია ყოფნა. ინდიელი რომ იყო "მახვილითვალი "მოგიხდებოდა სახელაD.
13. ?????? ძვირფასო! ახლა გულდასმით წავიკითხე თქვენი კომენტარი და მივხვდი,რომ თქვენ სხვა შენიშვნას მაძლევთ,მე კი სხვა რამ მომჩვენებია ჩასასწორებელი.შემი სწორება გამოწვეული იყო იმით,რომ სინტაგმას ''ყველაზე დიდი'' კონოტაციათა შორის ერთი უხერხული,სლენგურიც აქვს და რაკი სტრიქონის ბოლოს მოთავსებული სიტყვა მეტად აქცენტირებულია,''სიტყვა''დიდი''-ზე აქცენტი წამგებიანი გამოდიოდა,ამიტომ შესაცვლელი იყო ან მისი ადგილი ან თავად სიტყვა. ასეც მოვიქეცი. ახლა რაც შეეხება თქვენს შენიშვნას: დავიწყებ იმით,რომ როცა ნეგატიური აზრის გამოთქმისას ვინმე ეხება არა საგანს,არამედ პიროვნებას,ეს ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს,რომ მას არა აქვს მყარი არგუმენტი და რაღაც პერსონალური მიზეზით არის ანგაჟირებული. კარგია,რომ ციტირება მოახდინეთ თქვენს კომენტარში,თორემ შესაძლოა ვინმეს ეფიქრა,ტექსტი ჩავასწორე და შევეცადე თქვენი აზრი მცდარი გამომდგარიყო. აი ციტატა: '' დედას - უბეში თხილი ედო, სულ ერთი ცალი. როცა შვილები მიყოლებით ებადებოდა, ერთხელ თხილებში აირჩია ყველაზე დიდი''
დაუკვირდით: მეორე სტრიქონი წერტილით თავდება.
დედას - უბეში თხილი ედო, სულ ერთი ცალი.
ამას მოსდევს ეპიკური თხრობისთვის დამახასიათებელი წინადადება იმის ასახსნელად,თუ საიდან გაჩნდა დედის უბეში თხილი; ''როცა შვილები მიყოლებით ებადებოდა, ერთხელ თხილებში აირჩია ყველაზე დიდი''. აქ არსადაა ნახსენები სიტყვა ''ერთი'', რადგან შეტყობინების მიზანია,გადმოგვცეს:''თხილი იყო დიდი''/ბოლოს და ბოლოს ცხრა ძმამ ხომ უნდა გაიყოს!/. ადამიანი ,რომელსაც წარმოსახვის უნარი აქვს,აქ გაუგებრობას ძნელად დაინახავდა.რადგან დედის უბეში კი არ ეყარა თხილები,იქიდან ერთის ამორჩევამდე.მას ერთი, სადღაც,სხვაგან ამორჩეული თხილი ჰქონდა შენახული უბეში.
რად შეეხება დამწყებობას,გამოგიტყდებით.ყველა ლექსის წერისას ,სწორედაც რომ, დამწყები ვარ.ეს გრძნობა ,ვფიქრობ, მეტნაკლებად ნაცნობია ყველასათვის,ვინც საკუთარ საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდება. ?????? ძვირფასო! ახლა გულდასმით წავიკითხე თქვენი კომენტარი და მივხვდი,რომ თქვენ სხვა შენიშვნას მაძლევთ,მე კი სხვა რამ მომჩვენებია ჩასასწორებელი.შემი სწორება გამოწვეული იყო იმით,რომ სინტაგმას ``ყველაზე დიდი`` კონოტაციათა შორის ერთი უხერხული,სლენგურიც აქვს და რაკი სტრიქონის ბოლოს მოთავსებული სიტყვა მეტად აქცენტირებულია,``სიტყვა``დიდი``-ზე აქცენტი წამგებიანი გამოდიოდა,ამიტომ შესაცვლელი იყო ან მისი ადგილი ან თავად სიტყვა. ასეც მოვიქეცი. ახლა რაც შეეხება თქვენს შენიშვნას: დავიწყებ იმით,რომ როცა ნეგატიური აზრის გამოთქმისას ვინმე ეხება არა საგანს,არამედ პიროვნებას,ეს ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს,რომ მას არა აქვს მყარი არგუმენტი და რაღაც პერსონალური მიზეზით არის ანგაჟირებული. კარგია,რომ ციტირება მოახდინეთ თქვენს კომენტარში,თორემ შესაძლოა ვინმეს ეფიქრა,ტექსტი ჩავასწორე და შევეცადე თქვენი აზრი მცდარი გამომდგარიყო. აი ციტატა: `` დედას - უბეში თხილი ედო, სულ ერთი ცალი. როცა შვილები მიყოლებით ებადებოდა, ერთხელ თხილებში აირჩია ყველაზე დიდი``
დაუკვირდით: მეორე სტრიქონი წერტილით თავდება.
დედას - უბეში თხილი ედო, სულ ერთი ცალი.
ამას მოსდევს ეპიკური თხრობისთვის დამახასიათებელი წინადადება იმის ასახსნელად,თუ საიდან გაჩნდა დედის უბეში თხილი; ``როცა შვილები მიყოლებით ებადებოდა, ერთხელ თხილებში აირჩია ყველაზე დიდი``. აქ არსადაა ნახსენები სიტყვა ``ერთი``, რადგან შეტყობინების მიზანია,გადმოგვცეს:``თხილი იყო დიდი``/ბოლოს და ბოლოს ცხრა ძმამ ხომ უნდა გაიყოს!/. ადამიანი ,რომელსაც წარმოსახვის უნარი აქვს,აქ გაუგებრობას ძნელად დაინახავდა.რადგან დედის უბეში კი არ ეყარა თხილები,იქიდან ერთის ამორჩევამდე.მას ერთი, სადღაც,სხვაგან ამორჩეული თხილი ჰქონდა შენახული უბეში.
რად შეეხება დამწყებობას,გამოგიტყდებით.ყველა ლექსის წერისას ,სწორედაც რომ, დამწყები ვარ.ეს გრძნობა ,ვფიქრობ, მეტნაკლებად ნაცნობია ყველასათვის,ვინც საკუთარ საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდება.
12. რა დამთხვევაა,სწორედ იმ დროს თქვენ რომ კომენტარს წერდით,მე მაგ მომენტს ვასწორებდი.მადლობა. რა დამთხვევაა,სწორედ იმ დროს თქვენ რომ კომენტარს წერდით,მე მაგ მომენტს ვასწორებდი.მადლობა.
11. დედას - უბეში თხილი ედო, სულ ერთი ცალი. როცა შვილები მიყოლებით ებადებოდა, ერთხელ თხილებში აირჩია ყველაზე დიდი
დიდი არჩევანი ქონდა დედას და ერთიდან ყველაზე დიდი ამოარჩია, ანუ ისევ ის ერთი :))
რამდენი წლის ხარ, საერთოდ თვლას სკოლაში სწავლობენ. შენ და გამოტოვე სკოლა?
ეტყობა ძალიან პატარა და დამწყე ბი პოეტი ხარ. ღიმილები და ჩემი მაქსიმუმი ქულა შენ. +2 გიღიმილებ პატარავ. წარმატებები. დედას - უბეში თხილი ედო, სულ ერთი ცალი. როცა შვილები მიყოლებით ებადებოდა, ერთხელ თხილებში აირჩია ყველაზე დიდი
დიდი არჩევანი ქონდა დედას და ერთიდან ყველაზე დიდი ამოარჩია, ანუ ისევ ის ერთი :))
რამდენი წლის ხარ, საერთოდ თვლას სკოლაში სწავლობენ. შენ და გამოტოვე სკოლა?
ეტყობა ძალიან პატარა და დამწყე ბი პოეტი ხარ. ღიმილები და ჩემი მაქსიმუმი ქულა შენ. +2 გიღიმილებ პატარავ. წარმატებები.
10. არის დრო და არის ნაყოფი....... არის დრო და არის ნაყოფი.......
9. - ნეტა მეათეც მომცემოდა , თქვენ შემოგევლეთ! ფიქრობდა დედა მომაკვდავი . უკრთოდა ცრემლი, მერე თვალები დახუჭა და ნავმაც გაცურა. 555!
- ნეტა მეათეც მომცემოდა , თქვენ შემოგევლეთ! ფიქრობდა დედა მომაკვდავი . უკრთოდა ცრემლი, მერე თვალები დახუჭა და ნავმაც გაცურა. 555!
8. მართალი ცართ ცისია ძვირფასო!. გამოყენებულია ერთი მხრით ეგ ანდაზა,მეორე მხრით - მამასთან დაკავშირებული ამბავი ''ძალა ერთობაშია'',რაზე მინიშნებითაც იწყება ლექსი. მართალი ცართ ცისია ძვირფასო!. გამოყენებულია ერთი მხრით ეგ ანდაზა,მეორე მხრით - მამასთან დაკავშირებული ამბავი ``ძალა ერთობაშია``,რაზე მინიშნებითაც იწყება ლექსი.
7. პროზად აღქმა გამიჭირდა ..შინაარსობრივად ძლიერია.. ,,ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო "-ამ ანდაზის გავლენა იგრძნობა. პროზად აღქმა გამიჭირდა ..შინაარსობრივად ძლიერია.. ,,ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო "-ამ ანდაზის გავლენა იგრძნობა.
6. რავიცი აბა რა კომენტარი უნდა დავწერო. ყოველთვის ვიხიბლები თქვენი შემოქმედებით,ყოველთვის ახლ-ახლი იდეები შემოდის რაც დღესდღეისობით ასე ძნელი მისაგნებია სხვასახვა საიტებზე მიმობნეულ "ლიტ მარგალიტებში". რავიცი აბა რა კომენტარი უნდა დავწერო. ყოველთვის ვიხიბლები თქვენი შემოქმედებით,ყოველთვის ახლ-ახლი იდეები შემოდის რაც დღესდღეისობით ასე ძნელი მისაგნებია სხვასახვა საიტებზე მიმობნეულ "ლიტ მარგალიტებში".
5. მადლობა,პატარავ! ახლავე ჩავასწორებ. მადლობა,პატარავ! ახლავე ჩავასწორებ.
4. საოცარი მიგნებაა გარდა ღვთის ნებისა სურვილიც ჩანს, ისე ხომ მიმიხვდით რაც მინოდა მეთქვა? უბრალოდ რიტმა რომ არ შემეცვალა იმიტომ ვიფიქრე მე გამჩენოდა... გამეჩინა-გამჩენოდა. საოცარი მიგნებაა გარდა ღვთის ნებისა სურვილიც ჩანს, ისე ხომ მიმიხვდით რაც მინოდა მეთქვა? უბრალოდ რიტმა რომ არ შემეცვალა იმიტომ ვიფიქრე მე გამჩენოდა... გამეჩინა-გამჩენოდა.
3. პატარავ!
''მომცემოდა'' რომ გამოვიყენო,ხომ არ აჯობებს?ღვთის ნება ჩანს. პატარავ!
``მომცემოდა`` რომ გამოვიყენო,ხომ არ აჯობებს?ღვთის ნება ჩანს.
2. პირველ რიგში მოგესალმებით ქ-ნო ნინო. ძალიან კარგია, უფრო ლეგენდას გავს. ოღონდ სიტყვა გააცურა-ს ცუდი სათავე აქვს, კი, ნიშნავს მოატყუას, გააცუცურაკას მაგრამ უფრო ფრთიანი გამონათქვამია, ცუდი აქვს წინა სიტყვები და მიხარია კიდეც რომ ეს არ იცით, ანუ მთლიანოაში ეს გამოთქმა. და კიდევ - ნეტა მეათეც გამეჩინა ,<-- აი აქ, ისეთი შთაბეჭდილება რჩება,რომ უჩნდებოდა და არ გააჩინა... რომ ყოფილიყო -ნეტა მეათეც გამჩენოდა... <-- აი ასე, უფრო იმისი დანანება რომ უნდოდა მეტი-ც(არ ვიცი როგორ ვთქვა ქართულად რუსულად კარგად ითქმის, გრძნობა არასამყოფი, ასე დაახლოებით) და არა სინანულის, და დანაშაულისაც თითქოს. შემიყვარდა თქვენი გვერდი, ძალიან დახვეწილი და სულიერი... პირველ რიგში მოგესალმებით ქ-ნო ნინო. ძალიან კარგია, უფრო ლეგენდას გავს. ოღონდ სიტყვა გააცურა-ს ცუდი სათავე აქვს, კი, ნიშნავს მოატყუას, გააცუცურაკას მაგრამ უფრო ფრთიანი გამონათქვამია, ცუდი აქვს წინა სიტყვები და მიხარია კიდეც რომ ეს არ იცით, ანუ მთლიანოაში ეს გამოთქმა. და კიდევ - ნეტა მეათეც გამეჩინა ,<-- აი აქ, ისეთი შთაბეჭდილება რჩება,რომ უჩნდებოდა და არ გააჩინა... რომ ყოფილიყო -ნეტა მეათეც გამჩენოდა... <-- აი ასე, უფრო იმისი დანანება რომ უნდოდა მეტი-ც(არ ვიცი როგორ ვთქვა ქართულად რუსულად კარგად ითქმის, გრძნობა არასამყოფი, ასე დაახლოებით) და არა სინანულის, და დანაშაულისაც თითქოს. შემიყვარდა თქვენი გვერდი, ძალიან დახვეწილი და სულიერი...
1. ღმერთო, ჩემო, რა ლამაზი მიგნებაა. ღმერთო, ჩემო, რა ლამაზი მიგნებაა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|