ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
10 აპრილი, 2009


მამ...ი (წერილად)

                          "ალბათ პაპას თუ ემგავანებოდი,
                            მამი, სიბერეს, რომ მოსწრებოდი..."





უკვე რახანია, აღარ მოვიწერე,
ვცდილობ დაგიამო გულის მისადგომთან,
მამი, ეს აპრილი რომ ვერ მოვინელე,
ახლა ყველა ტკივილს ერთად გიამბობ და
ამ ჩემს უსიტყვობას დაღლას დავაბრალებ,
ხედავ? გაზაფხულმა ფრთები დამიკეცა,
ყველა მოგონებას სულით დავატარებ,
ჩუმი მონატრებით ცრემლიც დამიბერდა.
სიზმრებს ველოდები, ურჩი იმედებით,
მტკივა, უღმერთოდ რომ ძილიც დამიობლდა,
ერთდროს სიამაყეს ჩემსას იფერებდი,
ახლა ოცნებებიც თითქოს ჩამიობდა.
მამი შევიძულე შენით მე-აპრილი,
ისე უსისხლოა, ისე ცოდვიანი,
თურმე არ ყოფილა, ჩანდა მეამიტი,
როგორ მოგატყუა ციცქნამ გოლიათი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები