ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სასკია
ჟანრი: პოეზია
13 აპრილი, 2009


მეორე შვილი

მეორე შვილი გააჩინეო-
მეუბნებიან...
მეორე შვილი...
დედ-მამიშვილის გარეშეო ცოდოა დაჩი...
...მერე ჩემს ლექსებს შემცბართა და
უსუსურებს ვინ უპატრონებს?
ვინ მოუხარშავს თოვლის ფაფას
და ღიღილოებს ლურჯ პერანგზე
ღილებად ვინ ჩამოუკერებთ?
ვინ ასეირნებს შთაგონების ბილიკებზე
და სურნელოვან ცაცხვის ყვავილის
ვინ მოუდუღებს შუქისფერ ჩაის?
ვინ დააძინებს ღრუბლის ლეიბზე
და მერცხლებით მოჩითულ ჰაერს
საბნად ვინ წამოახურავს?
გამოღვიძებულთ,ყვავილის ცვრით
გაოფლილ პერანგს ვინ გამოუცვლის?
ვინ ჩააცმევს პეპელას ხალათს?
ან ჭია-ჭიამაიების დაკოპლილ კაბებს
ან სულაც ნატვრის ხის ფერებით
მორთულ სამოსელს?
...მეორე შვილი გააჩინეო
მეუბნებიან
...მეორე შვილი...
მრავალშვილიანს ლექსითა და
აღმაფრენებით.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები