“თუმც შვილივით ვზარდე სიტყვა, დედასავით დამიბერდა”. მაყვალა გონაშვილი
სიტყვა_ როგორც ბედისწერა, ცრემლი, გვემა, ჯავრი, სიტყვა გულის საღვთო ძგერა, სიტყვვა _ უფლის მსჯავრი. სიტყვა _ ყულფი, სიტყვა_ ღელვა, სიტყვა _ დედის ნანა, სიტყვა _ ელდა, სიტყვა_ ელვა, ჩვილის ანა-ბანა. სიტყვისათვის ცადყოფილნი, მოკლულ ფოთლებს ჰგავდნენ, სიტყვის სარმით დახოცილნი, სიტყვის მადლით აღდგნენ. სიტყვა _ ღმერთო გამაგონე, ერთადერთი სიტყვა, რაც არასდროს არვის მონებს, რაც არასდროს ითქვა. რაბი! ნუთუ შენც სიტყვა ხარ, სიტყვის მადლით მოდი, მიწისა ხარ, ზეცისა ხარ, საგოლგოთე ლოდი. სიტყვა _ მესმის საგალობლად, ტოტზე გოდებს მაფშალია, მზე ბანზე ზის საწყალობლად, უფლის წყარო დამშრალია. დავდივარ და ცრემლით ვმღერი, ვლოცულობ და გაბმით ვტირი, დაიღალა სიტყვით ერი, სიტყვის საბნის ბურავს ძილი. ურწმუნოთა რწმენა, შიშით, სიტყვა იქცა ბედის ნიშნად, სიტყვით ვევნეთ, სიტყვით ვიშვით, სიტყვა რინგზე რბევით მცდიდა. სიტყვავ, ისევ შენ თუ გენდე, როგორც დედის ნანას თბილის, საწამებლად მექცა დღემდე. რომ უძღები მერქვა შვილი. მეც სიტყვა ვარ, დიდ დაფაზე, როგორ მშლიდნენ ხელაღებით, და მაღვრიდნენ ბალღამს ტანზე, სიტყვის მღვრიე ხელადებით, ხან მონებად ვყრივართ გზაზე, ხან ეშმას გზით ვბელადდებით, მაინც სიტყვის სიმს ვეკიდეთ, იმედით თუ ცრემლდარდებით. ვდგავარ შენ წინ, არცა მიწის, არც ზეცის მსურს სამოსახლო, მკვდრეთით აღმდგარ მაცხოვრის თბილ ბაგით თქმულო სიტყვის მადლო!...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. ერთი ამოსუნთქვით იკითხება............დიდებულია! ერთი ამოსუნთქვით იკითხება............დიდებულია!
22. მეც სიტყვა ვარ,დიდ დაფაზე, როგორ მშლიდნენ ხელაღებით...ყოჩაღ დავით! წარმატებებს და ვაჟკაცის გამოჯანმრთელებას გისურვებ. მეც სიტყვა ვარ,დიდ დაფაზე, როგორ მშლიდნენ ხელაღებით...ყოჩაღ დავით! წარმატებებს და ვაჟკაცის გამოჯანმრთელებას გისურვებ.
21. რაბი! ნუთუ შენც სიტყვა ხარ, სიტყვის მადლით მოდი, მიწისა ხარ, ზეცისა ხარ, საგოლგოთე ლოდი. სიტყვა _ მესმის საგალობლად, ტოტზე გოდებს მაფშალია, მზე ბანზე ზის საწყალობლად, უფლის წყარო დამშრალია. დავდივარ და ცრემლით ვმღერი, ვლოცულობ და გაბმით ვტირი, დაიღალა სიტყვით ერი, სიტყვის საბნის ბურავს ძილი.
რაბი! ნუთუ შენც სიტყვა ხარ, სიტყვის მადლით მოდი, მიწისა ხარ, ზეცისა ხარ, საგოლგოთე ლოდი. სიტყვა _ მესმის საგალობლად, ტოტზე გოდებს მაფშალია, მზე ბანზე ზის საწყალობლად, უფლის წყარო დამშრალია. დავდივარ და ცრემლით ვმღერი, ვლოცულობ და გაბმით ვტირი, დაიღალა სიტყვით ერი, სიტყვის საბნის ბურავს ძილი.
20. ოსტატური!555 ოსტატური!555
19. მოგიკითხე პოეტო :) მოგიკითხე პოეტო :)
18. განცდა... ფიქრი... სიტყვის მადლი... აქ საოცრად ლამაზია...:) განცდა... ფიქრი... სიტყვის მადლი... აქ საოცრად ლამაზია...:)
17. აზრიანი და პოეტური. აზრიანი და პოეტური.
16. შესანიშნავი :) შესანიშნავი :)
15. ლამაზია! და იცი რომელი ლექსი გამახსენდა? "მუსიკა - არსი, მუსიკა - ფარსი... "
მხოლოდ გამახსენდა, თუმცა საერთოდ არ ჰგავს! ისიც ძალიან მიყვარს და ესეც ძალიან მომეწონა! 5 ლამაზია! და იცი რომელი ლექსი გამახსენდა? "მუსიკა - არსი, მუსიკა - ფარსი... "
მხოლოდ გამახსენდა, თუმცა საერთოდ არ ჰგავს! ისიც ძალიან მიყვარს და ესეც ძალიან მომეწონა! 5
14. გაგიმარჯოს, დავით, ძმაო! გუშინ მაგარი გამოსვლა გქონდა! ჩვენთან არს ღმერთი! გაგიმარჯოს, დავით, ძმაო! გუშინ მაგარი გამოსვლა გქონდა! ჩვენთან არს ღმერთი!
13. სიტყვა _ მესმის საგალობლად, ტოტზე გოდებს მაფშალია, მზე ბანზე ზის საწყალობლად, უფლის წყარო დამშრალია. ძალიან...:)მომწონს და სხვანაირად არ ძალმიძს...:) სიტყვა _ მესმის საგალობლად, ტოტზე გოდებს მაფშალია, მზე ბანზე ზის საწყალობლად, უფლის წყარო დამშრალია. ძალიან...:)მომწონს და სხვანაირად არ ძალმიძს...:)
12. მკვდრეთით აღმდგარ მაცხოვრის თბილ ბაგით თქმულო სიტყვის მადლო!... -თქვენ ძერწავთ სიტყვას...5 მკვდრეთით აღმდგარ მაცხოვრის თბილ ბაგით თქმულო სიტყვის მადლო!... -თქვენ ძერწავთ სიტყვას...5
11. არაჩვეულებრივია :) არაჩვეულებრივია :)
10. შესანიშნავია. გაიხარეთ1 შესანიშნავია. გაიხარეთ1
9. პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთის! სიტყვა დაგელოცოს ოსტატო! გილოცავ ქართული სიტყვის დღეს! პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთის! სიტყვა დაგელოცოს ოსტატო! გილოცავ ქართული სიტყვის დღეს!
8. ჩემი მოლოცვაც აქ და ლექსი პოეტის დაწერილი.. ჩემი მოლოცვაც აქ და ლექსი პოეტის დაწერილი..
7. გაიხარეთ, ბატონო დავით! მეც გილოცავთ ყველას! გაიხარეთ, ბატონო დავით! მეც გილოცავთ ყველას!
6. ყოჩაღ გილოცავთ ქართული დღეს!!! მშვენიერია!!! ყოჩაღ გილოცავთ ქართული დღეს!!! მშვენიერია!!!
5. სიტყვა _ ყულფი, სიტყვა_ ღელვა, სიტყვა _ დედის ნანა...
კი,ბევრს ავიწყდება სამწუხაროდ.... სიტყვა ფიზიკური ძალა და იარაღია....სიფრთხილე უნდა... და მადლი... სიტყვა _ ყულფი, სიტყვა_ ღელვა, სიტყვა _ დედის ნანა...
კი,ბევრს ავიწყდება სამწუხაროდ.... სიტყვა ფიზიკური ძალა და იარაღია....სიფრთხილე უნდა... და მადლი...
3. თვენც გილოცავთ, 555555555 თვენც გილოცავთ, 555555555
2. გაიხარე, ჩემო დავით ბატონო! გილოცავთ ყველას! ,,გავალებთ სიტყვა, რომ ტკივილი ჯვარივით ზიდოთ...’’ :) გაიხარე, ჩემო დავით ბატონო! გილოცავთ ყველას! ,,გავალებთ სიტყვა, რომ ტკივილი ჯვარივით ზიდოთ...’’ :)
1. დღეს ქართული ენის დღეა! გილოცავთ დღევანდელ დღეს ჩემო უმრწემესო სიტყვის მსახურნო. დღეს ქართული ენის დღეა! გილოცავთ დღევანდელ დღეს ჩემო უმრწემესო სიტყვის მსახურნო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|