ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰარირამა
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2009


კუს ტბის ექსპრომტები

ეგებ მიკმარო

არა ვარ ერთის,
არ ვარ ორისა,
სამისაც არ ვარ
და არც ოთხისა.
არ ვარ ათასის,
არც მილიონის.
მე ყველასი ვარ...
და მხოლოდ შენი.
ცოტა ვარ ვიცი,
მაგრამ მაინც
მიკმარო ეგებ.


მიხარია..


ჰე, გაიხარეთ ,
აღსდგა ქრისტე.
მრავალჟამიერ ,
კვლავაც და ისევ.
თვალცრემლიანი,
გალობას ვისმენ,
".....სიკვდილისა,
სიკვვდილითა.
დამთრგუნველი,..."
უფალო  ღია,
მაქვს შენთვის გული.
დავანდი, გელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები