ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნისაბა
ჟანრი: პროზა
23 აპრილი, 2009


(ბოლო წერილი მას)

არ შეიძლება ასე მოქცევა,  ზოგჯერ მწარე სიმართლე, დროულად ნათქვამი შესანიშნავი წამალია, მაგრამ შენ არ გეყო ადამიანობა...
ბედნიერი ხარ?
დაე...
თუმცა ვოცნებობდი, ერთად ვყოფილიყავით ბედნიერები...
ასე სურდა განგებას...
მაგრამ განგება ჩვენივე თავიდან გამომდინარე გვაჯილდოვებს ან გვსჯის...
დღეს მე დავისაჯე...
ყველა ცოდვისთვის...
მონანიებულისთვის...
მოუნანიებელისთვის...
იქნებ ის ხარ, ვისაც თვალები უნდა აეხილა ჩემთვის...
იქნებ ეს დასასრული დასაწყისის დასაბამია...
იქნებ არც მყვარებიხარ არასდროს...
ვინ იცის...
ღმერთმა გაბედნიეროთ, ნებისმიერ შემთხვევაში, ამაზე უფროც რომ გეტკინა გული, ვერ გაგიმეტებდი ცუდისთვის...
მშვიდობით...
და მაინც...


IF I COULD TURN BACK THE HANDS OF TIME...


გაქრებოდა მატარებლის ბაქანი...
ბათუმისკენ მიმავალი ელმავალი...
თეთრპერანგა ბიჭი, რომელმაც ჩემი გული სამუდამოდ დაიპყრო...
იმ წუთს რომ მივუახლოვდებოდი, ჩემი ხელით დავითხრიდი თვალებს, შენ რომ არ დამენახე...
შენ, რომელმაც ამ ქვეყნად ჯერ დიდი სიხარული, შემდეგ კი ამ სიხარულზე ათასჯერ დიდი ტკივილი დამიტოვე...

ალბათ გიჟი ვარ, მაგრამ ყოველთვის, როცა თვალებში ჩაგხედავ, მაინც სითბოს, სიყვარულს, ალერსით სავსე მზერას ამოვიკითხავ მათში...
მე შენი მედლის მეორე მხარეს დავინახავ, მაგრამ ვერასოდეს აღვიქვამ...




სიტყვები, სიტყვები, სიტყვები....


საკმარისია!!!!!

მასზე ნუღარასოდეს დახარჯავ !!!!
შენ ძლიერი ხარ,რადგან ამაზე დიდი ტკივილისთვისაც გაგიძლია,ნათი!!!!!
ესეც გაივლის, განა არ გახსოვს?ესეც ხომ ჩვენ ვართ:
,,ვაშა, ჩვენ ვცოცხლობთ!!!
ფერფლიდან აღმსდგარი ფენიქსივით, ისევ ხელახლა დაიბადება სული ჩემი და სიცოცხლეც კვლავ გაგრძელდება, მხოლოდ სიკეთით, სიყვარულით და ერთგულებით!!!"
წრფელი სიკეთით, წრფელი სიყვარულით, წრფელი ერთგულებით...
***
მთელი ჩემი ცხოვრება ტკივილია,
სულ იქით ვისწრაფი, რომელ მხარესაც წასვლა კატეგორიულად აკრძალულია,
წინააღმდეგობაა მთელი ჩემი ცხოვრება და კიდევ, ოქროს თევზის, ნატვრისთვალის, ნატვრის ხის ძიება...
მათ ძებნაში ვერ ვამჩნევ, რა ლამაზია ყოველი ციმციმა ყვავილი,
კვირტებდაბერილი ხე გაზაფხულით,
ციცქნა ნაკადული, მქუხარე მდინარე თუ ათას მარგალიტად დაშლილი, მზეზე აციმციმებული ზღვა...
მიუწვდომელის ძებნისა და წვდომის წადილში იხარჯება მთელი მსოფლიოს საგანძურზე უფრო ძვირი, ერთი წამი სიცოცხლის...
დღეები კი მოკლდებიან...
ვერც საწადელს ვაღწევ...
და როცა ღმერთი გზას მიჩვენებს, მანიჭებს მადლს, დავინახო, რომ არ ღირს იმისკენ სწრაფვა, რასაც არ უნდა ჩაწვდე, რაც შენ არ გეკუთვნის, რაც არ უნდა იპოვო, რათა არ გააუფასურო, მაშინ მავიწყდება ღმერთიც და ხატიც...

არადა მშვენიერია ამქვეყნად გატარებული თითოეული წამი,
ტკივილს თავის არომატი აქვს, ბედნიერებას - თავისი
ეს კი არადა, რომ იცოდე, ტკივილს უფრო მძაფრი, მომაჯადოებელი, საოცარი სურნელი ასდის, სურნელი, რომელიც ბედნიერების პიკანტური სანელებელია...

ჰოდა, დატკბი შენი ტკივილიან-სიხარულიანი ცხოვრებით, ნუ იქნები უმადური, საყვედური არ გაუბედო უზენაესს...
ჩვენ ხომ ვიცით, ყველაფერი ცუდი, რაც ცხოვრებაში ხდება, ისევ და ისევ უკეთესისკენ მიგვიძღვის, ცხოვრების სილამაზის უკეთესად აღქმისთვის გვამზადებს...

პ.ს. საკუთარ მეს


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები