ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარგარიტა
ჟანრი: პროზა
24 აპრილი, 2009


ძველი ღია ბარათები (მარგარიტას ალბომიდან...)

ჩემს აივანზე ვიდექი და ქუჩას დავცქეროდი. 
შორიდანვე დაგინახე...... 
მწვანე დიდფარფლებიანი სამზეოთი და  ღია-ღია სალათისფერი კაბით....
ტროტუარს მსუბუქად მოუყვებოდი...
წამწამთა ჩრდილში ორი უძირო მწვანე ტბა ისვენებდა..... 

უცებ ვიოლინოს ხმა გავიგონე...
იასამნისფრად მღეროდა და ვიგრძენი...
აშკარად ვიგრძენი...როგორ მიხმობდა... დიახ, არ შემშლია...
მე მიხმობდა.... მხოლოდ მე.....

ჩემი აივნის ქვეშ რომ შეჩერდი, შევკრთი და ინსტიქტურად  ფარდებს ამოვეფარე...
ნუთუ შენ ჩემი ძახილი გაიგონე?!.... არა, არა! ეს შეუძლებელია...
უბრალოდ ნაცნობი შენიშნე და ამიტომ შეყოვნდი....

მელოდია უეცრად შეწყდა.... გული გაჩერდა.
იასამნისფერი  ჩემი მზე,  თითქოს გამინაწყენდაო: ჯერ გაწითლდა... მერე გაყვითლდა და... ბოლოს სულმთლად გაუფერულდა...
ჰაერში უცნაური აბლაბუდები აიბლანდნენ... ქუჩა დაფერდდა და .... 

ფარდას ვერ ვცილდები... ვერ ვბედავ აივანზე გამოსვლას..ვაი თუ... არა, ისევ იქ დგახარ...
მერე ნელი ნაბუჯით წახვედი, ისე მძიმედ მცილდებოდი...
დავუკრა? არა! ვეღარ გავბედავ... რომ ვერ შეგაჩერო?... დე, იყოს ლამაზი ილუზია...
იყოს ჩემი ჩვენება მხოლოდ, თითქოს იასამნისფერი მზე დაგვნათოდა.... და მერე უშენობით უნდობრად გაწითლებული... გაუფერულდა....

აქ ღია ბარათებიანი გვერდები უცებ წყდება.... (ამონახევი ფურცლები ჩანს მხოლოდ)
............და ჩნდება: .......................
გაყვითლებულ სიფრიფანა ფურცელზე მჭვირვალე კალკის ქაღალდი დაუკრავთ ცალი კუთხით, ალბათ, ნახატის დასაცავად...
გადასწევ და შენს თვალ წინ წარმოდგება უმშვენიერესი ვარდი, დიდი  მ წ ვ ა ნ ე  ვ ა რ დ ი......
მწვანე მელნით შესრულებული....
და იქვე  ირიბი ხელით მიწერილი ორი პატარა ექსპრომტი: (ხელზე ეტყობა, რომ ერთისაა.. ალბათ, მარგარიტასი)             

                                          (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები