ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნატვრის ხე
ჟანრი: იუმორისტული
30 აპრილი, 2009


დიდების ზღაპარი (ფასიანი პოლიტიკური რეკლამა) :)


ტყეში ჭორი გავრცელდა,
პარლამენტში გვთხოვენო,
თურმე უმრავლესობით
ცხოველები მოვლენო.

ვარაუდით სპიკერმა,
თითი ტყისკენ წაიღო,
ეს ახალი ამბავი
ტყეში ყველამ გაიგო.

მოიწვიეს სხდომა და
თათბირობენ მშვიდად.
ათასი სისულელე
და სიმართლე ითქვა.

ერთპარტიად რა გვინდა,
განა ცოტა კარგი გვყავს!
რა ჯობია თუ მიშა
ორ მიკროფონს ჩაგვირთავს?!

არჩევან-არადანი
არ მგონია დაგვჭირდეს,
ძალებს გავანაწილებთ,
მგელი ტურას არიგებს.

ლომმა, მეფე მე ვარ და
მე ვუძღვები სხდომას,
პარლამენტშიც ალბათ
ერთი გუნდით მოვალთ!

მომისმინეთ, ჩემს გუნდს
ასე დავაკომპლექტებ,
ვის რა ნომრად წარგადგენთ,
მერე დავაკონკრეტებ.

ტურა, მგელი , აფთარი,
სპილო, ვეფხვი, ტახი,
მელა-ინტრიგებისთვის,
და ბურდღუნა დათვიც.

პარტიაში შემყავხართ
ლოზუნგს გეტყვით ასეთს.
"უსიტყვობა რად ვარგა?!
სიტყვაც შვენის საქმეს".

საქმეს გავინაწილებთ,
ვმორიგეობთ ცხრილით,
საღამოს ვინ იშრომებს,
გაირკვევა დილით.

გავიყოფით შუაზე,
საკენჭისყრო ბუნაგში.
საქმეს ის გააკეთებს
ვინც წააგებს ბურაში.

აბა მეტი რა გითხრათ?!
თავანს ყველა აბარებს.
წაგებული პრობლემურ
საკითხებს მოაგვარებს.

გადახედა ცხოველებს,
ზოგს ნოკია ეჭირა,
ზოგს კი იქვე ბუჩქებში,
უშფოთველად ეძინა.

ტაშს უკრავდნენ;კურდღელი,
ციყვი, მაჩვი, კვერნა.
პარლამენტში ასეთი,
ახლაც კი გვყავს ყველა.

მუშტი-კრივიც მათსავით,
სწორედ ამათ იციან,
ჩვენ მოგვშორდნენ ნეტავ და
ჩვენს ხმას მივცემთ ციმციმ მათ.

შეიფერა ლომმა.
დაამთავრა სიტყვა,
'ტ' ასო შემოხაზეთ.
ვინც უბნებზე მიხვალთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს