წიგნიდან ,, უხმოდ ნატირლები ’’
ძმათა ჯეელთა მონატრებისა
მიჭირს ძმებო მე უთქვენოდ, თუმც თქვენთან ვარ აქაც, იქაც... ისევ თეთრად გავათენეთ სამმა ძმამ და სამმა ჭიქამ...
სავსე ჩემი ვაზის ცრემლით წინ შროშული გვედგა დოქი, თქვენზე ჯავრით ღამისმთევლის მწე და გულის მოსაოხი...
თუმც რა დიდი ნუგეშია ჯავრთან შებმა ოდენ თრობით, როცა ცრემლის გუბეშია გული - მოქვითინე წლობით...
თქვენს საფლავთ რომ დავემხობი და სიმწრისგან მიწას ვბღუჯავ, სიკვდილისგან უარყოფილს აქ ყოფნაც, ვგრძნობ, მიმდის ფუჭად...
და როცა სულს, კბილით სათრევს, უღონობა უღვთოდ დაღლის, თქვენც ხომ უსმენთ ღამენათევ გულის უხმო ამოძახილს?!.
თქვენგან კი რად არა მესმის, თქვენ როგორ ძლებთ დღემდის უბრად?.. მოლოდინმა უარესის დღეც უფრორე მომიქუფრა...
ძმებო, იქნებ დამივიწყეთ?.. იქნებ გძლიათ ჯავრმა ბედის?.. იქნებ გულს უჩივით ფიცხელს?.. ანუ - ხომ არ დამიბერდით?!.
ან მეც ბევრი მმართებს ნეტავ - უთქვენობა ვიმარხულო?!. ისე მინდა ახლა თქვენთან - ვინძლო, მალე გინახულოთ...
ღამეული ვედრება
,, ხანდახან ძალიან მიჭირს... ’’ ღვიღვა
...ნაკლებ არც მე მიჭირს ახლა... ღამეც ისე ნელა დნება... - ახლა ერთი შენი ნახვა სიკვდილივით მენატრება!..
ქარმა ფიფქი გადმოხვეტა... ვზი - ცრემლსა ვხვრეპ, არაყნარევს... - ღმერთო!.. შენც ვერ გადმოხედავ მშვიდად დღეს ამ ნაბაღნარევს!..
თუ სიზმრად ვარ - გამაღვიძე, მიხსენ, ღმერთო, ამ ძილიდან!.. და თუნდ შავეთს გადამხიზნე ამ წყვდიადის გზაწვრილიდან!..
ოღონდ გასცდეს ამ სანახებს ეს სულიც და ეს სხეულიც და თუნდ ღამის ქარებს გაჰყვეს ქვის ყრუ ყორეს შემსხვრეული!..
მერე - ვისიც მენატრება, მისმა ცრემლმაც დამასველოს... ჯერ კი - ისე ნელა დნება გულიც - ვეჭვ რომ დამასვენოს!..
გასცდეს ღამის დახშულ ტატნობს - ლამობს მზერაც დაბინდული... სულიც თავდაღწევას ნატრობს ამ წყვდიადის ცხრაკლიტულით...
- რადგან ჯავრით გაგლეჯილი ძველ ბუნაგში ვერ ჩერდება... - რით სჯობს სიკვდილს ასე ძილი, ან წყლის ნაყვას - ეს ვედრება?!.
მაინც გვედრის - ამ მოლოდინს საშველს ნუღარ დააყვედრებ... - ვინძლო, განვლოს გზა ბოლომდის, სად სინათლეს დაახვედრებ!..
... ... ...
სარკმლით კვლავ ბნელს გავცქერ ახლა... ღამეც ისე ნელა დნება... და კვლავ შენი ერთი ნახვა სიკვდილივით მენატრება...
აუღებელი ციხისა
გივი ჭიჭინაძეს
,, - ახლა ხომ ხვდები, ვინ ვარ?!. ცოდვებს აწ უკვე გიმხელ... ’’ - ეს გულს აღმოხდა გმინვა... - შიგნიდან ტყდება ციხე...
ბოლოლა სხივსღა უქნევს მზე მზისკენ მზირალ ჩინარს... - ვხედავ, იშლება უკვე სულის მიწური ბინაც...
და ყველა მარცხს და ტკივილს ღვთის სასჯელივით ვიღებ... მკერდს კი ხმა მიპობს გმინვის - შიგნიდან ტყდება ციხე...
ო, ასე იყო მუდამ... ანუ - ახლაც და წინაც... - ეს რკინით სავსე გუდაც... - ეს დევის სამყო რკინაც...
თუმც ვერ მაკრთობდა ყინვაც - აწ ძონძთ ამაოდ ვიხვევ... გულიც უმატებს გმინვას... - შიგნიდან ტყდება ციხე...
გონის რას ვაქნევ ქონას, თუ გული წონის პინას და იმის ხდება მონა, ხელმწიფედ ნატრობს ვინაც?!
ნუთუ - ამისთვის, ამად... სულ-ხორცს ტკივილი მიხევს.. - მადლიც მომეზღო შხამად... - შიგნიდან ტყდება ციხე...
გულს ხომ არასდროს არვინ არ აძალებდა არას!.. მაინც - გონისგან მალვით გული ფიქრობდა მარად...
გულმა და მხოლოდ გულმა განბჭო, გაზომა, გაჭრა... მის ალღოსა და გუმანს და სისხლს - მოდუღარს მაჭრად
კარგად იყო თუ ავად მინდობილ იყო დღემდის და მინდობილა კვლავაც ჩემი გზაცა და ბედიც...
და რამაც მიფშვნა ბევრჯერ ძვლებიც - მაჯის თუ ქალის, კვლავ მას - ვით ხიფათს - ვეძებ - გულს სანატრელი ქალის...
და ვერც დღეს ვატყობ სურვილს, დრო-ჟამს გულმშვიდად მიჰყვეს... - კვლავ ისე ბორგავს გული... - შიგნიდან ტყდება ციხე...
და ვერც დღეიდან გაძლებს უძმოდ, უღვინოდ, უღვთოდ... სულსაც - აგდებულს ბანზე - კვლავ ცით უწვიმს და უთოვს...
უფალო!.. - შენც კვლავ შორს ხარ... გეზს კვლავ უვალზე ვიღებ... - გულს დავიურვებ როსღა, - ამ აუღებელ ციხეს?!.
მრავალ გიორგობას დაგასწროთ ღმერთმა! 363 წმინდა გიორგის მადლმა გააძლიეროს და გააერთიანოს საქართველო! ამინ !
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. გაიხარეთ :) 5 გაიხარეთ :) 5
14. ისევ თეთრად გავათენეთ სამმა ძმამ და სამმა ჭიქამ...
სავსე ჩემი ვაზის ცრემლით წინ შროშული გვედგა დოქი, თქვენზე ჯავრით ღამისმთევლის მწე და გულის მოსაოხი...
ამ ადამიანის ლექსები შემიყვარდა! ბრავო, იმედა... 5 ისევ თეთრად გავათენეთ სამმა ძმამ და სამმა ჭიქამ...
სავსე ჩემი ვაზის ცრემლით წინ შროშული გვედგა დოქი, თქვენზე ჯავრით ღამისმთევლის მწე და გულის მოსაოხი...
ამ ადამიანის ლექსები შემიყვარდა! ბრავო, იმედა... 5
13. როგორც ყოველთვის საუკეთესოა თქვენი ლექსები ბატონო იმო!!! :) :) :) როგორც ყოველთვის საუკეთესოა თქვენი ლექსები ბატონო იმო!!! :) :) :)
12. ნაღდი ლექსები! მრავალ გიორგობას ჩემო იმედო! ნაღდი ლექსები! მრავალ გიორგობას ჩემო იმედო!
11. იმო, გიორგობას გილოცავ, კარგი ადამიანი ხარ და შენი სიწრფელე და შენი შემართება ნეტა ბევრ გვქონდეს, მაშინ უფრო მალე წავიდოდა საქმეები წინ :)
ბევრ ენერგიას გისურვებ ამ გიორგობის დღეს, , შთაგონებას, რომ ბევრი საინტერესო და ლამაზი ლექსები წერო და გამარჯვებას, ჩემო ბატონო :)
წინ :)
დიდი პატივისცემით, მაჰათმა განდი. არწივი.
იმო, გიორგობას გილოცავ, კარგი ადამიანი ხარ და შენი სიწრფელე და შენი შემართება ნეტა ბევრ გვქონდეს, მაშინ უფრო მალე წავიდოდა საქმეები წინ :)
ბევრ ენერგიას გისურვებ ამ გიორგობის დღეს, , შთაგონებას, რომ ბევრი საინტერესო და ლამაზი ლექსები წერო და გამარჯვებას, ჩემო ბატონო :)
წინ :)
დიდი პატივისცემით, მაჰათმა განდი. არწივი.
10. არაჩვეულებრივია ბატონო იმო არაჩვეულებრივია ბატონო იმო
9. წინ 21-ე!!!:) წინ 21-ე!!!:)
8. - ახლა ერთი შენი ნახვა სიკვდილივით მენატრება!... 5555555555 უფალმა ყველა ლამაზი სურვილი აგიხდინოთ - ახლა ერთი შენი ნახვა სიკვდილივით მენატრება!... 5555555555 უფალმა ყველა ლამაზი სურვილი აგიხდინოთ
7. გაიხარეთ! მეც გილოცავთ გიორგობას! მისი მადლი გფარავდეთ თქვენ და მთელ საქართველოს! გაიხარეთ! მეც გილოცავთ გიორგობას! მისი მადლი გფარავდეთ თქვენ და მთელ საქართველოს!
6. შემოგევლეე ჯიგრიანოოო!!! ღმერთმა მოგცეს მხნეობა და სიმრთელე!!! წმ.გიორგი იყოს მრავალჟამიერ შენი და შენი ოჯახის მფარველი!!!! შემოგევლეე ჯიგრიანოოო!!! ღმერთმა მოგცეს მხნეობა და სიმრთელე!!! წმ.გიორგი იყოს მრავალჟამიერ შენი და შენი ოჯახის მფარველი!!!!
5. გიორგობას გილოცავთ! გიორგობას გილოცავთ!
4. ძმებო, იქნებ დამივიწყეთ?.. იქნებ გძლიათ ჯავრმა ბედის?.. იქნებ გულს უჩივით ფიცხელს?.. ანუ - ხომ არ დამიბერდით?!.
...ნაკლებ არც მე მიჭირს ახლა... ღამეც ისე ნელა დნება... - ახლა ერთი შენი ნახვა სიკვდილივით მენატრება!..
ძალიან მომეწონა ლექსები... გიორგობას გილოცავთ და მოგიკითხეთ... ძმებო, იქნებ დამივიწყეთ?.. იქნებ გძლიათ ჯავრმა ბედის?.. იქნებ გულს უჩივით ფიცხელს?.. ანუ - ხომ არ დამიბერდით?!.
...ნაკლებ არც მე მიჭირს ახლა... ღამეც ისე ნელა დნება... - ახლა ერთი შენი ნახვა სიკვდილივით მენატრება!..
ძალიან მომეწონა ლექსები... გიორგობას გილოცავთ და მოგიკითხეთ...
2. გაიხარე, ჩემო ჯიმაგე! გიორგობას გილოცავ! წმინდანის მადლი ფარავდეს შენ ჯალაბსა და ჩვენ ტანჯულ ქვეყანას! გაიხარე, ჩემო ჯიმაგე! გიორგობას გილოცავ! წმინდანის მადლი ფარავდეს შენ ჯალაბსა და ჩვენ ტანჯულ ქვეყანას!
1. გაიხარეთ, უმაგრესია:) გაიხარეთ, უმაგრესია:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|