ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ემმა
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2009


გავისაუბროთ

გავისაუბროთ,
ჩემი დილა, ყავით იწყება,
მაშინ როცა შენ, მორიგ ქალთან ვნებიან ღამეს
სიგარით აცხრობ,
როცა მემაწვნე მაწვნის ქილებს კარებთან აწყობს
და ფხვიერ კადრებს ფინჯანში ვაწობ.

ოთახი მშვიდი,
კიდევ მეტი სიცარიელით,
რბილ საზურგეზე გადახრილი სიმარტოვე და
თითების მწყობრი კომბინაციით,
ტუჩის ნაპრალთან ,
ჩაფერფლილი განცდა ღერებით.
ნერვებს ვერევი...

მე და შენ, ერთდროს ვტოვებთ ეზოს
და ყოველ მორიგ შეხვედრისას ისე მიღიმი,
როგორც უნაკლოს,.
ჩემზე მიწიერს გავიწყდება რომ ამ სხეულში
ქალი ბობოქრობს.
ვინ იცის, შენზე უფრო ცოდვილი.

გავისაუბროთ
თუნდ სხეულით, მინდა გიამბო,
სულყველა ლტოლვა შენს მიმართ და ყველა სიგიჟე,
ფანტაზიებით შებყრობილი ურცხვი სიბილწე,
აღვირახსნილი დემონივით
ჩემში რომ ცოცხლობს.
მსურს 
საძირკვლამდე დავანგრიო წარმოდგენები
პატიოსნების
და მაგ თვალერბში ჩაგისახლდე ამორძალივით.
სიძულვილამდე, თუნდაც მხოლოდ ამ ერთი ღამით
სურვილდაღლილი.

შენ როცა მორიგ მღვრიე დილას
ვნებისგან აცხრობ,
მე სიმარტოვეს ვფერფლავ ღერობით.
გავისაუბროთ...
ფხვიერ კადრებს ვაწობ ფინჯანში
დღესხვალეობით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები