ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არგონავტი
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2009


ქვიშის საათი

სიკვდილის სურნელს გზას ულოცავს ქვიშის საათი,
წამები წუთებს ხელკავებით მიაცილებენ,
წარსულის ცეცხლში იფერფლება ყველა ადათი,
მოგონებები ქედს უდრეკენ წყეულ ცვლილებებს.


მეორე შანსს - ვგრძნობ, აღარ მოგვცემს ქვიშის საათი,
დროის ათვლა ხომ, დიდი ხნის წინ, ჩვენთვის დაიწყო,
სისხლით გასვრილი მეგებება გულქვა ჯალათი,
ცივად შევხედავ, ჯიბეებში ხელებს ჩავიწყობ.


კარგად ნაცნობი, მაგრამ ძალზედ ცუდად ახსნილი -
მე არ ვაპირებ გაგიმხილოთ გულის ნადები!..
ნეტარ მალამოდ წაეცხება კისერს მახვილი,
ჯოჯოხეთიდან სამოთხეში გადავბარგდები...


დრო კი არ იცდის, იცლებიან ქვიშის მარცვლები,
მე გადავწყვიტე! რჩევებისთვის ნუ გაირჯებით!..
გნებავთ, საჯაროდ გამოფინეთ თქვენი საცვლები,
მე კი სიცოცხლეს ღირსეული გავემიჯნები!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები