 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 9 მაისი, 2009 |
''სხვა ტფილისი ისევ ის ქალაქია, უსარგებლო გონებისა და გულისათვის.. ...ტფილისი გატენილია ამბებით... ...ისევ იმ ჭორებით და დაძგერებაებით'' /ნ.ბარათაშვილის პირადი წერილებიდან/
სხვაფრივ?! ეს ტფილისი ისევ ისეთია, ვერსად გაგიძღვება, ვერსად გაუძღვები... კვლავაც კმაყოფილი კვლავაც დაყოფილი, კვლავაც დაცოფილი, კვლავ ჭირით, კვლავ ჭერით, კვლავ ჭორით უძღები.
იციან ყველასი ცხადი და სიზმარი, გარე და შიგთავსი, იციან ყველასი ფასი და ხელფასი, ანფასი,პროფილი... კაცს გვერდით მიჰყვები? - საყვარელს იტყვიან. ეგ არაფერია! დღეს ,აბა, ვინაა მაგ მოძველებული სიტყვით დათოფილი.
მარტო მიმავალმა მზერა მოატარე? - ვიცით,რას დაეძებ. თუ დგახარ დაქალთან ჩუმად მუსაიფობ , თან ხელით ეხები, ეკვრი, იკოცნები... - რად უნდა ლესბოსელს დიდი ამოცნობა!
თუკი რამდენიმე გახლავს მეგობარი, ხუთია ,ექვსია, ქალია,კაცია, ჩვენია ,უცხოა... ვრცელია ეგ სია, მთავარი ისაა, ერთად დაგინახეს, - ეს გრუპენ-სექსია.
ბავშვებს გაუწოდე ფილა- შოკოლადი, იქნებ მარმელადი? - -გჭირს პედოფილია, ყველასთვის ცხადია, როგორ დამალავდი!
შემოგხვდა ყმაწვილი. თბილად გაუღიმე. - ჭორს ვინ გამყოფინებს? იტყვიან: უფალო, გაუქრე სინსილა ამ იუნგოფილებს!
თუ დილაადრიან ძაღლს დაასეირნებ, თანაც მოეფერე? - არ უნდა ბაასი, და ფილოსოფია, შენ ხარ ზოოფილი.
მოხუცს ეგებები? - იტყვიან ფლიდები, რაღაც,ამ ბოლო დროს გერონტოფილდები.
ღმერთმა დაგიფაროს, ზედიზედ გამოჩნდე ახალ მიწაყრილთან, იქ, სასაფლაოზე! გინდ სანთელს ანთებდე, აწყობდე მიხაკებს, ანუ ყარამფილებს ვინმე დაგინახავს, არც კი დაფიქრდება, გაგანეკროფილებს.
ვაი,მას,ვინც გარეთ სულაც არ გამოდის, ფანჯრიდან ხედავენ, ხალათი აცვია. კარს უცნობს არ უღებს, არავის აწუხებს, იტყვიან: რა შველის?! რა და ვიბრაცია.
ასფალტმა დაფარა ძველი ფილაქანი. ეს არის ტფილისი, გულხელდაკრეფილი. ეს არის ტფილისი, ქალაქი ყოფილი. ქალაქი ყოფილი ისევ ისეთია. ჭორ-მართალს დაეძებს, მერე ისე არევს.. გულზე დაგიტოვებს მწარე ნაიარევს...
ჰოდა,რას დაეძებ, როგორც გეამება, ისე იყავი და ისე გაიარე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. ძალიან კარგი .....
555 ძალიან კარგი .....
555
11. მე მომეწონა +2 მე მომეწონა +2
10. ზუსტად გამოიცანი ,პატარავ! ეს ჩანაწერის ფრაგმენტი იყო ჩემი დღიურიდან და ლიტ.გე-ს თემაში ''ეროტიკა'' დავდე დროებით.შემთხვევით წაიკითხა ჩემმა მეგობარმა დათო ჩიხლაძემ და კარგი ლექსიაო,მიაწერა.ამის მერე წაშლა დამენანა. მთელი დღე ვიწვალე, კომპოზიცია შედარებით ავაწყვე ,ბოლო ნაწილი უფრო კარგად დავამუშავე,დასაწყისი მისახედია,მოუხეშავი გამოვიდა, ''ეს ფილა-ფილიები'' მგონი მოსახსნელია,შესაბამისად,სათაური დიდად არ მომწონს.ზომაც შესამცირებელია.თანაც მეტისმეტად ღია ტექსტია . მოკლედ ,ნორმალურ ლექსად რომ იქცეს,სულ ცოტა,ერთი კვირის სამუშაო კიდეა დარჩენილი და დარწმუნებულიც არა ვარ,საბოლოოდ რა სახეს მიიღებს. იქნებ მაისის ბოლოს მივხედო.
ზუსტად გამოიცანი ,პატარავ! ეს ჩანაწერის ფრაგმენტი იყო ჩემი დღიურიდან და ლიტ.გე-ს თემაში ``ეროტიკა`` დავდე დროებით.შემთხვევით წაიკითხა ჩემმა მეგობარმა დათო ჩიხლაძემ და კარგი ლექსიაო,მიაწერა.ამის მერე წაშლა დამენანა. მთელი დღე ვიწვალე, კომპოზიცია შედარებით ავაწყვე ,ბოლო ნაწილი უფრო კარგად დავამუშავე,დასაწყისი მისახედია,მოუხეშავი გამოვიდა, ``ეს ფილა-ფილიები`` მგონი მოსახსნელია,შესაბამისად,სათაური დიდად არ მომწონს.ზომაც შესამცირებელია.თანაც მეტისმეტად ღია ტექსტია . მოკლედ ,ნორმალურ ლექსად რომ იქცეს,სულ ცოტა,ერთი კვირის სამუშაო კიდეა დარჩენილი და დარწმუნებულიც არა ვარ,საბოლოოდ რა სახეს მიიღებს. იქნებ მაისის ბოლოს მივხედო.
9. რაღაც უცნაური ლექსია ქ-ნო ნინო თითქოს ორი ლექსია გადაწყობილი ერთად... რაღაც უცნაური ლექსია ქ-ნო ნინო თითქოს ორი ლექსია გადაწყობილი ერთად...
8. არ მიზიდავს გაკეთებული ლექსები : ) არ მიზიდავს გაკეთებული ლექსები : )
7. ღმერთმა დაგიფაროს, ზედიზედ გამოჩნდე ახალ მიწაყრილთან, იქ, სასაფლაოზე! ძალიან მომეწონა :))) ღმერთმა დაგიფაროს, ზედიზედ გამოჩნდე ახალ მიწაყრილთან, იქ, სასაფლაოზე! ძალიან მომეწონა :)))
6. მდააა...მომეწონააა ;) :-* მდააა...მომეწონააა ;) :-*
5. ცხრათვალა.
+1
გასამინუსებლად არ მემეტება
კაი ლექსია მართლაც ცხრათვალა.
+1
გასამინუსებლად არ მემეტება
კაი ლექსია მართლაც
4. ნამდვილად ორიგინალური ლექსია... 5 ნამდვილად ორიგინალური ლექსია... 5
3. ძალიან საინტერესო ლექსია... მომეწონა ძალიან საინტერესო ლექსია... მომეწონა
2. გონებამახვილური და რთული ტერმინოლოგიის ზედმიწევნით მცოდნის მიერ დაწერილი სარკაზმის ნიმუშია. მართლა ასე გვერხევა, დავიჯერო?! წასულა მაშინ ჩვენი საქმე და ვერ გაგვიგია... რა თავში ვიხლით მაშინ ან ლექსებს, ან ყველაფერ იმას, რისთვისაც აგერ გიორგობასაც კი სისხლი დაიღვარა?!.
იქნებ 5-სთვის ყველანი ილიას და აკაკის ბირჟაზე შევკრებილიყავით?!. რას იტყვით ურაკელებო - დღეს მაინც არ დავაბირჟაოთ კოლექტიურად რუსთაველზე?!. გონებამახვილური და რთული ტერმინოლოგიის ზედმიწევნით მცოდნის მიერ დაწერილი სარკაზმის ნიმუშია. მართლა ასე გვერხევა, დავიჯერო?! წასულა მაშინ ჩვენი საქმე და ვერ გაგვიგია... რა თავში ვიხლით მაშინ ან ლექსებს, ან ყველაფერ იმას, რისთვისაც აგერ გიორგობასაც კი სისხლი დაიღვარა?!.
იქნებ 5-სთვის ყველანი ილიას და აკაკის ბირჟაზე შევკრებილიყავით?!. რას იტყვით ურაკელებო - დღეს მაინც არ დავაბირჟაოთ კოლექტიურად რუსთაველზე?!.
1. მწარე რეალობა, ხელის გულზე ლამაზად გადმოლაგებული. ყოჩაღ, მახვლმზერიანო, დებორა.55555 მწარე რეალობა, ხელის გულზე ლამაზად გადმოლაგებული. ყოჩაღ, მახვლმზერიანო, დებორა.55555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|