ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთკა99
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2009


სიზმარში მეწვიეთ

იცით ამ ღამეს სიზმარში მეწვიეთ,
ვიყავით მხოლოდ ჩვენ ორნი.
იცით სიზმარში სიყვარულს შემპირდით,
წრფელი გულით და ლოცვით.
მაგრამ ეს ღამეც წარსულს ჩაბარდა
დილა იშვა და მორჩა.
ლამაზი ოცნება ამ ღამეს გაჰყვა და
დილით სევდა შემომრჩა.
ამ დღესაც ალბათ ჩუმად გავივლი
და ისევ ღამე მოვა.
და მომავალი ღამის სიზმარში
ალბათ თქვენ ჩემთან მოხვალთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები