მარგარიტას
მაინც მიდიხარ უჩემოდ ცაზე მ ა რ გ ა რ ი ტ ა... მაინც ლამაზი იყო ღამე მ ა რ გ ა რ ი ტ ა... ზურმუხტის ფერთა ნამზევებ თვალებს მ ა რ გ ა რ ი ტ ა... არ დაგიბრუნებ ნაფერებ წამებს მ ა რ გ ა რ ი ტ ა... სიტყვებს ნაწამებს მოგწერ და ასე მ ა რ გ ა რ ი ტ ა... არც აქ დაგტოვებ, არც მიგატოვებ მ ა რ გ ა რ ტ ა... და შენ გაჰყვები... გზებს ნამთვარებს ო, მ ა რ გ ა რ ი ტ ა.... მარგარიტასაგან
ისეთი მშვენიერი მაჩუქე ღამე....და ახლა, როცა ვიოლინო კვნესის სადღაც... და ალბათ, ისევ მომაგონებს შენს თავს, თან ვკარგავ ნაჩვევ მოსვენებას, თუ ნატანჯს და.... მართლა იყავი თუ არა ჩემი?... იქ, სადღაც ვიოლინო კვნესის საწყლად ...ხარ სხვასთან?.... ისეთი მშვენიერი მაჩუქე ღამე.... და ახლა....
2 აპრილი, 1909 წელი, ბენეფისის შემდეგ.... მწვანე შუქის თამაშით.... და ეს მთვარე რას გადამეკიდა,ნეტა... ვიოლინოს ხმის გაგონება აღარ შემიძლია და ეს ვარდიც!.... ყველაფერს წავშლი ... არა! აღარ მოგიგონებ..... და ეს დღიურიც რას გადამეკიდა.... ვწერ და ......ვხევ.... წერილებად გამოგიგზავნე, შენ კი... შენ ჩემს ბენეფისზედაც არ მოხვედი...არა და ხომ იცოდი, რომ ის ცეკვა მხოლოდ შენთვის იყო... ის სალათისფერი პუანტები და ფრიალა კაბაც შენთვის ვიყიდე....... გუშინ ანამ შენს სურათზე მკითხა, ვინ არისო...და მე კი, მე უსინდისოდ მოვატყუე...... აღარ მოგწერ არაფერს!.... გესმის, არა! და ამასაც დავხევ..... ...................................................................................ეს ფურცელი უჯრაში ვნახე გუშინ ... დასრესილი.....ვიღაცას საგულდაგულოდ გაესწორებინა და ისე ჩაედო რაღაც ქვითრებსა და სხვა საქმიან ქაღალდებს შორის... ნეტავი, რატომ არ დახია, ხომ ასე წერდა? (გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. საინტერესოა... გალაკტიონთან დაკავშირებით გამახსენა ერთი ამბავი. ერთხელ თურმე ქალი უნახავს, არც იცოდა ვინ იყო, ვარდები უყიდია, თეატრში კაცი დაუქირავებია და თავზე გადმოაყრევინა ამ ქალზე, როცა სცენაზე გამოვიდა... ჩვენც ვცადეთ უბრალო მოკვდავმა "ბიჭებმა" ხოდა სამწუხაროდ ის ვერ გავთვალეთ, რომ ვარდისთვის ეკლები მოგვეშორებინა... ერთი სიტყვით გაგრძელებას ველი... : ) საინტერესოა... გალაკტიონთან დაკავშირებით გამახსენა ერთი ამბავი. ერთხელ თურმე ქალი უნახავს, არც იცოდა ვინ იყო, ვარდები უყიდია, თეატრში კაცი დაუქირავებია და თავზე გადმოაყრევინა ამ ქალზე, როცა სცენაზე გამოვიდა... ჩვენც ვცადეთ უბრალო მოკვდავმა "ბიჭებმა" ხოდა სამწუხაროდ ის ვერ გავთვალეთ, რომ ვარდისთვის ეკლები მოგვეშორებინა... ერთი სიტყვით გაგრძელებას ველი... : )
5. წარმატებები ჩემგან!!! წარმატებები ჩემგან!!!
4. მეგონა მე დამაგვიანდა მარგარიტასთან და თურმე...გაგრძელებას დაჰგვიანებია:) მეგონა მე დამაგვიანდა მარგარიტასთან და თურმე...გაგრძელებას დაჰგვიანებია:)
3. რაღაცას მოველოდი ტექსტის სტრუქტურიდან გამომდინარე, მაგრამ გამაწბილა... რაღაცას მოველოდი ტექსტის სტრუქტურიდან გამომდინარე, მაგრამ გამაწბილა...
2. მე არ მომეწონა, ჯერ მარტო სასვენი ნიშნების უქონლობის გამო. თუ რამის თქმა გინდა თქვი, რაა ეს მრავალწერტილები?! ნუ მოკლედ რავიცი. მე არ მომეწონა, ჯერ მარტო სასვენი ნიშნების უქონლობის გამო. თუ რამის თქმა გინდა თქვი, რაა ეს მრავალწერტილები?! ნუ მოკლედ რავიცი.
1. საინტერესო გაგრძელებაა.... ვინ ხარ მარგარიტა?.........:) საინტერესო გაგრძელებაა.... ვინ ხარ მარგარიტა?.........:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|