 | ავტორი: ქეთ ჟანრი: პროზა 16 მაისი, 2009 |
სახლში დავბრუნდი. აზრიც არ ჰქონია აღარაფერს… საძინებელი უფრო მეტად ბნელი მეჩვენა, ფარდები ჩამოვაფარებინე ვახოს და სიკვდილის მოლოდინში მგონი უკანასკნელად წავეტანე რვეულს. ჩემს გოგონას სავარძელში ჩაეძინა, ხელში დათუნა უჭირავს, რომელიც წლების წინ ვაჩუქე და მას მერე არ იშორებს. მთელი არსებით ვგრძნობ როგორ ეხუტება მას და ცდილობს რამენაირად დედის სითბო შეინარჩუნოს. მარი 7 წლის არის და დედასავით თაფლისფერი თვალები უმშვენებს თოვლივით თეთრ სახეს. მშვიდად სძინავს, ალბათ სიზმარში მხედავს, ძველებურად მომღიმარს, მსურს მუდამ ასეთი ვახსოვდე. ახლა კი რა შემრჩა? აღარაფერი დარჩა ქალისგან, რომელიც ბედნიერების ილუზიით იკვებებოდა მთელი ცხოვრება. საოცრად მიჭირს წერაც უკვე. …რაც ეკლესიის ეზო დავტოვე, მას მერე არ ვყოფილვარ წირვაზე. ნიკა კი დღემდე ცოდვებს აგროვებს და თლილ თითებში კრიალოსანი უბრწყინავს. მას მერე, რაც წამოვედი თოკებგამობმული მარიონეტივით ვასრულებ ყველაფერს რასაც კი ცხოვრება მაჩეჩებს ხელებში. სხვისმიერ ნაკარნახევი ნაბიჯებით ვიკვალავ გზას და ჩემს თავს ვშორდები ყოველ ყალბ ღიმილთან ერთად. ეკლესიის ეზოში, ნიკასთან დავტოვე ჩემი არსება, მას მერე ფუტლიარი ვარ, რომელშიც უხეშად ყრიან დღეებს. ვერშეხებული შენი თვალები მტკივა მას მერე… არნათქვამი სიტყვები მიწვალებს ტუჩებს… ჩვენს შორის აფეთქებული სიჩუმე აღმართულა და წლებთან ერთად განიცდის რღვევას. ძალაც კი არ მყოფნის მოსასვლელად… მე კი უღმერთოდ სიკვდილი არ მსურს… რვეული ფრთხილად გადადო გაცრეცილ ტუმბოზე და სუფთა ფურცელზე შეუდგა წერას. ოთახის კუთხეში, გახუნებულკიდეებიან სავარძელში თაფლისფერთმიან გოგონას ეძინა, ლოყაზე ჩამოგორებოდა ქარვისფერი დალალი და სიზმრით კმაყოფილი უხმოდ ბანტავდა ტუჩებს. ქალი მალევე მორჩა წერას და დაკუჭული ქაღალდი გვერდით დაიდო, ზემოდან დაადო აცახცახებული ხელი. გოგონასკენ გააპარა გადაღლილი მზერა და თვალის კუთხეში ცრემლი გაუკრთა. მერე ფრთხილად დახუჭა თვალები, სიკვდილის მოლოდინში გაინაბა. ჭაობისფერთვალება კაცი უხმოდ იჯდა სავარძელში და მაგიდაზე მიმოყრილ ქაღალდებზე აცეცებდა თვალებს. ხან ერთს წაატანდა აკანკალებულ ხელს და ხან მეორეს. გადაურბენდა ნერვულად, მერე კი უსევ უხმოდ დებდა მაგიდაზე. საათს გახედა. სწრაფად წამოდგა და ფრთხილად გავიდა გვერდითა ოთახში. სიჩუმისფერ საძინებელში თითქოს დრო გაჩერებულიყო. კაცი ჩუმი ნაბიჯებით მიუახლოვდა ქალის მშვიდ სხეულს და ფრთხილად მოკიდა ხელი მაჯაზე. სუსტად ფეთქავდა, კაცმა ამოისუნთქა. საბანზე დადებულ ქაღალდს დაწვდა, სწრაფად გადაურბინა ნაწერს და ჩაფიქრებულმა ცოლს გახედა.
სიჩუმეში ჩუმად ფეთქავდა სიკვდილი. ოთახის კუთხეში აყუდებულიყო და მსხვერპლს არ აშორებდა მზერას. კედლებზე ხატებს თითქოს ცრემლი სდიოდათ. სიჩუმის ქსელი გაარღვია კრიალოსანის ხმამ. ოდნავ შესამჩნევად ათამაშებდა მომუჭულ ხელში. წვერზე მოსდებოდა სიკვდილისფერი სიბნელე. მხოლოდ ქარვისფერ თვალებში შერჩენოდა მზის სხივები. უხმო ნაბიჯებით მიუახლოვდა ლოგინს და ლოცვანი გადაშალა. სიჩუმისფერი ლოცვა ჩაექსოვა თითქოს კედლებში. მხოლოდ ტუჩის კუთხეებს ამოძრავებდა. ჭაობისფერთვალება კაცმა აცრემლებამდე გაოცებულ გოგონას მოკიდა ხელი და ოთახიდან გაიყვანა. ქალმა ფრთხილად აახილა თვალები. ყოველთვის სჯეროდა რომ იპოვიდა იმას, რისთვისაც დაიბადა. ამის ფიქრში თელავდა დღეებს, ზიდავდა ცოდვებს და გადაღლილი სულით სუნთქავდა იმედებს. მის თვალებში სიცოცხლის სხივი ბაცდებოდა, იდღაბნებოდა და სადღაც თვალის კუთხეში იმალებოდა. ფრთხილად წაატანა კრიალოსნიან ხელს თითები. ოდნავ შესამჩნევად უფეთქავდა თითის ბალიშები. თითქოს ქარვისფერთვალება კაცისგან ისრუტავდა სიცოცხლის წვეთებს. ტუჩის კუთხე გაურღვია ღიმილმა. კედლებზე ისევ ცრემლი სდიოდა ხატებს… – უფალო, შემინდე სიყვარული შენდამი… არასოდეს ყოფილა ასე ძნელი სიჩუმე… ტუჩის კუთხეში ღიმილი ჩამუქდა, სიკვდილმა ფრთხილად გადააფარა ხელისგული თვალებზე. მამაო ნიკოლოზი მთელი ცხოვრება ფიქრობდა რომ არ არსებობდა არანაირი სამოთხე და ჯოჯოხეთი, რომ თავად ადამიანში სახლობს ღმერთიც და სატანაც. ეკლესიის ეზოში სატანასდამონებული, წაბლისფერთმიანი გოგონა გააბრუნა და უმალ პირჯვარი გადაიწერა. ჩაფიქრებულმა მზერა გახუნებულ ფურცლებზე გადაიტანა… ღამე დაათენდა კითხვაში.. “სიყვარული ხომ უფლის საჩუქარია, როგორ შეიძლება იგი ცოდვა იყოს?”, – ფიქრობდა გონარეული. ახლა, მის წინ დალია სული ქალმა, რომელიც სხეულით სატანას ატარებდა და სულით ღმერთის ძიებაში იყო მუდამ.
“არარა არს ცხოვრება ჩვენი”
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. დამბურძგლა.... ვიგრძენი :) დამბურძგლა.... ვიგრძენი :)
14. 5 ძალიან კარგი იყო. 5 ძალიან კარგი იყო.
12. კარგად წერ... გულს ეკიდება და არ ასვენებს..... მომეწონა ძალიან....:) :) :) კარგად წერ... გულს ეკიდება და არ ასვენებს..... მომეწონა ძალიან....:) :) :)
10. მიყვარხარხარხარხარხარ :D მიყვარხარხარხარხარხარ :D
9. ''აქ'' -ანუ ურაკზე... ``აქ`` -ანუ ურაკზე...
8. აქ მე ისეთი დითირამბები,აჯიტირება და გულისწასვლები მიწერია და გამიკეთებია ...ისეთებზე:( კაიუს:( გავაუფასურე მგონის...
ჩემი სიამაყეა ეს გოგო...და ძალიან ძვირფასი ... აქ მე ისეთი დითირამბები,აჯიტირება და გულისწასვლები მიწერია და გამიკეთებია ...ისეთებზე:( კაიუს:( გავაუფასურე მგონის...
ჩემი სიამაყეა ეს გოგო...და ძალიან ძვირფასი ...
5. ძალიან კარგად წერ ქეთ... მის წინ დალია სული ქალმა, რომელიც სხეულით სატანას ატარებდა და სულით ღმერთის ძიებაში იყო მუდამ. ეხ.. :( ძალიან კარგად წერ ქეთ... მის წინ დალია სული ქალმა, რომელიც სხეულით სატანას ატარებდა და სულით ღმერთის ძიებაში იყო მუდამ. ეხ.. :(
4. ვერშეხებული შენი თვალები მტკივა მას მერე… არნათქვამი სიტყვები მიწვალებს ტუჩებს… ჩვენს შორის აფეთქებული სიჩუმე აღმართულა და წლებთან ერთად განიცდის რღვევას. ძალაც კი არ მყოფნის მოსასვლელად… მე კი უღმერთოდ სიკვდილი არ მსურს…
...ველოდი ფინალში რაღაც რეზიუმეს მსგავსს, მაგრამ ასე ძლიერად ფოკუსირება, რამდენიმე წინადადებაში თუ მოხერეხდებოდა და თან ასე სრულად_არ მეგონა. და ეს წერტილიც ბოლოში, რომ არ ყოფილიყო_მკითხველი დაამატებდა ალბათ :) მშვენიერი ხარ, ქეთ...
ვერშეხებული შენი თვალები მტკივა მას მერე… არნათქვამი სიტყვები მიწვალებს ტუჩებს… ჩვენს შორის აფეთქებული სიჩუმე აღმართულა და წლებთან ერთად განიცდის რღვევას. ძალაც კი არ მყოფნის მოსასვლელად… მე კი უღმერთოდ სიკვდილი არ მსურს…
...ველოდი ფინალში რაღაც რეზიუმეს მსგავსს, მაგრამ ასე ძლიერად ფოკუსირება, რამდენიმე წინადადებაში თუ მოხერეხდებოდა და თან ასე სრულად_არ მეგონა. და ეს წერტილიც ბოლოში, რომ არ ყოფილიყო_მკითხველი დაამატებდა ალბათ :) მშვენიერი ხარ, ქეთ...
3. მშვენიერი იყო!!! ყოჩაღ!!! მშვენიერი იყო!!! ყოჩაღ!!!
2. მაგარი ხარ, ქეთ! =D> ბრავო! 5 მაგარი ხარ, ქეთ! =D> ბრავო! 5
1. ბექას ყბაში ჩემი მტერი ჩავარდეს :)) აი, დავასრულე ხომ ხედავ :P ;;) ბექას ყბაში ჩემი მტერი ჩავარდეს :)) აი, დავასრულე ხომ ხედავ :P ;;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|