ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სანდრო ბერიძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
19 მაისი, 2009


დ ო მ ი ნ ო

 
                                მეორე დამოკიდებულება: თავისუფლება

      __ ქრისტე აღდგა!
      __ ჭეშმარიტად აღდგა!
      __ მრავალს დაესწარი!
      __ გაიხარე!
      __ როგორ ხარ?
      __ კარგად. შენ როგორ ხარ?
      __ გმადლობ.კარგად.
     
      ზღვის სანაპიროზე სხვადასხვა ზომისა და ფორმის, ფერისა და თვისების, __ კენჭები ყრია. მათი რაოდენობა უთვალავია, ადამიანი დგას მათ წინაშე და ჰგონია რომ უსასრულობას უყურებს, მაგრამ ჩნდება მეთოდი მათი აღრიცხვისა, და ამ მეთოდს ეწოდება "ინტეგრალი". ასე რომ, ადამიანს ძალუძს დათვალოს არა მარტო კენჭების სიმრავლე და მსგავსი "უ"სასრულობები, არამედ შეუძლია ვარსკვლავების, პლანეტებისა და კომეტების დათვლაც. ჩვენი საზრისის, __ ჩვენ საზრისში ნაგულისხმები ყოფიერების, __ უსასრულობის იდეა საფუძველს კარგავს. სინამდვილეში ჩვენი სამყარო სასრულია, როგორც თითოეული კენჭი ზღვის სანაპიროდან. მაგრამ ეს სასრულობა ერთ დიდ ქვად და ლოდად, ერთ დიდ ინტეგრალად გროვდება, რომელზეც დარტყმული წერაქვი გადმოსცემს უსასრულობის ჟღერადობას. მომავლის პოეზია ინტეგრალების პოეზიაა, და არა კენჭების ზუსტად აღწერის ხელოვნება.

                                "...ო, რამდენი დაცხრება შურიანი თვალები,
                                    რომ მარად იმარჯვებენ იდუმალი მშვენებით
                                    ლექსთა შეჯიბრებაზე __ მხოლოდ ინტეგრალები,
                                    ცხენთა შეჯიბრებაზე  __ ისევ ლურჯა ცხენები!..."

      ლურჯი ანგელოზებიდან ლურჯა ცხენებამდე,რატომ? ნუთუ ანგელოზის დაჭერა ვცადეთ? მოვაჭერით მას ფრთები, რათა ჩვენს გვერდით ყოფილიყო იგი, არა მარტო ჩვენი დაცემის, არამედ ჩვენი ფეხზე დგომის დროსაც. მაგრამ ფრთებთან ერთად ამპუტაცია გავუკეთეთ ჩვენს კიდურებს, ვიქეცით სასრულ სიმრავლედ, სასრულ სიმრავლეთა შორის. დავასაჭურისეთ ვნება ახლის დანახვისა. ვცადეთ დავუფლებოდით ჭეშმარიტებას და ამით დავაკნინეთ იგი. ქრისტე აღდგა! და ჩვენ მზამზარეულად მოგვეცა ის რაც სასარგებლო არის ჩვენი სასრული ყოფისთვის, ჩვენ "ვიცით" როგორ ვიცხოვროთ, ჩვენ ყველაფერი "ვიცით", მთავარია ვიცით რომ ქრისტე აღდგა! და მთავარია რომ იესო გვავიწყდება, გვავიწყდება ცოცხალი მაგალითი, ცოცხალი გზა, ტკივილი და შვება, სასოწარკვეთა და დიდი იმედი. თუმცა რა გასაკვირია რომ გვავიწყდება, უფრო სწორი იქნება იმის თქმა რომ არ გვინდა, არ გვჭირდება ამაზე ფიქრი. თუნდაც რომ გვეფიქრა ამის შესახებ, მაინც ვერაფერს შევცვლიდით, კიდურებამპუტირებულებს აბა რა ძალგვიძს, ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ მხოლოდ მონურად, და ბატონი ჩვენი იყოს სარგებელი. და წონასწორობას ამ ყოფისას ჰქვიოდეს ტყუილი.
        ლურჯა ცხენები დაუღალავად რბიან, დაუსრულებლად მიისწრაფიან, შეუჩერებლად მოქმედებენ. ეს არის პროცესი. ეს არის ჭეშმარიტების ათვისების პროცესი. ჭეშმარიტება ათვისების პროცესშია, და არა თვისობრიობის ფლობაში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს