 | ავტორი: ფერიავ ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 21 მაისი, 2009 |
ჩვენ ყველას გვტკივა "რაღაც" შიგნიდან, მაგრამ ამ ტკივილს ვერ მივყავართ სინანულამდე, რადგან სინანულს მონანიე სული სჭირდება; რადგან სინანულს არ სჭირდება დაფნის გვირგვინი... სინანულამდე ავტობანით მართლა ვერ მივალთ და ვერც ტრაქტორით მივადგებით "გოდების კედელს"... სინანულისთვის მარტო პეშვი ღვინო არ კმარა, არც მარტო დარდი ხელოვნური "სუბსიდიების"... ჩვენში დღეს ხარობს თავმდაბლობის ანტიპოდია... ხარობს და ბარტყობს მტრის "ხატების" შექმნის სურვილი... დღეს სახელმწიფო პოლიტიკის რანგში ავიდა სხვების დაცინვა და ჩაწიხვლა დავრდომილების. დღეს სახემწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედია აჩემებული პირველობის დიდი მანია და როგორც "სახადს", ისე ვიხდით დღეს მთელი ერი ახალაიას, მერაბიშვილს და ბოკერიას... ჩვენ ყველას გვტკივა, ძალიან გვტკივა, "რაღაც" შიგნიდან და, თუ ამ ტკივილს არ დავარქვით ახლაც სახელი, მაშინ სამშობლო უფერული მცნება ყოფილა, მაშინ მამულო არ ყოფილა შენი საშველი! Dდა ამ ტკივილსაც, "იმათ" ღიმილს რომ იმსახურებს; და ამ ტკივილსაც "მათი" წამლით თუ დავიამებთ; და ამ ტკივილსაც "მათი" ვარდი თუ ვანაცვალეთ... მაშინ ტკივილიც არ ღირს ტკივილად Dდა ნუღარ ვიტყვით, რომ "რაღაცა" გვტკივა შიგნიდან. რადგან ამ ტკივილს ჩვენ მივყავართ გოლგოთის გზაზე, რადგან ტკივილი "საკვებია" სულის სიმტკიცის, რადგან ტკივილით მოვედით და ტკივილით მივალთ ქვეყან-ზეყანის გასაყრიდან უფალის კარზე... სულო ცოდვილო, რა გაშინებს, შენ მარტო არ ხარ...რადგან თუ გტკივა სინანულამდეც სულ მალე მივალთ... სინანული და აღსარება გვერდი-გვერდ დგანან და მოძღვრის კალთას დაგაფარებს აღსავლის კართან... ჩვენ ყველას გვტკივა "რაღაც" შიგნიდან, მაგრამ ამ ტკივილს ვერ მივყავართ სინანულამდე; რადგან სინანულს მონანიე სული სჭირდება, რადგან სინანულს არ სჭირდება დაფნის გვირგვინი... რადგან სინანულს ტკივილები ბადებენ ისევ, რადგან ტკივილებს სინანული ასე სჭირდებათ!.. და თუ ამ ქვეყნის "ქვაკუთხედად" დევს ყოყოჩობა, და თუ დროშებიც ფრიალებენ პირველობისთვის, თუკი "სათავე" ამოგვივსეს ნაგვით და მძორით... და ჩვენ კვლავ გვტკივა ეს ყველაფერი, ძალიან გვტკივა. უნდა გვტკიოდეს, რადგან თუ გვტკივა სინანულამდე სულ მალე მივალთ!.. მადლობა უფალს, რომ აღსარების საიდუმლოს ინახავს მხოლოდ მოძღვარის კალთა და იმ კალთის ქვეშ დაღვრილი ცრემლი, დაჭაობება რომ არ ელის, არ უწერია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. კოქტეილია .... კოქტეილია ....
8. ძალიან კარგია ძალიან კარგია
6. სათაურით ყველაფერია ნათქვამი. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი! სათაურით ყველაფერია ნათქვამი. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!
5. სულო ცოდვილო, რა გაშინებს, შენ მარტო არ ხარ...რადგან თუ გტკივა სინანულამდეც სულ მალე მივალთ...
იქ, სადაც სინანულსა და ისეთ მაღალ მატერიებზეა საუბარი, როგორიც ღმერთისაკენ სავალი გზაა, ასე მეჩვენება, რომ რაღაც "პატარა" საკითხებზე აღარც კი უნდა ვჩერდებოდეთ!..
სულო ცოდვილო, რა გაშინებს, შენ მარტო არ ხარ...რადგან თუ გტკივა სინანულამდეც სულ მალე მივალთ...
იქ, სადაც სინანულსა და ისეთ მაღალ მატერიებზეა საუბარი, როგორიც ღმერთისაკენ სავალი გზაა, ასე მეჩვენება, რომ რაღაც "პატარა" საკითხებზე აღარც კი უნდა ვჩერდებოდეთ!..
4. ურწმუნონი არც აღსარებას ამბობენ და არც მონანიების არავითარი სურვილი არა აქვთ... ისინი ამით ინარჩუნებენ სწორედ ,,შინაგან კომფორტს''... ბნელი საქმეების კეთებას ხომ სინათლე უშლის მხოლოდ ხელს... კარგი საქმის მკეთებელი ნუთუ იმდენად თავმდაბალია, რომ ნიღბით დაიფარავს სახეს, რათა ''ინკოგნიტო ქველმოქმედად'' დარჩეს?!. ურწმუნონი არც აღსარებას ამბობენ და არც მონანიების არავითარი სურვილი არა აქვთ... ისინი ამით ინარჩუნებენ სწორედ ,,შინაგან კომფორტს``... ბნელი საქმეების კეთებას ხომ სინათლე უშლის მხოლოდ ხელს... კარგი საქმის მკეთებელი ნუთუ იმდენად თავმდაბალია, რომ ნიღბით დაიფარავს სახეს, რათა ``ინკოგნიტო ქველმოქმედად`` დარჩეს?!.
3. რიტმული პროზაა, მწარე რეალობაზე.
''აღსარებიდან ზიარებამდე - უმისამართო ბარათი (წერილი მეორე) თბილისი.23.04.09."ჯი-ეიჩ-ენი". ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი სათქმელი, მაგრამ ხანდახან არ ვიცით ხოლმე, რომ ამ "სათქმელის" ამოთქმასაც თავის მადლი აქვს უფლის კარზეც და კაცთა შორის''... რიტმული პროზაა, მწარე რეალობაზე.
``აღსარებიდან ზიარებამდე - უმისამართო ბარათი (წერილი მეორე) თბილისი.23.04.09."ჯი-ეიჩ-ენი". ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი სათქმელი, მაგრამ ხანდახან არ ვიცით ხოლმე, რომ ამ "სათქმელის" ამოთქმასაც თავის მადლი აქვს უფლის კარზეც და კაცთა შორის``...
2. ძალიან მართალია :) ძალიან მართალია :)
1. ყოჩაღ ფერიავ!!!
ძალიან შთამბეჭტავი იყო. ნეტი შენს ფიქრებს გაიზიარებდნენ!!! "თუმცა აქ ჩვენ ყველა ბინძურები ვართ და სუფთა აზრები ჩვენს გონებას არ ეკარება..." "და აბა ეს როგორ უნდა გავიგო თუ მხოლოდ, ბოროტებაზე ვფიქრობ?"
შენ გაიხარე მომეწონა ძალიან!!! აზროვნებ ნათლად!!! ყოჩაღ ფერიავ!!!
ძალიან შთამბეჭტავი იყო. ნეტი შენს ფიქრებს გაიზიარებდნენ!!! "თუმცა აქ ჩვენ ყველა ბინძურები ვართ და სუფთა აზრები ჩვენს გონებას არ ეკარება..." "და აბა ეს როგორ უნდა გავიგო თუ მხოლოდ, ბოროტებაზე ვფიქრობ?"
შენ გაიხარე მომეწონა ძალიან!!! აზროვნებ ნათლად!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|