ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რებეკა
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2009


თუ გსურს

თითქოს ჩემში ხარ ჩასახლებული,
რა სიყვარულით გახებ ცხელ ტუჩებს.
შენით დღემდე ვარ აღტაცებული,
ვნებას ვნებდები, სრულიად უჩვევს.
იქნებ ისა ხარ, ვისაც ვეძებდი.
არც მხოლოდ ქალი, არც მხოლოდ ვნება.
ჩემი სიგიჟე და სიწმინდე ხარ.
თავად მომეცი ამისი ნება.
მკერდზე გეხები, გეამბორები,
გულს სურვილი აქვს ამოხტეს ზევით.
ჩემი სხეული თრთის და კანკალებს,
შენსკენ იხრება უაზრო რწევით.
ჩვენი სხეულის მოლეკულები
ერთმანეთს როგორ ნაზად ეწყობა,
თუ გსურს არასდროს არ დაგშორდები,
ასე განვაგრძოთ ურთიერთობა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები