ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ახმეტელი
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2008


ღმერთო, შენ დალოცე შუაფხო, ჩარგალი

ღმერთო, შენ დალოცე შუაფხო, ჩარგალი,
ფშავლების ღრეობა, ცხენების ჭენება,
ღამე რომ იციან მგლებივით წანწალი,
საბძელში თავნება წაწლების ფერება.

ფშავლებს ხომ  ლექსებში  არა ჰყავთ ბადალი ,
ჩონგურზე სიმღერით იციან თენება.
ხონჩაზე იციან ცხელ-ცხელი ხინკალი
და პანტის არაყით კოპალის ხსენება.

მტერი თუ დალანდეს, იარაღს ისხამენ,
სალი კლდის ვეფხვები ჩნდებიან ფშავლებად.
ჯიხვების ხოროებს ფეხდაფეხ მისდევენ,
ფრიალო კლდეებზე ღმერთი ჰყავთ თავდებად.

ნისლის დავ, მე შენზე ფიქრები მაწამებს,
ისმინე, ქალბნელო, ელგუჯას ვედრება,
ქალაქს ნუ ჩაიტან ყორნისფერ ნაწნავებს,
მთებს უფრო უხდება მაგ თვალთა მშვენებაც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს