ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: Cherchez la Famme
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2009


ღამეა ახლა...


დავბრმავდი მგონი,
ვეღარ ვხედავ ვერსად სინათლეს,
ვუახლოვდები ისევ
ნაცნობ გარდაცვალებას,
ჯიუტად ვცდილობ
განვეშორო  ეშმას ბინადრებს,
სულში ვაგროვებ
დაკარგული  ბავშვის ნათებას...

ღამეა ახლა,
დაშრიალებს ქარი ხეებში,
ჩურჩულით ყვება
სიყვარულის საკუთარ ამბავს,
ვუსმენ ღიმილით,
თურმე სჯერა ისევ მირაჟის,
კოცნით აგიჟებს
გაზაფხულის წვიმათა თავსხმა...

ჰო, მე დავბრმავდი,
გავაყოლე წარსულს ჩემი ხმა...
ვარ უთვისტომო,
ფერმიხდილი...
ხელისცეცებით,
მთვრალი ნაბიჯით მივუყვები
ღამის ხეივანს,
ფიქრწართმეული,
ცივი მზერით
ვეალერსები
უცნობ ადგილებს,
მარტოობის განცდის სიმძაფრეს...

ჰოდა ვრწმუნდები,
ვივლი ისევ წარსულის ხასად,
სევდაჩამდგარი იმედებით
ავკინძავ ფიქრებს,
რეალობასთან განმაშორებს
დღეთა გაფანტვა,
სულშიდაქარგულ ტკივილებად
ვიბრუნებ  ხილვებს...

ღამეა ახლა...
ეხეთქება ფიქრებს
სიბნელე...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები