ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ემმა
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2009


სან - მარტოობა

სან
მარტოობა ჩამისახლდა ვიწრო ოთახში,
უცხო მგზავრივით აკაკუნა მანამდე კარზე,
შემოშვებიდან ვითვლი წამებს,
მეტია ვიდრე...
ჩემი ცხოვრების ბილიკები შენამდე ვფანტე.

სულიც სხეულში თითქოს ისე დაპატარავდა,
როგორც დღე,
ზამთრის ცივსისხლიან კაპილარებში,
ტემპერატურე გაზაფხულთან ერთად ვარდება
და მაისივით თუკი გავქრები,
მხოლოდდამხოლოდ მის ცივ მკლავებში.

გავუვუცხოვდი ამ სამყაროს,
ჰო...მეშინია.
ამ კედლებს მიღმა სხვა ვერავინ მე ვერ გამიგებს.
აქ ყოველ დილას, ან შუადღეს, ნაშუაღამევს,
პატარა ნაჭუჭს ისე ვღებავ,
როგორც მე მინდა.

ამბობენ
გარეთ წვიმებია, მზე კიდევ არ ჩანს,
ჩემთან ფანჯრები ამოვლესე მელანქოლიით,
ღამეს-ტკივილი ჩავანაცვლე, შენ-მოლოდინი,
დილას, როდესაც თვალს გავახელ,
საშინლად გრილა,
მშრალ გულს დასჩემდა გაციება მუდმივ სიშორით.

სან
მარტოობამ ხელი მთხოვა, ხვალ ჯვარს დავიწერთ,
უკვე მეუღლეს, სარეცელსაც გავუყოფ სტუმარს,
მისი ვიქნები...
ერთგულების ფიცით და თუკი
ის არასოდეს არ მიმატოვებს,
გარდავიცვლები მის ცივ მკლავებში.
სულში სახლობს და უფრო ახლოა
ვიდრე შენ ჩემთან,

ვიდრე ოდესმე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები