ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2009


დარდის კოქტეილი

    დარდის კოქტეილი
ოთახი სუნთქავს მძიმე ნაფიქრით,
სარკმელი ცდილობს თავი გაირთოს.
მე იმ ნახევარს, ჩემი კარს იქით
ჩემს ნახევართან ვეღარ ვაერთებ...
წარსულს წრეს ვარტყამ მსხვილი ფორმატით,
ბედნაცვალ დღეებს მწარედ ვუღიმი.
ფიქრი კი მისხამს ერთში ორმაგი
დარდის კოქტეილს - წამლად წუხილის.
ვაწებებ ნამსხვრევს  ხსოვნის წებოთი,
ისხლიტავს სარკე სარკმლის სისველეს.
და ჩამწკრივებულ ფიქრის წეროებს
ცად ვატან გზავნილს: ღმერთო, მიშველე!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს