ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანაბელი7
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2009


სიგიჟე



იდილია აკაციის ყვავილებზე


ქუჩა მზიანი, სურნელება და აკაცია.
სიცივე მაინც. ქარი ნელი და ყრუ პროზეთი.
ვარ გარიყული. ჩემი კუბო ხის საკაცეა.
მიყვარს ეს დარი, ავადმყოფი, მზის უფროსი და.

დაბერდა მიწა და შუშები ყველგან ჩალეწეს.
მიყვარს სიჩუმე და ნოხებით აივანები.
ვარ უსამშობლო და ღარიბად ვწევარ ჩალაზე.
მე მინდა ჩემი წყნარი სულის განიავება.

მძულს ონეგინი, პროგრამებით ყოფნა, ვიზიტი.
მე ვეღარ ვზიდე სურნელება ამ ყვავილების.
უჩინარ სულებს გამოუცნობ სულით ვიზიდავ.
და ბავშვობიდან სიყვარული დამყვა დიდების.

დღეს ჩემი თავიც ჩუმად ხმალში გამოვიძახე
და ვიცი ზღვაში ჩავარდება ჩემი იღბალი.
მომღუნა წლების სიცივეში ღამემ ვით ძაღლი.
უზამთრო წელი. მოწყენილი და მომხიბლავი.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები