ბაღებს წვიმა ენატრებათ, ზაფხულია, ცხელა, ზოგი ავტო ჩქარა მიჰქრის, ზოგიც მიდის ნელა…
სასტვენით და ჭრელი ჯოხით წესრიგს იცავს მელა.
ზის საჭესთან,თავის გზაზე მიღიღინებს ციყვი, მაგრამ,ხედავთ?_მის კვალდაკვალ თამამი და ბრიყვი, “მერსედესით” როგორ მოჰქრის, როგორ მოჰქრის იხვი! დაეწია,დაეჯახა და,რაც მოხდა ამ დროს, ყველამ ნახა:გადაბრუნდა ციყვის კოხტა ავტო.
მიირბინა მელამ მათთან და მრისხანედ უმზერს იხვს,შიშისგან გაფითრებულს, და კოპს ციყვის შუბლზე. იხვი წუხს და ბოდიშს იხდის, კვერცხი დაიფიცა, მელას თავი შეაცოდა, მერე ფული მისცა.
იქვე,ახლოს,დათვი იდგა ბერეტით და ჯინსით, ბურახს სვამდა,ისვენებდა ავტობუსის ჩრდილში. დაინახა,მელამ როგორ ჩაიჯიბა ქრთამი, აიჯაგრა,აბურდღუნდა, შეიშალა ლამის. მელას ყური აუწია, ხოლო მერე დინჯად მიიყვანა კაბინეტში, სადაც ვეფხი იჯდა.
დარდობს მელა… გულში ამბობს: “ჩემზე ახი არის.” პატიმრობა მიუსაჯეს (დღე ოთხი თუ სამი), ქათმის ხორცი აღარ ახსოვს, ენატრება წყალი…
აგერ,ახლა ეკრანზე ჩანს დარცხვენილი მელა. კუდის მოჭრის ღირსიაო,_ გაიძახის ლელა. _ქალაქიდან გაასახლეთ,_ სკამზე შეხტა გელა.
დედამ ყველა დაამშვიდა, ამბობს ტკბილად,ნელა: _ნუ იქნებით ასე მკაცრი, დაივიწყეთ წყენა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხომ შემცდარა ყველა, დამიჯერეთ: თავს სულ მალე ისახელებს მელა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. მოგიკითხე:) მოგიკითხე:)
15. მშვენიერი ლექსი!!! ეს ლექსი დიდებისთვისაც არ იქნებოდა ურიგო!!! გაიხარე შენა!!! მშვენიერი ლექსი!!! ეს ლექსი დიდებისთვისაც არ იქნებოდა ურიგო!!! გაიხარე შენა!!!
14. ილტოსპირელმა ახლაც ათიანში მოარეტყა! : D ! ილტოსპირელმა ახლაც ათიანში მოარეტყა! : D !
13. საბავშვო პოეზიის დეფიციტის პირობებში, მივესალმები და ძალიან კარგი. საბავშვო პოეზიის დეფიციტის პირობებში, მივესალმები და ძალიან კარგი.
12. ეს თეთრი მელა ხომ არაა?!. :)) მაგას უყვარდა ძალიან წესრიგის დაცვა! :)) ეს თეთრი მელა ხომ არაა?!. :)) მაგას უყვარდა ძალიან წესრიგის დაცვა! :))
11. კარგი საბავშვოა :) კარგი საბავშვოა :)
10. გაიხარე, ვაჟა, გაიხარე :)
დილა მშვიდობისა :)
დიდი პატივისცემით, განდი. არწივი.
გაიხარე, ვაჟა, გაიხარე :)
დილა მშვიდობისა :)
დიდი პატივისცემით, განდი. არწივი.
9. დარდს რომ დაგავიწყებს, ისეთი ლექსებია ;) დარდს რომ დაგავიწყებს, ისეთი ლექსებია ;)
6. კარგი ლექსია, დათვი მომეწონა ძალიან, წარმოვიდგინე ჯინს-ბერეტიანი დათვი რომ ბურახს სვამს. კარგი ლექსია, დათვი მომეწონა ძალიან, წარმოვიდგინე ჯინს-ბერეტიანი დათვი რომ ბურახს სვამს.
5. მიირბინა მელამ მათთან და მრისხანედ უმზერს იხვს,შიშისგან გაფითრებულს, და კოპს ციყვის შუბლზე. იხვი წუხს და ბოდიშს იხდის, კვერცხი დაიფიცა, მელას თავი შეაცოდა, მერე ფული მისცა. -რა მოხერხებული იხვია...55555555555 მიირბინა მელამ მათთან და მრისხანედ უმზერს იხვს,შიშისგან გაფითრებულს, და კოპს ციყვის შუბლზე. იხვი წუხს და ბოდიშს იხდის, კვერცხი დაიფიცა, მელას თავი შეაცოდა, მერე ფული მისცა. -რა მოხერხებული იხვია...55555555555
4. ძალიან კარგი ლექსია :) ძალიან კარგი ლექსია :)
3. ჩემი გამორჩეული და გულითადი მოკითხვა ბატონ ვაჟას:) ჩემი გამორჩეული და გულითადი მოკითხვა ბატონ ვაჟას:)
2. საბავშვოა ვითომ? მშვენიერი 5 :) საბავშვოა ვითომ? მშვენიერი 5 :)
1. _ნუ იქნებით ასე მკაცრი, დაივიწყეთ წყენა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხომ შემცდარა ყველა, დამიჯერეთ: თავს სულ მალე ისახელებს მელა.
გჯერა მაი ამბავი, ანთა-ბატონო? მე - არა! :) 5
_ნუ იქნებით ასე მკაცრი, დაივიწყეთ წყენა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხომ შემცდარა ყველა, დამიჯერეთ: თავს სულ მალე ისახელებს მელა.
გჯერა მაი ამბავი, ანთა-ბატონო? მე - არა! :) 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|