ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანაბელი7
ჟანრი: პოეზია
5 ივნისი, 2009


აპრილი

                  აპრილი
   
ძველ სისხლის მორევს წვიმიან დღით ტირის აპრილი.
სულში რგოლებად ისუდრება კვამლის ნაღველი.
დამსხვრეულ კოშკის გალავანთან მარტო ვარ, მარტო.
                რატომ დამტოვე და წახვედი შორს, შორს წახვედი.

მოგვენატრება... განთიადი... მზე და აისი,
დაფლეთილ დროშას შევინახავთ სამუზეუმოდ,
დავკოცნით ალმებს მე და ხალხი, მე და მაისი.
რომ ამ შეხვედრით ალისფერმა ცამ იზეიმოს.

ახლა კი - ძველ სისხლს წვიმიან დღით ტირის აპრილი,
სულში რგოლებად იკვამლება ტანჯვის ნაღველი...
დამსხვრეულ კოშკის გალავანთან მარტო ვარ, მარტო!!
შენ კი დამტოვე და წახვედი შორს, შორს წახვედი.


\

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები