ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კესო
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2008


რატომაც არა...

რატომაც  არა,  სიხარულო,
რატომაც  არა,
ხშირ-ხშირად  შევცვლი  კალენდარზე
ათვლის  წერტილებს:
დღეს_გამიღიმე,
ხვალ_უბრალო  მაჩუქე  კაბა,
ანდა,  თოვლივით  უცაბედად  სტუმრად  მეწვიე...
გადავაფარებ  მაგიდაზე  ფერად  გობელენს,
არხევს  დარაბებს  ორპირების  დაუდევრობა,
ჩამოსცვენიათ  ჰორტენზიებს  თეთრი  ფურცლები,
და  მთვარეც  ახლა  მხოლოდ  მათი  ცქერით  ერთობა.
ვარჩევ  კაბისთვის  ქალწულივით  შემკრთალ  საფირებს,
მარტივ  სიხარულს  ცხოვრებისთვის  ვირჩევ  მეგზურად,
ჰო,  ამ  ოთახის  დრაპირებულ  მყუდრო  სამოთხეს
ნატურმორტივით  შენი  ყოფნაც  მოუხდებოდა...

შენ  გამიღიმე_სიხარულად  რა  ცოტა  კმარა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს