 | ავტორი: როლანო ჟანრი: საბავშვო 7 ივნისი, 2009 |
თავი მესამე
პირველი ბრძოლა და ლეონას გათხოვება.
ჯერ არ გათენებულიყო, მთელ სამეფოს ეძინა. ქვეყანაში სიმშვიდე სუფევდა. მხოლოდ მეფე აბესალი ფხიზლობდა. ძალიან დარდიანი იყო. დღეს მისი უფროსი ქალიშვილი ლეონა 16 წლის ხდებოდა და პირობის თანახმად მთა-კაცისათვის უნდა გაეტანებინა. ამის გაფიქრებაც კი გულს უკლავდა მეფეს. რაც აბესალმა ცოლ-შვილს გაუმხილასიმართლე, მას მერე ქალებს თვალზე ცრემლი არ შეშრობიათ. უცებ სასახლის კარზე ბრახუნი გაისმა. -შიკრიკი მოვიდა, შიკრიკი! - გაიგო მან ყვირილის ხმა. სასწრაფოდ ჩაიცვა და დარბაზში ჩავიდა. შიკრიკი მუხლებზე დაეცა, იქვე მეფის ერთგული მხედართმთავრებიც იდგნენ. - დიდო მეფეო! უმთვარო ღამის სამეფოს ჯარი გვიახლოვდება, სადაცაა საზღვარს გადმოვლენ, ძალიან ბევრნი არიან, ძნელი იქნება მათთან გამკლავება. რა ვიღონოთ? მეფე აბესალი დაჯდა, თავი ხელებში ჩარგო და ცოტა ხნით ჩაფიქრდა. - შიკრიკები გაგზავნეთ მეზობელ ქვეყნებში, ჯარი მოგვახმარონ. მხედართმთავრებო! ახლავე შეკრიბეთ ხალხი! ათ წუთში გავდივართ. საზღვართან დავხვდეთ, ეგებ ქვეყანა არ ავაოხრებინოთ. ჩაცმაში მომეხმარე! - მიუბრუნდა აბესალი თავის მსახურს და ჩქარი ნაბიჯით გავიდა დარბაზიდან. ათ წუთში სრულიად საქარიის არმია მზადყოფნაში იყო და მწყობრი ნაბიჯით საზღვრისაკენ მიემართებოდა. სასტიკი ბრძოლა გაიმართა საქარიისა და უმთვარო ღამის სამეფოს ჯარებს შორის. მეორენი უტევდნენ და ნელ-ნელა ავიწროვებდნენ მეფე აბესალის ხალხს. უცებ შორიდან ძლიერი გრუხუნი გაისმა, თითქოს მიწა იძრაო. მეომრები შეჩერდნენ, მტერი სულ გადაავიწყდათ. - მთებო! კლდეებო! ლოდებო! ჩემსკენ გამოეშურეთ! - დაიქუხა ხმამ და ხალხმა დაინახა, უზარმაზარი კაცი-მთა ბრძოლის ველისაკენ როგორ მოემართებოდა. ქამეხის ჯარისაკენ მიიწევდა, თან ათასი კლდე და ლოდი მოჰყვებოდა. კაცი-მთა მეომრებში შეიჭრა და ერთიანად გაავლო მუსრი უმთვარო ღამის სამეფოს უძლეველ არმიას. რამოდენიმე კაცმა ქამეხის მეთაურობით მოასწრო გაქცევა და ისევ სიბნელეს შეაფარეს თავი. - მადლობას გიხდი მთაო! - აბესალი მთა-კაცს მიუახლოვდა - შენ რომ არა, წინააღმდეგობის გაწევა ძალიან გაგვიჭირდებოდა. - ხომ გითხარი, არ ინანებ მეთქი, წამიყვანე ახლა შენს ქალიშვილთან. შორს წასვლა არ დასჭირვებიათ, რადგან სასახლეში ხმა გავარდა: “მთა-კაცმა ქამეხის ჯარი ერთი ხელის მოსმით დაამარცხაო”. მეფე აბესალის უფროსი ქალიშვილი – ლეონაც თავისი მხლებლებით გამოიქცა სასწაულის სანახავად. კაცი-მთა რომ დაინახა, მხოლოდ ისღა გაიფიქრა - “ვაიმე რამხელააო”. მივიდა ახლოს და მიმართა: - მადლობას მოგახსენებ მთაო- ლეონა თითის წვერებზე აიწია და მთა-კაცს ეამბორა. მთა-კაცი შეტორტმანდა, აძაგძაგდა, რაღაც უცნაური სხივები შემოერტყა გარს. უეცრად მთა თითქოს ჩამოიფშხვნაო, აქეთ-იქით მიმოიფანტა და დარჩა ულამაზესი ყმაწვილი, რომელიც გაკვირვებული და ამავე დროს შეყვარებულიE თვალებით შესცქეროდა ლეონას. ლეონამ სიხარულისაგან შეჰკივლა. - შენ რომ არ გეკოცნა ჩემთვის, სამუდამოდ მთად დავრჩებოდი. ბავშვობაში მომაჯადოვა უმთვარო ღამის გრძნეულმა. ახლა კი შენი წყალობით, ისევ ადამიანი ვარ. ცოლად გამომყვები? - მე ამაზე ვოცნებობ - იყო ლეონას პასუხი. გარშემო კლდეები და ლოდებიც ადამიანებად ქცეულიყვნენ, თურმე ლეონას საქმროს მხლებლები იყვნენ. მეფე აბესალი გაოგნებული იდგა, უცებ გამოერკვა. - შენ მთიალეთის სამთავროს უფლისწული ხარ? მე მგონი არ მეშლება. - დიახ, დიდო მეფეო! თხუთმეტი წლის წინ მომაჯადოვა ქამეხის გრძნეულმა. ქვეყანა კი მისმა ხალხმა დაიპყრო. მხოლოდ შენი ქალიშვილის კოცნა მომიხსნიდა ჯადოს. მე თხუთმეტი წელია ჩემი მწვერვალიდან ვადევნებდი თვალს ლეონას. დაბადებისთანავე შემიყვარდა. ვიფიქრე, რადაც არ უნდა დამიჯდეს, ცოლად უნდა მოვიყვანო. ასეც მოხდა, მე უბედნიერესი კაცი ვარ. - სახლში წავიდეთ, დღეს ქორწილი გვაქვს. - არა, მე ჯერ ჩემი სამეფო უნდა ვნახო. თხუთმეტი წელია არ ვყოფილვარ იქ. რა მდგომარეობაშია არ ვიცი. - უპასუხა მთა-კაცმა. - ჯერ ქორწილი, შემდეგ კი ჩემს ხალხს გაგაყოლებ და ისინი მოგეხმარებისნ წესრიგის აღდგენაში. - იქ ქამეხის ხალხია გაბატონებული. - არა მგონია ქამეხს იმდენი ძალა ჰქონდეს, რომ შენი სამეფოს შენარჩუნება შესძლოს. ერთად დავიბრუნებთ მთიალეთს. არ იდარდო. მეფე, მთა-კაცი, ლეონა და მათი მხლებლები სასახლისაკენ გაემართნენ სადაც უკვე საქორწილო სუფრები იშლებოდა.
გაგრძელება იქნება
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. – ლეონაც თავისი მხლებლებით გამოიქცა სასწაულის სანახავად. კაცი-მთა რომ დაინახა, მხოლოდ ისღა გაიფიქრა - “ვაიმე რამხელააო”. მივიდა ახლოს და მიმართა: - მადლობას მოგახსენებ მთაო- ლეონა თითის წვერებზე აიწია და მთა-კაცს ეამბორა. მთა-კაცი შეტორტმანდა, აძაგძაგდა, რაღაც უცნაური სხივები შემოერტყა გარს. უეცრად მთა თითქოს ჩამოიფშხვნაო, აქეთ-იქით მიმოიფანტა და დარჩა ულამაზესი ყმაწვილი, მთაც საყვარელი იყო...55555 – ლეონაც თავისი მხლებლებით გამოიქცა სასწაულის სანახავად. კაცი-მთა რომ დაინახა, მხოლოდ ისღა გაიფიქრა - “ვაიმე რამხელააო”. მივიდა ახლოს და მიმართა: - მადლობას მოგახსენებ მთაო- ლეონა თითის წვერებზე აიწია და მთა-კაცს ეამბორა. მთა-კაცი შეტორტმანდა, აძაგძაგდა, რაღაც უცნაური სხივები შემოერტყა გარს. უეცრად მთა თითქოს ჩამოიფშხვნაო, აქეთ-იქით მიმოიფანტა და დარჩა ულამაზესი ყმაწვილი, მთაც საყვარელი იყო...55555
6. გილოცავ სულთმოფენობას . გილოცავ სულთმოფენობას .
5. - შენ რომ არ გეკოცნა ჩემთვის, სამუდამოდ მთად დავრჩებოდი :)
ლამაზი სახელია ლეონა :) - შენ რომ არ გეკოცნა ჩემთვის, სამუდამოდ მთად დავრჩებოდი :)
ლამაზი სახელია ლეონა :)
4. მიმზიდველი და საინტერესო. მიმზიდველი და საინტერესო.
3. მშვენიერი გაგრძელაბა!!! დაველოდოთ შემდეგს!!! მშვენიერი გაგრძელაბა!!! დაველოდოთ შემდეგს!!!
2. გამიხარდა ლეონას კარგად დაბინავება... :) გამიხარდა ლეონას კარგად დაბინავება... :)
1. გაგრძელებასაც აუცილებლად წავიკითხავ, საინტერესოა! გაგრძელებასაც აუცილებლად წავიკითხავ, საინტერესოა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|