ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2009


უკანასკნელი ტანგო

  უსურვილობამდე არც ისე შორია,
  მადგას გულგრილობა თავზე მეხამრიდად.
  ჩემი გაცივება ჯერ კიდევ ჭორია,
  თუმც, ვნების გრიმასაც უკვე აღარ მინდა.
  ყოფას სუნი უდის ჩამქრალი ნამწვავის,
  ჰო, რადგან ვიცხოვრე ბოლო ნაფაზივით.
  სიბერის კოცონზე სურვილთა დაწვამდე
  ერთ ტანგოს ვიცეკვებ ხსოვნის დარბაზებში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები