მე ახლა თოვლის მხურავს ზეწარი, მის ქვეშ საბანიც - მიწის - კაი ორი არშინი... მადლი ღმერთს - ამას უზრუნველად რომ მოვესწარი (არ მოვსწრებოდი - არ მომკლავდა ჯავრი არც იმის...)!..
მართალი რო ვთქვა ( ერთხელ მაინც...) – ცოტა შემცბარი გახლავართ, მაგრამ - დიდად აღარც ამას არ ვჩივი... - უკანასკნელი ფათერაკი რაკი ეს არის... და მოსვენებაც ვპოვე რაკი - ჩემი არჩივი...
ზემორე თქმული - პროლოგად და სალამ-ქალამად მიიღეთ... წვრილად აწ ქვემორე მოვყვეთ დანარჩენს... წერამწერალი არ გეგონოთ ოქროკალამა, არც ანგელოზი - თუკი დრომდის ღრჯოლებს არ აჩენს...
ოდესღაც მართლაც ვიყავ ბარონი, თუ ესეც თავად მოვიგონე - ვეღარ ვიხსენებ... გაღმა ნაპირზე გადავცურე ლეთა ბორანით და არც ის მახსოვს - აქ როდითგან აწ განვისვენებ...
მარადისობის კრიალოსანს მორჩილად ვმარცვლავ... საყვედრებელიც არც ღმერთთან მაქვს, არც ბებერ გულთან... - ჯავრის ხურჯინიც თან წავიღე... და იმის ნაცვლად თქვენ დაგიტოვეთ უწყინარი ტყუილის გუდა...
ვერ მომიბრუნდა ჩემი წილი მწარე სიმართლის სათქმელად ენა... და თოვლივით ჩავიდნე სევდა... და ეს ზღაპრებიც მოვიგონე ყველა იმათთვის, ჩემებრ - ღიმილი აკლდა ვისაც ყველაზე მეტად...
არ მომასვენა გრძელი ღამის დარდის ღმუილმა და უღიმილო წლებზე წუხილმა... და გამოვუხმე ჩემს ორეულს - კეთილ, უხილავ, მართალ - ჭკუადაგულმხიარულ ქოსატყუილას -
რომ მარტოობას არ დავეზაფრე ( ვით ექნებოდა ორ ბერიკაცს სხვა რამ მიზანი?!.). სულზე მომისწრო მანაც - ჩემმა ძმამ და მეზღაპრემ, არ გახლდათ თუმც არც ჯადოქარი, აღარც მისანი...
იყო მოხუცი - საამური რამ მოუბარი... არ ეშლებოდა წესი და რიგიც... თუ რამით სჯობდა მოკვდას უბრალოს - - იმ ერთადერთი საუცხოო ჟღალი პარიკით...
ეს გახლდათ ჩვენი სიამაყეც, ჩვენი ნუგეშიც, რადგან ძნელია ისე განვლო კაცმა სავალი, რომ არ ჩაეფლო იმ ჭაობში და იმ წუმპეში, დღე და მოსწრება ნებივრობენ სადაც მრავალნი...
წყალობით მისით - თავს აღარც მე ვგრძნობდი ღარიბად და არც მხნეობას ვუჩიოდი დიდად, ბებერი, არ იკარებდა გულიც ახლოს ჯავრ-მწუხარებას, შარ-განსაცდელშიც უშიშარი და უვნებელი...
მოვვლეთ რაკიღა ცა-და-ხმელის ოთხივე მხარე, იმ ხალხსაც უნდა გადავყროდით სადმე უდავოდ, გვერდზე რომ დებენ იღლიებქვეშ ამოჩრილ თავებს, თავდადებით რომ იმუშაკონ მერმე - უთავოდ...
თუმც არ გვქონია გზა ფენილი ჩვენც ია-ვარდით - მტერ-მოყვრის ცნობაც, ვინ არ იცის, ძნელია რარიგ... და უცაბედად როს ვიგრძნობდით საფრთხეს ჩავარდნის - უმალ საშველად მივმართავდით ჩვენს ძვირფას პარიკს...
მაგრამ - ერთი დღე მარცხიანი ჩვენც ხომ გველოდა... - ამ დღეშიც ახლა ამის გამო ვარ... - ჟღალი პარიკიც გაცვდა ბოლოს და გამელოტდა... - თქვენი ბარონი ამ ორმოდან ვეღარ ამოვა...
1973 წ. ******************************************************************************************************************************************************** წიგნიდან ,, გულის გალავანი '' , მონოლოგები ყრუ კედელთან...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ჯიგრიანი ქართული!
ჯიგრიანი ქართული!
11. არაჩვრეულებრივი ლექსები გაქვს, იმედო... 5 არაჩვრეულებრივი ლექსები გაქვს, იმედო... 5
10. შესანიშნავი ლექსია, ბარონ მიუნჰაუზენის მონოლოგს ალბათ ბევრი ჩვენთაგანი წარმოთქვამს ხოლმე შინაგანად, თქვენ კი ეს ასე ლამაზად ფურცელზეც გადაგიტანიათ ჯერ კიდევ როდის! შესანიშნავი ლექსია, ბარონ მიუნჰაუზენის მონოლოგს ალბათ ბევრი ჩვენთაგანი წარმოთქვამს ხოლმე შინაგანად, თქვენ კი ეს ასე ლამაზად ფურცელზეც გადაგიტანიათ ჯერ კიდევ როდის!
9. მართლაც ულამაზესი! მართლაც ულამაზესი!
8. კიდევ ერთი ულამაზესი ლექსი, გაიხარეთ ბატონო იმო! :) კიდევ ერთი ულამაზესი ლექსი, გაიხარეთ ბატონო იმო! :)
7. რა თქმა უნდა :)
მშვიდობიანი დღე :)
კეთილი სურვილებით, განდი. არწივი.
რა თქმა უნდა :)
მშვიდობიანი დღე :)
კეთილი სურვილებით, განდი. არწივი.
6. ეჰ ! როგორ მინდა თქვენი ერთი წიგნი მაინც :( ეჰ ! როგორ მინდა თქვენი ერთი წიგნი მაინც :(
5. ვერ მომიბრუნდა ჩემი წილი მწარე სიმართლის სათქმელად ენა... და თოვლივით ჩავიდნე სევდა... და ეს ზღაპრებიც მოვიგონე ყველა იმათთვის, ჩემებრ - ღიმილი აკლდა ვისაც ყველაზე მეტად... -მიყვარს ბარონ მიუნჰაუზენი და კიდევ იმო ჯახუა...5555555 ვერ მომიბრუნდა ჩემი წილი მწარე სიმართლის სათქმელად ენა... და თოვლივით ჩავიდნე სევდა... და ეს ზღაპრებიც მოვიგონე ყველა იმათთვის, ჩემებრ - ღიმილი აკლდა ვისაც ყველაზე მეტად... -მიყვარს ბარონ მიუნჰაუზენი და კიდევ იმო ჯახუა...5555555
4. - თქვენი ბარონი ამ ორმოდან ვეღარ ამოვა...
აბა ბარონი რა ბარონი იქნებოდა თუ ორმოდანაც არ ამოგვძახებდა ... თუნდაც ბატონი იმოს, არც თუ უმნიშვნელო დახმარებით :)
- თქვენი ბარონი ამ ორმოდან ვეღარ ამოვა...
აბა ბარონი რა ბარონი იქნებოდა თუ ორმოდანაც არ ამოგვძახებდა ... თუნდაც ბატონი იმოს, არც თუ უმნიშვნელო დახმარებით :)
3. მშვენიერია!!! არაჩვეულებრივი იყო ძია იმო!!! გაიხარე შენა!!!
მოვვლეთ რაკიღა ცა-და-ხმელის ოთხივე მხარე, იმ ხალხსაც უნდა გადავყროდით სადმე უდავოდ, გვერდზე რომ დებენ იღლიებქვეშ ამოჩრილ თავებს, თავდადებით რომ იმუშაკონ მერმე - უთავოდ...
ძლიერი ხარ ძია იმო!!! მშვენიერია!!! არაჩვეულებრივი იყო ძია იმო!!! გაიხარე შენა!!!
მოვვლეთ რაკიღა ცა-და-ხმელის ოთხივე მხარე, იმ ხალხსაც უნდა გადავყროდით სადმე უდავოდ, გვერდზე რომ დებენ იღლიებქვეშ ამოჩრილ თავებს, თავდადებით რომ იმუშაკონ მერმე - უთავოდ...
ძლიერი ხარ ძია იმო!!!
2. მაგარი კაცი იყო რასპე :)
ბარონიც ძალიან ტრაგიკომიკურად არის დაწერილი, უბრალოდ ჩვენთან თარგმნეს საბავშვო მოთხრობასავით :)
ბრავო! მაგარი კაცი იყო რასპე :)
ბარონიც ძალიან ტრაგიკომიკურად არის დაწერილი, უბრალოდ ჩვენთან თარგმნეს საბავშვო მოთხრობასავით :)
ბრავო!
1. და იმის ნაცვლად თქვენ დაგიტოვეთ უწყინარი ტყუილის გუდა...
ვერ მომიბრუნდა ჩემი წილი მწარე სიმართლის სათქმელად ენა... და თოვლივით ჩავიდნე სევდა... და ეს ზღაპრებიც მოვიგონე ყველა იმათთვის, ჩემებრ - ღიმილი აკლდა ვისაც ყველაზე მეტად...
ძალიან კარგი...განწყობა შესანიშნავად გადმოცემული... შემეცოდა რაღაც ბარონი....
ჟღალი პარიკიც გაცვდა ბოლოს და გამელოტდა...
ღამე მშვიდობის.... და იმის ნაცვლად თქვენ დაგიტოვეთ უწყინარი ტყუილის გუდა...
ვერ მომიბრუნდა ჩემი წილი მწარე სიმართლის სათქმელად ენა... და თოვლივით ჩავიდნე სევდა... და ეს ზღაპრებიც მოვიგონე ყველა იმათთვის, ჩემებრ - ღიმილი აკლდა ვისაც ყველაზე მეტად...
ძალიან კარგი...განწყობა შესანიშნავად გადმოცემული... შემეცოდა რაღაც ბარონი....
ჟღალი პარიკიც გაცვდა ბოლოს და გამელოტდა...
ღამე მშვიდობის....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|