ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: Sensenmann
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2009


მოგონება სიკვდილის წინ

გახსოვს იქ სადაც პირველად გაგხადე კაბა?
მარტო მივედი იმ სახლში გუშინ
სადაც პირველად შენ გახდი დამა
სადაც პირველად გაგხადე მრუში.

და ახლა უკვე სიკვდილის პირას
მე მაგონდება შენი სიცილი
არ დავესწარი ამ დილით წირვას
სადღაც გამიქრა სულის შიმშილი.

სიკვდილის შემდეგ მოგიძღვნი სიზმრებს
სწრაფი ძილისას გეტყვი ჩემს ამბავს
შენ დაიჯერებ მალევე მითებს
და მარტოობა  ვიცი დაგტანჯავს.

სადაც პირველად შენ გახდი დამა
მარტო ვიჯექი იმ სახლში გუშინ
სადაც პირველად იგრძენი დაღლა
და სადაც თავი გეგონა მრუში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები