ორი ურაკპურაკული ვაჟა ხორნაულს
1. დილამშვიდობის, ვაჟაო! შენს ლექსებს ჩემი ვ ა შ ა ო !.. დილის მადლადამც შეირგოს, ვისაც არ უყვარს ქაშაო!.. რამდენმა ლექსის მაჭარი ვერაფრით აზედაშაო... ზოგმა დააკლო მარილი, ზოგმა - სულ დაამლაშაო!
2.
,,ხელში რომ ორი მტრედი გყავს, ერთურთზე ლამაზებიო,_ მაგათ შემყურე,იმედო, არასდროს დაჰბერდებიო!..’’
ანთა ნათელიძე
ღმერთმაც გვიმრავლოს ბადიში ჯარად - ფოლადთა მკვნეტელი მამულს - კაცებად სად იშვნენ - ედგნენ, ვით ციხის კედელი!.. ეკურთხოთ კალამ-ხანჯალიც, მუნ ფუნჯიც და საჭრეთელიც!!!
Rebeka - ს
მეამაყები შენი ბოკვრებით ჩემი შვილების და და დობილი!.. ვმხნევდები ერის ძალთა მოკრებით!.. - ბოკვრების იმედს ვარ დანდობილი!..
14. 6. 2009
ზენიტიდან მომზირალი მზისა
ჭა-ს მზერა მზიანეთს ზვერავდა მაშინ, გულმა სიამის რეჩხი რო მიყო... - იმზირებოდა მზე ამ დროს ჭაში და სიხარულის ზენიტში იყო!..
გიგოს
ბნელ ხაროს ვნატრობ გადასაჩეხად, ვინმე ლექსში რომ პროზად ამთქნარებს... მეტაფორების ზვავი გაჯეგავს ჯავრით აჯაგრულ ჯუჯა ჯაგნარებს... უჯიგროების ჯიში არც შენ გაქვს: კალამს მერმისი მოგიდაფნარებს!..
2. 6. 2009 წ.
,,ფლე-ში’’- ს ლექსზე - ,, გაუცხოვება’’ ,, ედემური ხმება ჭალა ...’’ ფლე-ში
,,შინამუმლი’’აიშალა... რაიც შიშის შანსავს ,,პოვოდს’’... თავზეით არ არი ძალა - ხამს, ის კაცმა სულში ჰპოვოს... ერმაც - მე ვინ მკითხავს, მარა - ვინცხა უნდა დეითხოვოს...
მინაწერი ,,იუმორესკას’’ ლექსზე ,, რ ე პ ი ’’
ემთხვევა რეპზე ჩვენი ჰაზრები - არ უნდა ამას რიჟა ბაზრები!.. რეპი და მეპი ერთი ისაა.. - კარი ღიაა, ვერ კი გაძვრები...
თამუს ...
,, ავტირდი, ნუ სევდიანობთ, პოეტო!!!!!!!!! ‘’ ( თამუს კომენტარი ჩემს ერთ ლექსზე)
,, ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი...`` ანუ - მიჭერდა ვიღაც ჩამშვები... დროზე სჯობს წასვლა საჩამშვებოდან, ვიდრე ამ ყოფით სულიც დაშვრება... იმასვე შვრება, რასაც შვრებოდა გული - კვლავ სიკვდილს ეთამაშება... მესმის ახალი ,, თავო ჩემო'' და იმ ცრემლით ვტირი ზედ რო მაშრება!..
სახელდახელო ვარიაცია ნუციკო დეკანოზიშვილის ლექსზე ,, მოსვლამდე. სალუტი.’’
ნანატრი ბარათი მუდამ იგვიანებს, ან სულაც არ მოდის... ჩვენ კი სულ მივდივართ, მივცურავთ. ვიჩქარით... - არც ვუცდით ბარათებს... შლეგ ოკეანეში უგზოდ უკომპასოდ მცურავი არმადის გარუჯულ მატროსებს სადღაც ტაიფუნი ჩაგვიქრობს ცანათელს...
და მერე სალუტით გვაცილებს უფრო ვრცელ სამყაროს კარამდე...
პახმელიაზე აკვიატებული ექსპრომტი დეპეშასავით
თამარსა, დასა, ბუკიას: - ამეკვიატა დილიდან, რომ გული დასაბუგია ლექსით, ქალით და ღვინითა!..
მინაწერი ლელას ლექსზე
ჩვენ ერთხელ უკვე!.. ყველა!... უკლებლად!,,, გაგვცვალეს ჩვენს ღვიძლ ძმა - ბარაბაზე!... კიდევ რითიღა დაგვემუქრება, ბედი, მიწყივ რომ ღდინზე გვაბრაზებს?!.
Sensenmann.-ს
,,კარგი ლექსია!!! მაგრამ ასეთი ლექსები ^HIT^ები ვერასდროს ხდებიან! ალბათ დამეთანხმებით!.. Sensenmann. ’’ - კომენტარი ერთ ჩემს ლექსზე
არცროს ვყოფილვარ ცრუდიდების ფუჭადმდევარი... ჩემი უძილო ღამის ვიყავ მუდამ მთევარი... უმეტეს ჩირის არასოდეს არ ღირებულა ერთურთის მიმართ პირმოთნეთა ცრუთა თნევანი...
სიკვდილის ლოდინს გადაყოლილისა
მაკუცას, ბექას და მათ მეგობრებს, ძაან რო გაახურეს სუიციდებზე და სიკვდილებზე ლექსებით! სიყვარულზე და სიხარულზე წერეთ ბ ო ვ შ ვ ე ბ ო !!!... თქვენი იმო ძია-ბაბუ შემოგევლოთ!...
უნაღდესი ძმაკაცი ჩემი - ერთი სიტყვით - როჟა ძაან მაგარი, სიბრძნით მსგავსი მოგვთა, როცა მიხვდა - ამაოდ რომ ელოდა სიკვდილს, ერთი მაგრად გაუტყდა და თავისით მოკვდა.
ჯერ ეს იყოს... გაგრძელება იქნება და თან ძაან მაგარი!...
განმარტება: ,, ურაკპურაკული’’ ურაკპარაკელებისადმი მიძღვნილ ექსპრომტს ნიშნავს. გასაგებ კავშირშია ტრადიციულ-ეროვნულ-პატრიოტულ და საერთოდ ბოჰემურ პურობასთან
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. კარგია
...განსკუთრებით
ნანატრი ბარათი მუდამ იგვიანებს, ან სულაც არ მოდის... ჩვენ კი სულ მივდივართ, მივცურავთ. ვიჩქარით... - არც ვუცდით ბარათებს... შლეგ ოკეანეში უგზოდ უკომპასოდ მცურავი არმადის გარუჯულ მატროსებს სადღაც ტაიფუნი ჩაგვიქრობს ცანათელს...
და მერე სალუტით გვაცილებს უფრო ვრცელ სამყაროს კარამდე... კარგია
...განსკუთრებით
ნანატრი ბარათი მუდამ იგვიანებს, ან სულაც არ მოდის... ჩვენ კი სულ მივდივართ, მივცურავთ. ვიჩქარით... - არც ვუცდით ბარათებს... შლეგ ოკეანეში უგზოდ უკომპასოდ მცურავი არმადის გარუჯულ მატროსებს სადღაც ტაიფუნი ჩაგვიქრობს ცანათელს...
და მერე სალუტით გვაცილებს უფრო ვრცელ სამყაროს კარამდე...
21. პახმელიაზე აკვიატებული ექსპრომტი დეპეშასავით
თამარსა, დასა, ბუკიას: - ამეკვიატა დილიდან, რომ გული დასაბუგია ლექსით, ქალით და ღვინითა!..
"საპახმელიო" ქალია თამრო? :) ნახევარი უნივერსიტეტი მაგას უხსნიდა სიყვარულს და მეორე ნახევარს - პირში წყალი ჰქონდა ჩაგუბებული, - ვერ უბედავდნენ რამის თქმას! მომეწონა, ბ-ნო იმო!... 5 პახმელიაზე აკვიატებული ექსპრომტი დეპეშასავით
თამარსა, დასა, ბუკიას: - ამეკვიატა დილიდან, რომ გული დასაბუგია ლექსით, ქალით და ღვინითა!..
"საპახმელიო" ქალია თამრო? :) ნახევარი უნივერსიტეტი მაგას უხსნიდა სიყვარულს და მეორე ნახევარს - პირში წყალი ჰქონდა ჩაგუბებული, - ვერ უბედავდნენ რამის თქმას! მომეწონა, ბ-ნო იმო!... 5
20. ვახ, ეს რა მაგრად "გაუიასნეთ" ყველას :)
სახალისო მიძღვნებია :)
პ.ს თუმცა გული დამწყდა, ჩემი თავი რომ ვერ ვიხილე :)) ვახ, ეს რა მაგრად "გაუიასნეთ" ყველას :)
სახალისო მიძღვნებია :)
პ.ს თუმცა გული დამწყდა, ჩემი თავი რომ ვერ ვიხილე :))
19. ჭა-ს და ყველა ურაკის მშვენება პოეტესას! სამადლობელი და მოსაფერებელი ექსპრომტი
ლექსის ბაღნარის კარი შევაღე და რა კარგები დამხვდით ყველანი!.. ისე მახარებთ ბებერ მებაღეს, ვით ნაწვიმარ ცას ცისარტყელანი!..
ჭა-ს და ყველა ურაკის მშვენება პოეტესას! სამადლობელი და მოსაფერებელი ექსპრომტი
ლექსის ბაღნარის კარი შევაღე და რა კარგები დამხვდით ყველანი!.. ისე მახარებთ ბებერ მებაღეს, ვით ნაწვიმარ ცას ცისარტყელანი!..
18. 55555555555555 55555555555555
17. მშვენიერი მიძღვნებია :) მეც კი მინდა..... მშვენიერი მიძღვნებია :) მეც კი მინდა.....
16. მზის ნერგი გერგოთ...? მეც მიხარია..! მზე თქვენ მაჩუქეთ, კარგახანია...! მზის ნერგი გერგოთ...? მეც მიხარია..! მზე თქვენ მაჩუქეთ, კარგახანია...!
15. რამდენმა ლექსის მაჭარი ვერაფრით აზედაშაო... ზოგმა დააკლო მარილი, ზოგმა - სულ დაამლაშაო!
რამდენმა ლექსის მაჭარი ვერაფრით აზედაშაო... ზოგმა დააკლო მარილი, ზოგმა - სულ დაამლაშაო!
14. :)) გაიხარე, იმედო!... მომეწონა ლექსები! :)) გაიხარე, იმედო!... მომეწონა ლექსები!
13. ჭა-ს:
დღეს სიხარული ზედმეტი მერგო!.. გახარებული დავალ ღვთაებრივ... სიხარულის ჭის წყლით მოვრწყე, მერგო რაც გულში ნერგი მზის, ვარსკვლავების!.. ჭა-ს:
დღეს სიხარული ზედმეტი მერგო!.. გახარებული დავალ ღვთაებრივ... სიხარულის ჭის წყლით მოვრწყე, მერგო რაც გულში ნერგი მზის, ვარსკვლავების!..
11. მზერა მზიანეთს როცა ზვერავდა, გულმაც სიამის რეჩხი, რომ გიყოთ... თქვენი სიტყვები, როგორ მეამა, ვერ წარმოიდგენთ ბატონო იმო...!? ჩემი მოკრძალებული მადლობა... მზერა მზიანეთს როცა ზვერავდა, გულმაც სიამის რეჩხი, რომ გიყოთ... თქვენი სიტყვები, როგორ მეამა, ვერ წარმოიდგენთ ბატონო იმო...!? ჩემი მოკრძალებული მადლობა...
10. მომეწონა :) მომეწონა :)
9. გაჯეჯავს ჯავრით აჯაგრულ ჯუჯა ჯაგნარებს...ეს მშვენიერი ენის გასატეხია, მე მგონი მეტყველების პედაგოგების ინტერესი უნდა გამოიწვიოს ..... ჯახუანი-მე მგონი სვანური გვარია.....ალბათ სვანი ბრძანდებით?.... ამას პირად შეტყობინებაშიც გკითხავდით, მაგრამ მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, სვანი სამწუხაროდ არავინ მყავს, გვიან მოვხვდი სვანეთში 19 წლის ასაკში და ფრანგმა ტურისტებმა მითხრეს, კი მაგრამ ჩვენ მეოთხედ ვართო, თქვენ რა გჭირთო... სვანეთისნაირი ალბათ არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს არ მგონია ჰქონდეს და მინდა ვურჩიო ყველას ვიდრე გავრბივართ სხა ქვეყნებში, სვანეთის ზღაპარში ვიმოგზაუროთ!!!!-მომიტევეთ ცოტა თემას თუ გადავუხვიე.... წარმატებას გისურვებთ.... გაჯეჯავს ჯავრით აჯაგრულ ჯუჯა ჯაგნარებს...ეს მშვენიერი ენის გასატეხია, მე მგონი მეტყველების პედაგოგების ინტერესი უნდა გამოიწვიოს ..... ჯახუანი-მე მგონი სვანური გვარია.....ალბათ სვანი ბრძანდებით?.... ამას პირად შეტყობინებაშიც გკითხავდით, მაგრამ მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, სვანი სამწუხაროდ არავინ მყავს, გვიან მოვხვდი სვანეთში 19 წლის ასაკში და ფრანგმა ტურისტებმა მითხრეს, კი მაგრამ ჩვენ მეოთხედ ვართო, თქვენ რა გჭირთო... სვანეთისნაირი ალბათ არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს არ მგონია ჰქონდეს და მინდა ვურჩიო ყველას ვიდრე გავრბივართ სხა ქვეყნებში, სვანეთის ზღაპარში ვიმოგზაუროთ!!!!-მომიტევეთ ცოტა თემას თუ გადავუხვიე.... წარმატებას გისურვებთ....
8. მოგიკითხეთ, ბატონო იმო. როგორც ყოველთვის, მართალი ლექსი! :) მოგიკითხეთ, ბატონო იმო. როგორც ყოველთვის, მართალი ლექსი! :)
7. ღმერთმაც გვიმრავლოს ბადიში ჯარად - ფოლადთა მკვნეტელი მამულს - კაცებად სად იშვნენ - ედგნენ, ვით ციხის კედელი!.. ეკურთხოთ კალამ-ხანჯალიც, მუნ ფუნჯიც და საჭრეთელიც!!!
მოგესალმეთ ძია იმო... ღმერთმაც გვიმრავლოს ბადიში ჯარად - ფოლადთა მკვნეტელი მამულს - კაცებად სად იშვნენ - ედგნენ, ვით ციხის კედელი!.. ეკურთხოთ კალამ-ხანჯალიც, მუნ ფუნჯიც და საჭრეთელიც!!!
მოგესალმეთ ძია იმო...
6. კარგები იყო:)მოგიკითხეთ ბატონო იმო:)
კარგები იყო:)მოგიკითხეთ ბატონო იმო:)
5. იდღეგრძელეთ მართალი სიტყვის ოსტატო! იდღეგრძელეთ მართალი სიტყვის ოსტატო!
4. მშვენიერი:)
პ.ს სიამოვნებით ვიქნებოდი ასეთი ოსტატის ლექსის ადრესატი:):):):)
და ბოლო ლექსის პასუხად-სიკვდილი მხოლოდ დასაწყისია....:) მშვენიერი:)
პ.ს სიამოვნებით ვიქნებოდი ასეთი ოსტატის ლექსის ადრესატი:):):):)
და ბოლო ლექსის პასუხად-სიკვდილი მხოლოდ დასაწყისია....:)
3. ძია იმო მოკრძალიებული პატივისცემა ჩემგან!!! არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ!!! ლექსები კი საერთოდ!!! გაიხარე შენა!!! ძია იმო მოკრძალიებული პატივისცემა ჩემგან!!! არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ!!! ლექსები კი საერთოდ!!! გაიხარე შენა!!!
2. მაგარია როგორც ყოველთვის ბატონო იმო. :) მაგარია როგორც ყოველთვის ბატონო იმო. :)
1. მაგარი ხართ ბატონო იმო ! მაგარი ხართ ბატონო იმო !
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|