დედას ეძინა... შეშის ღუმელში შენთებული ცეცხლის ბოლო ნაკვერჩხალი უკანასკნელი იმედივით კიდევ ენთო... დეკემბრის სუსხით შეცივებულ სივრცეს ოთახში აქა-იქ ძვალი გასტეხოდა... ძველ, რკინისთავიან, ალაგ-ალაგ ჟანგმოდებულ საწოლზე ქალი მსუბუქად იწვა, თხელი, უფერული ხელის მტევნები გულზე დაეწყო... თავზე გახუნებული ჩითის ნაჭერი ჰქონდა წაკრული. იქვე ახლოს საწოლთან ხის სკამზე ჭიქა წყალი და პურის ნაჭერი ედო. ჩატეხილ ფანჯარაზე თეთრი პოლიეთილენის პარკი აეკრათ, კარს საკეტიც კი აღარ ჰქონდა, სახელურში იატაკის საწმენდი ჯოხი გაეყარათ, რომ ქარს არ შემოეღო,საწოლქვეშ პატარა კნუტი თათებს ილოკავდა...ღუმელზე შემოდგმულ ჩაიდანს, ჭვარტლისგან გაშავებულს, ადუღების მოლოდინში თითქოს კისერი წაეგრძელებინა, მაგრამ უკანასკნელი ნაკვერჩხალიც ქრებოდა უკვე... წვიმიანმა ქარმა იმძლავრა... ალაგ-ალაგ მინაშერჩენილი ფანჯრები შეკრთნენ... ღუმელიც გაცივდა... ქალმა საბანი უკვე თავზე გადაიფარა... კნუტიც მოიკუნტა... ზურას არ ეძინა... თავის პატარა ოთახში, სადაც მხოლოდ ერთი საწოლი და ერთი პატარა მაგიდა ეტეოდა, ყველა მხრიდან უბერავდა... კედელზე ხმალი ეკიდა... ქარქაშში ჩაგებული, ქარქაშზე დიდი ძეწკვი ეკიდა... ძეწკვზე ჯვარი იყო ჩამოკიდებული... ეს მამამ დაუტოვა; მამის ბავშვობის მოსაგონარი... ჯვარი კი, რომელიც ქარქაშის ძეწკვზე ეკიდა, სიკვდილის წინ მოიხსნა და შვილს გადასცა...,,ეს თილისმაა, გასაჭირში დაგეხმარება!”. მას შემდეგ ზურას გასაჭირი არც გამოლევია... ყოველ დილა- საღამოს ამ ჯვარს ემთხვეოდა და უფალს წყალობას სთხოვდა.. უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტს სწავლა უნდა შეეწყვიტა.. სწავლის საფასურს ვერ გადაიხდიდა.. დედისთვის უნდა მიეხედა, რომელიც უკურნებელი სენით დაავადდა, არადა სამუშაოც ვერსად იშოვა. ფიზიკურად წარმოსადეგ ყმაწვილს უამრავი გოგონა ეთაყვანებოდა, საუბარიც დამაჯერებელი ჰქონდა, მისი ხმის ბარიტონი ისეთი გაწონასწორებული იყო, არასოდეს ირღვეოდა ბალანსი საუბრის ტონში.. იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლა იმიტომ აირჩია, უნდოდა ადვოკატი გამხდარიყო, მერე საკუთარ ავტომანქანაზეც ოცნებობდა, კარგ ოჯახზე და შვილებზე, თუმცა მისი ოცნების ფერია ჯერ არ გამოჩენილიყო...ჯიბეში ჩარჩენილი ხურდა ფული შეაკოწიწა, გადათვალა, წამლისთვის არ ჰყოფნიდა... დედის პენსიის ნარჩენი .. ერთი პური გუშინ მოიტანა, ცოტა შაქარიც და გუშინდელი დღეც გადააგორა, როგორც დანარჩენი, მამის სიკვდილის შემდეგ წვალებით გადაგორებული სამასორმოცდამეცხრე... ყველაფერს ითვლიდა,-პურის ნაჭერს, შაქრის ნატეხს, დაფასოებული ჩაის ყიდვა ძნელი იყო, მეზობელმა, ლამარა დეიდამ მწვანე ჩაის ერთი დიდი შეკვრა აჩუქა, ცოტ-ცოტას აკლებდა, საღამოს შეიხავდა სამზარეულოს კარადაში, პური თითქმის ხელუხლებელი იყო, დედა მარტო ჩაის სვამდა, ზურას უნახავდა, ზურა დედას..და რამდენიმე დღე იდო უკვე დაძველებული პური, სანამ ზურა ძალისძალით არ მიუტანდა საწოლთან დედას!-გთხოვ, ძალიან გთხოვ, ძალა მოიკრიბე, მე დღეს ლამარა დეიდასთან ვისადილე, ხვალ ყველს მოგიტან, მჭადებს დაგიცხობ! შენ კვება გჭირდება! დედა ხელის ჩონჩხზე ტყავგადაკრული მტევნით პურის ნატეხს აიღებდა და საუზმე- სადილ-ვახშმადქცეულ ჩაის მოწრუპავდა.. ტკივილგამაყუჩებელი უნდა მოეტანა, იმ დღესაც ადრიანად გამოვიდა სახლიდან.. ქალაქი ზამთრის სუსხში მობუზულიყო, ჯინსის ქურთუკი არ ათბობდა, ფეხსაცმელში წყალი მილასლასებდა, უცებ ძალიან შეამცივნა, მაგრამ მერე ვერც გრძობდა, ფეხები ჰქონდა თუ საკუთარ ბიჯებზე დაყრდნობილი მოძრაობდა.. მოწყენილი სახლების საკვამურები სიგარეტივით ეწეოდნენ სივრცეს და შავ ნაფაზებს აქეთ-იქით ფანტავდნენ.. სარკმლები გაყინული თვალებივით გაშტერებოდათ, წელზე ქამარივით შემოერტყათ ღობეები და ქამრის შესაკრავი შეეკრათ საკეტებით... ქალაქს არ ეღვიძა.. დათქმულ ადგილას უნდა მისულიყო...შეშას დახერხავდა, დააპობდა, დაალაგებდა ეზოს გადახურულ კუთხეში და ერთი კვირის სარჩოსაც მიიღებდა...დედას წამალს მიუტანდა და მერე ისევ გამოჩნდებოდა ვინმე, ვისაც ან შეშა ჰქონდა დასახერხი, დასაჩეხი ან ტვირთი გადასატანი... დიასახლისმა, რომელსაც გრძელი, წითელი ხალათი მანტიასავით მოეხურა, თითით ანიშნა-ამოდიო-აბა შენ იცი, სამუშაო ბევრი გაქვს, ალბათ ორი- სამი დღე დაგჭირდება, სათანადოდ აგინაძღაურებთ! ზურა უკვე ეზოში ნაჯახს გულმოდგინედ იქნევდა... საღამოს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე უარი უთხრა დიასახლისმა, -მთლიანად რომ მორჩები, მერე გადაგიხდით! სახლისკენ გზას გაუყვა, სახლში რომ მოვიდა, დედას მიესიყვარულა.-ცოტაც გაუძელი და სადილსაც გავაკეთებთ! მაცივრიდან დარჩენილი ყველის ორი ნაჭერი და ძეხვის ნარჩენი გამოიტანა, გამხმარ პურზე დაუდო...დედა ცრემლის გუბეს ჩითის თავსაფარში მალავდა... -მალე ყველაფერი კარგად იქნება! თითქმის დამაჯერებლად წარმოთქვა ზურამ.... -ჰო, შვილო, ღმერთი გვიშველის! .............. ქალბატონო, ფული დღესვე უნდა გადამიხადოთ, დედა ავადაა, წამლის ფულიც კი არა მაქვს, არავინ გვყავს, გთხოვთ, ძლიან გთხოვთ! ემუდარებოდა ზურა! -დღეს არ შემიძლია, რა მოხდა, ცეცხლი გეკიდება? რაც არა მაქვს საიდან გავაჩინო, ხომ არ შევირჩენ, კვირის ბოლოს გამოიარე.... ზურა სახლში ხელცარიელი ბრუნდებოდა... მიდიოდა და გზა არსად ჩანდა...დაიბნა...ოცი წლის ვაჟკაცი არ უნდა გატეხილიყო... ავტომანქანამ დაამუხრუჭა... -შენა ხარ ბიჭო, ზურა? ჩემი ცოლი რომ შეგიწუხებია, ესაო, ისაო, მიჭირსო, ფული სასწრაფოდ გადამიხადეთო, არ გრცხვენია, ქალივით რომ წუწუნებ? თვალები დაექაჩა მძღოლს და ჩაყვითლებული კბილებიდან ბოღმა დორბლებად ჩამოსდიოდა. -ვიცი, რისი ღირსიცა ხარ, მაგრამ არ ვიკადრებ, შენნაირ არაკაცებს, ქალებს რომ საქმეებს ურჩევენ, სხვანაირად ექცევიან, ჩმორო! აი, შენი ფული! მანქანის ჩამოწეული სარკმლიდან რამდენიმე ქაღალდის ფული გადმოიყარა ზურას ფეხებთან...მანქანა კი თვალს მიეფარა... შეცივებულ სხეულს თითქოს მეხმა დაარტყაო, გაირინდა, ფეხებთან დაყრილ მოწყალებას დახედა, დასველებულიყო, თითქოს მთელი სამყაროს წინაშე გაშიშვლებული და დამცირებული იდგა..მაგრამ გაახსენდა- დედის შიმშილი და უწამლობა არ შეიძლებოდა, სახლში ფიჩხები მოაგროვა, ღუმელს შეუნთო. -მოხვედი? მოგიკვდეს დედა! ზურა სულ კანკალებდა...შემცივდა...ახლა გავთბებით, საჭმელსაც მოვიტან...ცოტაც გაუძლი!-დააიმედა ზურამ. სველი ქაღალდის ფული ღუმელთან გააშრო, ფეხებმაც იგრძნეს სიცოცხლის ნიშანწყალი... მაღაზიიდან მოსულმა მაგიდაზე რამდენიმე კვერცხი, კარაქი, ყველი და პური ამოალაგა...დედა კვნესოდა...წამალი მიაწოდა...... დედამ ხელზე აკოცა. ზურამ მალე ტაფა გააცხელა, ათქვეფილ კვერცხში ყველი ჩააჭრა, უკვე კერძიც მომზადდა და ოთახშიც ხელისგულზე შემწვარი ერბოკვერცხის სუნი იდგა.. სკამს გაზეთი გადააფარა, პურიც გატეხა, დედა კედლისკენ შებრუნრბულიყო, ჩითის თავსაფარი სახეზე გადაეფარებინა და არ იძვროდა... დედა, დედა! დედიკოოო! გაიპო სივრცე..... ............... უკვე ჭიშკართან იდგა. -ახლა მაინც რას გამომეცხადე, შე მათხოვარო! ფრაკიანმა დიასახლისმა ზიზღით მიაძახა. მანქანიდან გადმოსული თვალებდაქაჩული მძღოლი იდგა და იცინოდა... -რა, საქმის გასარჩევად ხომ არ მეახელი, ბიჭო!-ზიზღიანი ირონიით ამოთქვა... ცოტა ხანში ქალის კივილმა გამოაფხიზლა, კაცი ზურას ფეხებქვეშ ეგდო, ერთი მოქნევით წაექცია და კიბის საფეხურზე თავი დაერტყა... სისხლის სამართლის კოდექსის ას მერვე მუხლით შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლით... მხოლოდ ეს გაიგონა...განაჩენი დადგა... ზურას ქურთუკის გულისჯიბეში ჩითის თავსაფარი ედო, ძეწკვზე დაკიდებული ჯვარი, მამის ნაჩუქარი თილისმა ციხეში ჩამოართვეს შვიდი წლით... ზამთარი ძალას იკრებდა... საკვამურებიდან სახლები ბოღმას აბოლებდნენ... მხოლოდ ზურას პატარა სახლი იდგა ჩუმად,თვალებზე ,,ცელოფანაკრული”, ყურები ურდულით დაეხშო...ტანზე ქამარშემოვლებულ ეზოს საკეტი შეეხსნა...დარჩენილ ფიჩხებს ვიღაც გამალებით ეზიდებოდა... საწოლზე ჩრდილი იწვა, შეშფოთებული...ცივ ღუმელზე გაჭვარტლული ტაფა იდო და ერბოკვრცხს ელოდა... ხელები კი არ ჩანდა, შორს იყო... გაღმა, წარმავლობას დანებებული, გამოღმა კი-რკინის გისოსებსა და ჩითის თავსაფარსჩაბღაუჭებული... ზამთარი ბატონობდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. მიყვარს თქვენთან!!! მიყვარს თქვენთან!!!
9. ეჰ. . . .ძალიან მტკივნეულია. . . ეჰ. . . .ძალიან მტკივნეულია. . .
8. მძაფრია სურათი... მაგრამ ხომ ხდება ასეც...? არც ვიცი რა ვთქვა... წარმოვიდგინე რომ ჩემს შვილს გადახდა ეს ყველაფერი...5 მძაფრია სურათი... მაგრამ ხომ ხდება ასეც...? არც ვიცი რა ვთქვა... წარმოვიდგინე რომ ჩემს შვილს გადახდა ეს ყველაფერი...5
7. გულისშემძვრელი ნოველაა, ოსტატის ხელიდან გამოსული... მოგესალმებით ალბატონო როენა! გულისშემძვრელი ნოველაა, ოსტატის ხელიდან გამოსული... მოგესალმებით ალბატონო როენა!
6. მეც მომწონს აქ555 მეც მომწონს აქ555
5. ამეტირაააა::::::5555 ამეტირაააა::::::5555
4. საკვამურებიდან სახლები ბოღმას აბოლებდნენ... მხოლოდ ზურას პატარა სახლი იდგა ჩუმად,თვალებზე ,,ცელოფანაკრული”, ყურები ურდულით დაეხშო...ტანზე ქამარშემოვლებულ ეზოს საკეტი შეეხსნა...დარჩენილ ფიჩხებს ვიღაც გამალებით ეზიდებოდა...
მომწონს მე თქვენთან :) საკვამურებიდან სახლები ბოღმას აბოლებდნენ... მხოლოდ ზურას პატარა სახლი იდგა ჩუმად,თვალებზე ,,ცელოფანაკრული”, ყურები ურდულით დაეხშო...ტანზე ქამარშემოვლებულ ეზოს საკეტი შეეხსნა...დარჩენილ ფიჩხებს ვიღაც გამალებით ეზიდებოდა...
მომწონს მე თქვენთან :)
3. გაიპო სივრცე.....
ზურას ქურთუკის გულისჯიბეში ჩითის თავსაფარი ედო, ძეწკვზე დაკიდებული ჯვარი, მამის ნაჩუქარი თილისმა ციხეში ჩამოართვეს შვიდი წლით...
საწოლზე ჩრდილი იწვა, შეშფოთებული...
ძალიან მძიმე სიტუაციაა... არა და ხომ ხდება ასეთი საშინელებებიც... გაიპო სივრცე.....
ზურას ქურთუკის გულისჯიბეში ჩითის თავსაფარი ედო, ძეწკვზე დაკიდებული ჯვარი, მამის ნაჩუქარი თილისმა ციხეში ჩამოართვეს შვიდი წლით...
საწოლზე ჩრდილი იწვა, შეშფოთებული...
ძალიან მძიმე სიტუაციაა... არა და ხომ ხდება ასეთი საშინელებებიც...
2. საყვარელი ხარ! კარგად წერ! :) საყვარელი ხარ! კარგად წერ! :)
1. კარგი ჩემგან!!! გაიხარე შენა!!! კარგი ჩემგან!!! გაიხარე შენა!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|