ურაკპურაკული მინაწერები ხაფერ ელ-დამასტ ელდინის ,,მულტირობაიებზე,,
1. შეხუმრებასავით
ამბავი ერთი მსურს ვუამბო ხაფერს - ელ-დამასტს, შესახებ იმის - თუ ვით ეცა უცებ ელდა მასტს, რომ მოვუჯოკრე საჯაროდ და ანაზდეულად, შაირ-კაფიით რო ვაბამდით ორნი ერთ დამას!..
2.
ჯოჯოხეთისას მიგვათვლიდნენ ვიდრემდის მდგმურებს და სული ჩვენი ქვესკნელს მორჭმით დაისადგურებს, ვინძლო - სიკეთის მცირე ყანა - დავთესოთ მაინც, მოსამკელად კი ვუანდერძოთ დარდიან გულებს...
3.
მომსხმელი ხილის - ჩინებულის - თუ რომ ხმება ხე, მის გადარჩენას ეშურება ნაღდი მებაღე... მაგრამ სნეული რას დაარქმევ აქიმს, რომელიც კურნების ნაცვლად - სუდარაში ცოცხლად შეგ
4.
,, - ჯერ იმქვეყნიდან მოქცეული არვინ მსმენია...’’ უჩურჩულებდა ( ყური ვკიდე ... ) ალვის ხე ნიავს... გაკვირვებისგან ყრუ ყურები რომ ჩამოვყარე, სხვა რა იუბნეს, ამის გამო არ მისმენია...
5.
წამლად წამი რომ არ მაღირსა ამო - იღბალმა, ამაზე გულმა მწარედ ბევრჯერ ამოიბღავლა.. სვედაწყევლილმა მიწისკენ რომ პირი ვიბრუნე, ეს მწუხარე ცა ცრემლის წვიმად ჩამოიღვარა...
6.
ბევრი რამ ვნახე, ბევრად მეტის უნახავი ვარ... ვისთვის - არწივი, ვისთვის კიდევ - ბუ ან ყვავი ვარ... თუ რამ კარგს ვნახავ - აღტაცებას როგორ დავმალავ!.. რაც რო გულს მიკლავს, ამის გამოც მუდამ ვბღავივარ!..
7.
ვინც ვერ გაიგო გულის ჩემის ალალმართლობა, მე მათიც მესმის - ამ გულისგან მათაც მადლობა!.. რა ვქნა, თუ ბევრის ბევრი რამე ვერც მე გავიგე... - კაცნი ვართ: ძმები არიანო ძმობა და მტრობა!..
8.
სანამ დავიდებთ ბოლო ბინას დახშულ ხაროში და შეგვიტანენ ხსოვნის წიგნში - სამწუხაროში... მანამ მოვასწროთ, რაც რამ კარგი გვაქვს მოსასწრები... თან წაღება სჯობს - რაც რამ დაგვრჩა ამოსაროში...
9.
რობაის დერვიშს გესალმება გულით ნაძმობი! დროში - ცოდვილში!.. - კაცობის და ლექსის დამცრობის, ანაზდეულად ლექსი შენი გულზე მალამოდ მოეცხო იმოს - ვით წამალი გულის დამწვრობის!..
10.
ნაღდი - შაირიც , რობაიც და მიყვარს სონეტიც! ნაღდ ძველ ღვინოსაც, ძმებო, ვინ არ მომიწონებით?!. ჩემთვის - ვინც ლექსში ღდინზე ჩადებს გულსა და ჯიგარს - პოეტიც, ძმაც და მეგობარიც არის სწორედ ის!..
11.
ხაფერ - ვაჟკაცებს არ შეჰფერით დავა ქალებთან! - დაჭერობანას თამაშსა ჰგავს ფრთამალ ქარებთან... ჯეელი ვიყო - მეც რამდენი ქარი ამგვარი ცა-მიწას შორის ამაქანებ-დამაქანებდა...
12.
რა უშავს, შენზე თქვან - ქალებთან რა მოთნეაო?!. შავბნელ ღამეზეც ქალმა რომც თქვას - ამო დღეაო, კვერი დავუკრათ სჯობს უსიტყვოდ, თქმულა რამეთუ : - ქალის ენასთან ხახა ლომის - სამოთხეაო!..
13.
თუ ვინმეს ნებავს, რომ ჩათვალოს არად ელ-დინი, ეს იმასა ჰგავს - არ ჩავთვალო მყარად მე ტინი... ომარ ხაიამს ვინც არა თვლის მარადმოდერნად, თქვას, რომ ბაჯაღლოს ჟამი ჟანგავს - მარად მედინი!.. 14.
ოდეს მორჩებით შენ და ნინო დავას, ხაფერო, მივუძღვნათ თავი ერთად ღვინოს და მას ვაფეროთ... სადმე რო ტყისპირ ლორთქო მოლზე გავშალოთ სუფრა - ვინძლო, შავ-თეთრი ყოფა ესე გავასხვაფეროთ!..
.15.
ლექსების ფქვილი ა ქ იფქვებადა ი ქ ი ც რ ე ბ ა... როს მწირი წლები წვრილ წიგნაკად აიკინძება, ვინც რისი ღირსიც არის - ღმერთიც მასვე მიაგებს: ღირსს - აღირსოვნებს, დასაქინძი - დაიქინძება...
******************************************************************************************
გაგრძელება იქნება და ძაან მაგარიც!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. ვახ რა რობაიობა მიდის! ვახ რა რობაიობა მიდის!
18. ლექსების ფქვილი ა ქ იფქვებადა ი ქ ი ც რ ე ბ ა... როს მწირი წლებიწვრილ წიგნაკადაიკინძება, ვინც რისი ღირსიც არის - ღმერთიცმასვე მიაგებს: ღირსს - აღირსოვნებს, დასაქინძი - დაიქინძება...
მაგარია!... :)) 5 ლექსების ფქვილი ა ქ იფქვებადა ი ქ ი ც რ ე ბ ა... როს მწირი წლებიწვრილ წიგნაკადაიკინძება, ვინც რისი ღირსიც არის - ღმერთიცმასვე მიაგებს: ღირსს - აღირსოვნებს, დასაქინძი - დაიქინძება...
მაგარია!... :)) 5
17. ნაღდი - შაირიც , რობაიც და მიყვარს სონეტიც! ნაღდ ძველ ღვინოსაც, ძმებო, ვინ არ მომიწონებით?!. ჩემთვის - ვინც ლექსში ღდინზე ჩადებს გულსა და ჯიგარს - პოეტიც, ძმაც და მეგობარიც არის სწორედ ის!..
და რა თქმაუნდა სხვებიც !!! ნაღდი - შაირიც , რობაიც და მიყვარს სონეტიც! ნაღდ ძველ ღვინოსაც, ძმებო, ვინ არ მომიწონებით?!. ჩემთვის - ვინც ლექსში ღდინზე ჩადებს გულსა და ჯიგარს - პოეტიც, ძმაც და მეგობარიც არის სწორედ ის!..
და რა თქმაუნდა სხვებიც !!!
16. გაგრძელება იქნება და ძაან მაგარიც :) დაველოდებით გაგრძელება იქნება და ძაან მაგარიც :) დაველოდებით
15. :)) მომწონს ეს გაიასნებები :))
უსახალისოვესია :)) :)) მომწონს ეს გაიასნებები :))
უსახალისოვესია :))
14. უმაღლესი!!!!!!!!!!:) უმაღლესი!!!!!!!!!!:)
13. მაგრად ვიხალისე :) მაგრად ვიხალისე :)
12. ლექსი_ხანჯალი. ლექსი_ხანჯალი.
11. გაგრძელება იქნება და ძაან მაგარიც!
...ჰო და, ჩვენც აქ არა ვართ? გაგრძელება იქნება და ძაან მაგარიც!
...ჰო და, ჩვენც აქ არა ვართ?
10. დრო იტყვის სათქმელს, სხვაც ხომ დროის დაწერილია, ზოგი ლომია ზოგიც კიდევ მკბენარ-რწყილია... ზოგს ლექსი მხოლოდ გასართობი რამე ჰგონია და მაშინა წერს უსაქმოდ რომ მოწყენილია! დრო იტყვის სათქმელს, სხვაც ხომ დროის დაწერილია, ზოგი ლომია ზოგიც კიდევ მკბენარ-რწყილია... ზოგს ლექსი მხოლოდ გასართობი რამე ჰგონია და მაშინა წერს უსაქმოდ რომ მოწყენილია!
9. ვინძლო - სიკეთის მცირე ყანა - დავთესოთ მაინც,
ღვთით.....
მოგიკითხეთ!!!!!!! ვინძლო - სიკეთის მცირე ყანა - დავთესოთ მაინც,
ღვთით.....
მოგიკითხეთ!!!!!!!
8. სანამ დავიდებთ ბოლო ბინას დახშულ ხაროში და შეგვიტანენ ხსოვნის წიგნში - სამწუხაროში... მანამ მოვასწროთ, რაც რამ კარგი გვაქვს მოსასწრები... თან წაღება სჯობს - რაც რამ დაგვრჩა ამოსაროში...
ყველა ძალიან მომეწონა.... :) სანამ დავიდებთ ბოლო ბინას დახშულ ხაროში და შეგვიტანენ ხსოვნის წიგნში - სამწუხაროში... მანამ მოვასწროთ, რაც რამ კარგი გვაქვს მოსასწრები... თან წაღება სჯობს - რაც რამ დაგვრჩა ამოსაროში...
ყველა ძალიან მომეწონა.... :)
7. იკითხეთ ! ასეთ რობაიებს ვინღა გვაღირსებს, მგონი ხვალ უკვე დაგვიშენენ იმხელა ისრებს, რომ რობაიის და ლექსების წერა კიარა მომავლის ნდომა ყველა სურვილს წინ გადაუსწრებს. :) იკითხეთ ! ასეთ რობაიებს ვინღა გვაღირსებს, მგონი ხვალ უკვე დაგვიშენენ იმხელა ისრებს, რომ რობაიის და ლექსების წერა კიარა მომავლის ნდომა ყველა სურვილს წინ გადაუსწრებს. :)
6. ჯოჯოხეთისას მიგვათვლიდნენ ვიდრემდის მდგმურებს და სული ჩვენი ქვესკნელს მორჭმით დაისადგურებს, ვინძლო - სიკეთის მცირე ყანა - დავთესოთ მაინც, მოსამკელად კი ვუანდერძოთ დარდიან გულებს... ღმერთმა მოგცეთ ამის ძალა, ნიჭი უდავოდ გაქვთ, წარმატებებს გისურვებთ მთელი გულით!
ჯოჯოხეთისას მიგვათვლიდნენ ვიდრემდის მდგმურებს და სული ჩვენი ქვესკნელს მორჭმით დაისადგურებს, ვინძლო - სიკეთის მცირე ყანა - დავთესოთ მაინც, მოსამკელად კი ვუანდერძოთ დარდიან გულებს... ღმერთმა მოგცეთ ამის ძალა, ნიჭი უდავოდ გაქვთ, წარმატებებს გისურვებთ მთელი გულით!
4. ხაფერ - ვაჟკაცებს არ შეჰფერით დავა ქალებთან! - დაჭერობანას თამაშსა ჰგავს ფრთამალ ქარებთან... (გეთანხმებით ბ. იმო... მომწონს თქვენი რობაიები...5555555) რად უნდა ვაჟკაცს დავა ქალებთან...? სიყვარული სვას მათი ხელით... შარბათს დალევს... -და წავიდეს ისევ გზას გაუყვეს, შეშლილ ქარებთან...
ხაფერ - ვაჟკაცებს არ შეჰფერით დავა ქალებთან! - დაჭერობანას თამაშსა ჰგავს ფრთამალ ქარებთან... (გეთანხმებით ბ. იმო... მომწონს თქვენი რობაიები...5555555) რად უნდა ვაჟკაცს დავა ქალებთან...? სიყვარული სვას მათი ხელით... შარბათს დალევს... -და წავიდეს ისევ გზას გაუყვეს, შეშლილ ქარებთან...
3. მშვენიერი რობაიები!!! ძალიან მომეწონა ძია იმო!!! ღმერთმა დაგლოცოს არაჩვეულებრივო ადამიანო!!! მშვენიერი რობაიები!!! ძალიან მომეწონა ძია იმო!!! ღმერთმა დაგლოცოს არაჩვეულებრივო ადამიანო!!!
2. დღეს გნახეთ ყრილობაზე, მოსვლა მომერიდა:) 5555 დღეს გნახეთ ყრილობაზე, მოსვლა მომერიდა:) 5555
1. წამლად წამი რომ არ მაღირსა ამო - იღბალმა, ამაზე გულმა მწარედ ბევრჯერ ამოიბღავლა.. სვედაწყევლილმა მიწისკენ რომ პირი ვიბრუნე, ეს მწუხარე ცა ცრემლის წვიმად ჩამოიღვარა...
:) მომეწონა! 5 წამლად წამი რომ არ მაღირსა ამო - იღბალმა, ამაზე გულმა მწარედ ბევრჯერ ამოიბღავლა.. სვედაწყევლილმა მიწისკენ რომ პირი ვიბრუნე, ეს მწუხარე ცა ცრემლის წვიმად ჩამოიღვარა...
:) მომეწონა! 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|