 | ავტორი: ქეთ ჟანრი: პროზა 17 ივნისი, 2009 |
არასოდეს მიფიქრია მყვარებოდა მამაკაცი, რადგან ზედმეტად კარგად ვიცოდი ამ გრძნობის სიმპტომები. ერთხელ, როდესაც ჩემს სხეულზე ზეწრის ნაცვლად შენი ნამზეური მკლავები თრთოდნენ. ურცხვად მოგაშტერდი თვალებში და ფრთხილად გითხარი. – იცი? მე ზუსტად ვიცი როგორია სიყვარული და ამიტომაც შემიძლია ძალით გამოვიწვიო ეს გრძნობა. შენი ნახშირისფერი თვალები ჯერ ტუჩებზე აირეკლა, შემდეგ კი ღიმილად დაიკლაკნა ბაგეებზე. – სიყვარული ილუზიაა, მხოლოდ მასთან მიდის ვისაც მისი სჯერა. შეუვალი ტონი გქონდა. ასეთ დროს ყოველთვის ეწეოდი სიგარეტს, რომლის სუნიც გულს მირევდა. ჩემს თავს არ ვუტყდებოდი ალბათ, მაგრამ შენ არასოდეს გდომებია მყვარებოდი, მხოლოდ ჩემი სხეულის შეხება გართობდა. ყოველთვის ჩამჩიჩინებდა დედა, შენი ადგილი იცოდე ცხოვრებაშიო. მეც შევეგუე აზრს, რომ ლამაზ ქალს ეპატიება იყოს ცოტათი სულელი. მხოლოდ დავიდის გვერდით ვგრძნობდი ჩემს უვიცობას. წელამდე თმას ვატარებდი და მთელი ცხოვრება მეგონა, რომ პითაგორა მთა იყო. ქუჩიდან კი ისევ ისმოდა სიმღერები. ერთმანეთში აზელილიყო მელოდიები და ცხოვრებაში პირველად ვნანობდი, რომ ილუზიების არ მჯეროდა. დღეების მსვლელობასთან ერთად ჩემი ღიმილი უფრო მუქდებოდა და სადღაც, ტუჩის კიდეზე ქრებოდა. დავიდი ქუჩის მუსიკოსი იყო. მისთვის აუწყობელი მელოდია ვიყავი, რომელიც ცხოვრების ყოველ მოსახვევში ნოტებად ხვდებოდა. იგი მაგროვებდა და შემდეგ პეშვებით მოჰქონდა ჩემი სულის ნაწილი. – შენნაირები არასოდეს მიდიან, შენ უბრალოდ გაქრები, მე ეს ვიცი. ჩურჩულით ვუთხარი ერთხელაც ემოციური ორგაზმის ბოლოს. ალბათ არასოდეს დამავიწყდება მისი ღიმილი, ფრთხილი კოცნა თმაზე. ცრემლებით დავუსველე გულისპირი და ხელისგული ავაფარე სახეზე. არასოდეს მდომებია შენი თავისმართლების მსგავსი პასუხები, რადგან შენი წასვლის შემდეგ ყველანი კითხვებად იქცეოდნენ. სევილიაში მუდამ მხიარული გარემოა, აქ ტკივილიც კი ღიმილის მიზეზია. ყველას ერთნაირი ნიღაბი აქვს აკრული და მცირედი სიბრალულიც არ ემეტებათ უცხოთათვის. ისევ გაზეთებს ჩავუღრმავდი, თითქოს ძალით ვაყოვნებდი სამსახურის დაწყებას. ქვეცნობიერად მეშინოდა იმ დღის, როდესაც დავიდი მოვიდოდა ჩემთან და მე სახლში არ დავხვდებოდი. ფიქრები წყალს გავატანე და ორივე ფანჯარა გამოვაღე. არასოდეს ყოფილა ღამე ასეთი მშვიდი. სადღაც ისევ იღვრებოდა მელოდია, მე კი ჩემში მის თითოეულ წვეთს ვაგროვებდი და გრძნეულივით ვთრთოდი მის ხმაზე. გვიან შევნიშნე დავიდის მზერა, გაოცებული მიყურებდა. მის წინ გრძნობით ცეკვავდა შიშველი ქალი, რომელსაც სახეზე ცრემლები უკრთოდა. მის ჩამწვარ თვალებს წავაწყდი და თითქოს ადგილზე მიმაჭედეს. ეს სიგიჟე იყო, ვგრძნობდი როგორ იმარცვლებოდა ამოსუნთქვებად შენი არსება. თვალებდახუჭულს მომეხვიე და დამპირდი, რომ აღარ დამტოვებდი ამდენი ხნით მარტო. ასე არასოდეს მტკენია გული.. შენ ხომ ვერ იტანდი დაპირებებს… – არ არსებობენ იდეალური მამაკაცები, არსებობენ მხოლოდ სულელი ქალები, რომლებიც მამაკაცებს აიდეალებენ. ჭერისთვის არ მომიშორებია მზერა. წამით შეწყვიტა შენმა ხელებმა ფეთქვა. – ჭკვიანი ქალი ხარ. არასოდეს მახასიათებდი, რადგან შენი აზრით, უაზრობაა დახატო ადამიანი, მას აუცილებლად წაშლის ცხოვრება და მხოლოდ გულისტკენა დაგრჩება გადღაბნილ ფერებად. – ცდები, მე სულელი გამოვდივარ, რადგან შენთან ვარ. ..მერე ისევ ვეძებდი სხივებს შენს ნახშირისფერ თვალებში. ბოლოს კი იქამდე მივედი, რომ შენს აყროლებულ სიგარეტად ვისურვე ყოფნა, თუმცა გვიან მივხვდი, რომ მხოლოდ ნამწვი ვიყავი შენს თვალში. ჩვენს შეხვედრებს შორის დრო გამეფდა და სიჩუმისფერი მიიღო ჩემმა მოლოდინმა. ეს ის წუთია, როცა ყველაფერი დროს ეკუთვნის და მარიონეტად ქცეულს იმდენიც არ შეგიძლია, რომ ძაფები გაწყვიტო. გულისრევამდე ბანალური დღე გათენდა - გუშინდელის იდენტური. ისევ ქუჩის ხმაური იღვრებოდა ჩემს ფანჯრებში. ასე არასოდეს მყვარებია თავი, რადგან მე დრო გავაჩერე! ისიც არ მედარდებოდა, რომ მე აღარ დავხვდებოდი დავიდს სახლში, რომ ჩვენს შორის ილუზია არასოდეს ყოფილა. სისხლის წვეთებს ვატანდი შენს ყოველ შეხებას და მთელ სხეულს სიცარიელე იკავებდა. მე ისევ სულელი ვიყავი და უჩემობა ვამჯობინე უშენობას... გონებაში იდღაბნებოდა ხვალინდელი დღის კადრები და მხოლოდ შენი ნახშირისფერი თვალები მაჯერებდა, რომ ილუზიაც შეიძლება ზოგჯერ რეალობა იყოს, მე კი წამით ღმერთად ვიქცე და თუნდაც ამ ერთადერთხელ მზე დასავლეთიდან ამოვიდეს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. ვააახ, ვინ ხარ, რაა! შიგ გულში მირტყამენ შენი სიტყვები :) ვააახ, ვინ ხარ, რაა! შიგ გულში მირტყამენ შენი სიტყვები :)
21. ასე არასოდეს მტკენია გული, შენ ხომ ვერ იტანდი დაპირებებს… – არ არსებობენ იდეალური მამაკაცები, არსებობენ მხოლოდ სულელი ქალები, რომლებიც მამაკაცებს აიდეალებენ.
მაგარი ხარ! ზუსტად ცენტრში ურტყამ მოვლენებს! 5 ასე არასოდეს მტკენია გული, შენ ხომ ვერ იტანდი დაპირებებს… – არ არსებობენ იდეალური მამაკაცები, არსებობენ მხოლოდ სულელი ქალები, რომლებიც მამაკაცებს აიდეალებენ.
მაგარი ხარ! ზუსტად ცენტრში ურტყამ მოვლენებს! 5
20. – არ არსებობენ იდეალური მამაკაცები, არსებობენ მხოლოდ სულელი ქალები, რომლებიც მამაკაცებს აიდეალებენ. ჭერისთვის არ მომიშორებია მზერა, ისე ჩავილაპარაკე. წამით შეწყვიტა შენმა ხელებმა ფეთქვა. – ჭკვიანი ქალი ხარ. არასოდეს მახასიათებდი, რადგან შენი აზრით, უაზრობაა დახატო ადამიანი, მას აუცილებლად წაშლის ცხოვრება და მხოლოდ გულისტკენა დაგრჩება გადღაბნილ ფერებად. – ცდები, მე სულელი გამოვდივარ, რადგან შენთან ვარ. მერე ისევ ვეძებდი სხივებს შენს ნახშირისფერ თვალებში...
კარგად წერ, ქეთ, ძალიან...
და, რატომღაც, მომინდა ახლა, რომ ეს აქ იყოს
Flamenco
შენ ხატავ, ფერებით ვან გოგის, მზის ჩასვლის წინ ზღვების ნაპირებს, ფუნჯით პეიზაჟებს აბოდებ, და მაინც ვერაფრით მაკვირვებ.
გიწვავს ხელისგულებს გიტარა, წყურვილებჩაუმცხრალს, გალეშილს, ბოშა ვარ, მაცდური ხიტანა, ვმკითხაობ თვალებით თვალებში.
გზას სული ელევა ლოდინში, უჭერს ტროტუარი მარწუხებს, არასდროს მექნება _ ბოდიში, შენი მარტოობის პასუხად.
უნდა მოგიძულო საერთოდ, თუნდაც გიწყევლია თავბედი, მე ვცეკვავ სიკვდილთან Flamenco-ს, და არ მიწერია დავბერდე.
ჭკვიანი ქალი ხარ და la hermosa muchacha!:-*
– არ არსებობენ იდეალური მამაკაცები, არსებობენ მხოლოდ სულელი ქალები, რომლებიც მამაკაცებს აიდეალებენ. ჭერისთვის არ მომიშორებია მზერა, ისე ჩავილაპარაკე. წამით შეწყვიტა შენმა ხელებმა ფეთქვა. – ჭკვიანი ქალი ხარ. არასოდეს მახასიათებდი, რადგან შენი აზრით, უაზრობაა დახატო ადამიანი, მას აუცილებლად წაშლის ცხოვრება და მხოლოდ გულისტკენა დაგრჩება გადღაბნილ ფერებად. – ცდები, მე სულელი გამოვდივარ, რადგან შენთან ვარ. მერე ისევ ვეძებდი სხივებს შენს ნახშირისფერ თვალებში...
კარგად წერ, ქეთ, ძალიან...
და, რატომღაც, მომინდა ახლა, რომ ეს აქ იყოს
Flamenco
შენ ხატავ, ფერებით ვან გოგის, მზის ჩასვლის წინ ზღვების ნაპირებს, ფუნჯით პეიზაჟებს აბოდებ, და მაინც ვერაფრით მაკვირვებ.
გიწვავს ხელისგულებს გიტარა, წყურვილებჩაუმცხრალს, გალეშილს, ბოშა ვარ, მაცდური ხიტანა, ვმკითხაობ თვალებით თვალებში.
გზას სული ელევა ლოდინში, უჭერს ტროტუარი მარწუხებს, არასდროს მექნება _ ბოდიში, შენი მარტოობის პასუხად.
უნდა მოგიძულო საერთოდ, თუნდაც გიწყევლია თავბედი, მე ვცეკვავ სიკვდილთან Flamenco-ს, და არ მიწერია დავბერდე.
ჭკვიანი ქალი ხარ და la hermosa muchacha!:-*
19. ქეთ, იცი, აქ სიკვდილი .....რაღაც ახალის დასაწყისად აღვიქვი და არა რაღაცის დასასრულად...... ძალიან პოეტურია......:););) ქეთ, იცი, აქ სიკვდილი .....რაღაც ახალის დასაწყისად აღვიქვი და არა რაღაცის დასასრულად...... ძალიან პოეტურია......:););)
18. კარგია ქეთ... კარგია ქეთ...
14. ქეთ :-* ფანტასტიური ხარ , როგორც ყოველთვის :) გამორჩეული ყველასგან და უსაყვარლესი ჩემთვიის ;) ქეთ :-* ფანტასტიური ხარ , როგორც ყოველთვის :) გამორჩეული ყველასგან და უსაყვარლესი ჩემთვიის ;)
13. ულამაზესი ავტორის, უმშვენიერესი პროზა... ...რა ვქნა... აქ მხოლოდ გულწრფელი მაღალფარდოვნება თუ ამოგასუნთქებს შვებით :) ულამაზესი ავტორის, უმშვენიერესი პროზა... ...რა ვქნა... აქ მხოლოდ გულწრფელი მაღალფარდოვნება თუ ამოგასუნთქებს შვებით :)
12. მარ, ამაღამ მაინც, გთხოვ :)) __
სამკაპიანს ხომ ვერ მოვაწონე ნაწერის სიგრძე-სიმოკლე :)) ვსიო, ჯოჯოხეთში არ შემიშვებს მგონი არასდროს :)) მარ, ამაღამ მაინც, გთხოვ :)) __
სამკაპიანს ხომ ვერ მოვაწონე ნაწერის სიგრძე-სიმოკლე :)) ვსიო, ჯოჯოხეთში არ შემიშვებს მგონი არასდროს :))
11. ორ სერიიანი იყო? არაკომერციულია ძმაო! :)) ორ სერიიანი იყო? არაკომერციულია ძმაო! :))
10. მოკითხვა :) მოკითხვა :)
9. – შენნაირები არასოდეს მიდიან, შენ უბრალოდ გაქრები, მე ეს ვიცი... – შენნაირები არასოდეს მიდიან, შენ უბრალოდ გაქრები, მე ეს ვიცი...
8. კარგი ჩემგან ქეთ!!! კარგად წერ შენა!!! სიტყვათა თანწყობაც მშვენიერი!!! საინტერესო!!!
– იცი? მე ზუსტად ვიცი როგორია სიყვარული და ამიტომაც შემიძლია ძალით გამოვიწვიო ეს გრძნობა.
აქ კი ინტრიგააა!!! :)) :)) კარგი ჩემგან ქეთ!!! კარგად წერ შენა!!! სიტყვათა თანწყობაც მშვენიერი!!! საინტერესო!!!
– იცი? მე ზუსტად ვიცი როგორია სიყვარული და ამიტომაც შემიძლია ძალით გამოვიწვიო ეს გრძნობა.
აქ კი ინტრიგააა!!! :)) :))
7. :)) ირემმა ირემს ბალახი გაუწოდა, ქეთიმ კი ემილის ციანიდიო :)) აქ "ი" ხომ არ იკვეცება ან იკუმშება და "ემილს" ხომ არ უნდა დამეწერა ნეტა ? :))
:)) ირემმა ირემს ბალახი გაუწოდა, ქეთიმ კი ემილის ციანიდიო :)) აქ "ი" ხომ არ იკვეცება ან იკუმშება და "ემილს" ხომ არ უნდა დამეწერა ნეტა ? :))
6. თუ გინდა გაჩუქებ, მაგრამ რაში გარგია? :)) სიცოცხლე მაგარი გასართობია ;) თუ გინდა გაჩუქებ, მაგრამ რაში გარგია? :)) სიცოცხლე მაგარი გასართობია ;)
5. ვინმე ჩემსავით სუიციდური აზროვნების ადამიანი გამოიყენებს ციანიდს ქეთ და მერე შენ დაგიჭერენ :D კარგი ხააარო :-* ვინმე ჩემსავით სუიციდური აზროვნების ადამიანი გამოიყენებს ციანიდს ქეთ და მერე შენ დაგიჭერენ :D კარგი ხააარო :-*
4. დარიშხანი მომბეზრდა, ციანიდი ჯობია ;;)
დარიშხანი მომბეზრდა, ციანიდი ჯობია ;;)
3. მე მაგის გახსენებაზე ეხლაც ვიგუდები :)) წამო, წამო თითო მწიკვი დარიშხანი გავიყოთ ერთი თხილის გულივით :))
მე მაგის გახსენებაზე ეხლაც ვიგუდები :)) წამო, წამო თითო მწიკვი დარიშხანი გავიყოთ ერთი თხილის გულივით :))
2. :)) კაი, გაჩერდი თორემ ისევ სიცილით გაგეგუდები :))
კაი იყო ეგ დრო ისე :))
:)) კაი, გაჩერდი თორემ ისევ სიცილით გაგეგუდები :))
კაი იყო ეგ დრო ისე :))
1. მოვედი რომ ხოტბა შეგასხა :D რამდენს ნიშნავს ჩემთვის ხომ იცი. წავედი ეხლა თავს მოვიკლავ და მოვალ :D მარა ,რაღა ამაღამ მოვიკლავ? :)) მოვედი რომ ხოტბა შეგასხა :D რამდენს ნიშნავს ჩემთვის ხომ იცი. წავედი ეხლა თავს მოვიკლავ და მოვალ :D მარა ,რაღა ამაღამ მოვიკლავ? :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|