ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
17 ივნისი, 2009


კულულები

მ. კილაძეს


კულულები, კულულები, კულულები.
შავ-შავი და მოსეირნე ქარის ნება.
როგორ გინდა არშემჩნევა, უგულებელ-
ყოფა, ღმერთო, ეგ კი არა, გარინდებით,

გაოგნებით აკვდები, ან აკვირდები,
აშტერდები ქარზე როგორ გორდებიან,
კულულების ღვთაებრივი აკორდები
გრძელდებიან... მოკლდებიან... გშორდებიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები