ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სურამელი
ჟანრი: პოეზია
18 ივნისი, 2009


.......

ხშირად ფიქრი ამიტაცებს ცაში
ფრთებს ვშლი მაშინ, მაგრამ სევდაც მახლავს,
დიდხანს დგომით დაჯაგდება რაშიც,
მე ცხოვრება მწარე სილას მაწნავს...
როცა გროშზე გადირთვება გონი,
სიცოცხლისთვის საჭიროა ,გროშიც
მომეშველეთ,ვიკარგები მგონი,
საქმიანი ხალხის უდაბნოში.
არსებობას ეკარგება ფასი,
ადრე ლაღად ნავარდობა მსურდა,
ეს ცხოვრება ხაფანგია ფარსი,
თუ სიზმართა ფერი გადახუნდა...
აუხდენელ ფიქრებს ვანდე თავი,
მბჟუტავ იმედს გულში ცეცხლად ვანთებ,
მერე სულში ავარდება ალი,
ცხელი ცრემლი ჩამოწყდება სანთელს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები