ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2009


მუზას

იდუმალო, მე ამაოდ გელი,
სულ უმწეო მიმატოვე უცებ,
ნეტავ რატომ შემომხვიე ხელი,
ასე რატომ შემაჩვიე ფურცელს...

შენ მატყვევებ იდუმალი ბგერით
და ზვარაკად თავგანწირვას ითხოვ,
ჩემი სულიც ისე ჩუმად მღერის,
თეთრ ფურცელზე იღვენთება თითქოს...

არაფერი აღარ მინდა გთხოვო,
არ მინდა რომ მოგაბეზრო თავი,
ეს ხელები ნიჩბებია მხოლოდ,
შენს ტალღებზე დამსხვრეული ნავის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები