ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2009


ეს ისე... (ჩემთვის ვგიჟდები)

დღეში რვა ჭიქამდე ყავა,
მგონი სიგარეტიც, ღერი,
მესთან ნერვიული დავა,
სივრცე შებოლილი წევით.
დოღში მონაწილე ფიქრი,
ალეგორიული ვარ და
გვერდზე მიგდებული წიგნით
დროსაც გაუვიდა ვადა.
ამოღამებული თვალი,
დილა გაწეწილი თმებით,
შენგან დარჩენილი ვალი,
მხოლოდ ორიოდე ლექსი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები