ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
25 ივნისი, 2009


ნინ. . . (მარტივად შემოწერილი ლექსი ნიჩოს)

მე დღეს შეშლილი ვარ,
ნინ,
ფრთებით გავეკარი ცას,
მოდი, დამაბრუნე შინ,
მგონი დამეკარგა გზა.

მე დღეს ათეისტი,
წინ
ჭიქით უღმერთობას ვსვამ,
სხვა ჩვენ ვინ გაგვიგებს ვინ?
ყალბი ირონია მკლავს.

მე დღეს ორეულში,
ცრის
ჩემში სისულელე კვლავ,
სადღაც გაფრენილა ის,
რაც არ ყოფილა და რა...

მე დღეს დაბნეული,
მის
ღიმილს ავედევნე და
ხელი შემაშველე გიჟს,
სანამ წავყვებოდე ქარს.

მე დღეს შეშლილი ვარ,
ნინ,
სულზე შემიბერე რა?..
სხეულს დაღლილობა სჭირს,
სულმთლად ამერია გზა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები