ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2009


წამიკითხო, იქნება...


გამოუთქმელ ფერებად კანკალებენ ლანდები,
შეუცნობლის შეცნობის სურვილებიც ბღავიან,
უცხო სიფერმკრთალეში ჩუმად მივემგზავრები,
იქით, სადაც მოწყენის უჩვეულო მხარეა.
  მომაგებეს ბადაგი, ცოდვილიან ხელებით,
  ცოდვილიან ტუჩებით კოცნაც მოირკალება,
  სინამდვილის ხორკლიან სიცხადესთან შეხებით,
  გულის გული ვერ ჰპოვეს თვალებმა და ხელებმა.
თვალის თვალით გეძებე ნამდვილ ფიქრთა სავანევ,
ფიქრის ფიქრი უძლური გაიშოტა ლოდინად,
ცრემლი სისხლად მდიოდა, სისხლი ცრემლად დავღვარე,
მწუხარება მოჰქროდა სიხარულის მოტივად.
  ვიდექ, როგორც მარტოხე, ქარში უგაზაფხულოდ,
  და ტოტებზე ყორანი ფრთებით სილას მაწნიდა,
  ბედისწერავ, ქილიკის ფერად გადახაზულო,
  ნეტავ რა გიხაროდა, მე თუ დარდი მაწვიმდა...
აწ რა დამრჩა... ქრებიან იმედების ლანდები,
საკუთარი პროფილის გამიჭირდა  მიგნება,
ხსოვნის სიფერმკრთალეში ლექსად გავიფანტები,
რომ ოდესმე შემთხვევით წამიკითხო იქნება.
















კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიო ზედვაკელი ვულოცავთ დაბადების დღეს