ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უბრალო.
ჟანრი: პოეზია
28 ივნისი, 2009


შენ დაიფარე ყველა უფალო

ზურგით ხალხისკენ,
სახით ზეცისკენ...
ბოჰემა - ქცეული ცხოვრების წესად.
ტყუილით ჩემკენ,
შურითაც ჩემკენ...
დროებას მახინჯი ნიღბებით ვძერწავთ.

მე - ზიზღით თქვენკენ,
თქვენ - შურით ჩემკენ...
ერთმანეთს შურით და ნიღბებით ვკვებავთ.
მე - ზურგით თვენკენ
- სახით ზეცისკენ...
ოცნებებს თავის წილ თქვენს სახეს ვატან.

ზურგით ხალხისკენ,
სახით ზეცისკენ...
თქვენს შეცოდებას მაღალ უფალს ვთხოვ.
თქვენ - დარტყმით ჩემკენ,
თქვენ - ლაფით ჩემკენ...
შენ დაიფარე ყველა უფალო.
მეტს მე არაფერს, არაფერს არ გთხოვ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს