ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
30 ივნისი, 2009


###

ო რა უბრალოდ გამიღეს კარი
და შეუცნობელ გზებზე გამიშვეს,
თურმე ბილიკსაც უჩნდება  ბზარი,
თურმე სიოშიც  სძინავთ ქარიშხლებს.

ო, რა უძლური ვიყავი მაშინ
და რა დამყოლი გული მქონია,
ერთმა პატარა სტრიქონმა ქარში
სამარადისოდ გამიყოლია,

დაცემული და გაოცებული,
ატაცებული ვყავარ გოლიათს
და დამსხვრეული ჩემი სხეული
ერთი უმწეო ლექსი მგონია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები