 | ავტორი: ხიჩიბა ჟანრი: პოეზია 30 ივნისი, 2009 |
ქალავ მივდივარ, ხვალ დილას, მთისკენ შევჰყვები არაგვსა, და უკან ჩამოგიტოვებთ, შენაც და მაგ შენს ქალაქსაც. თუ ვერ დავბრუნდი მიგლოვე, ლოყა იხოკე ფრჩხილითა, მე კი შენს ნატვრას არაყით, ვუწამლებ ყოველ დილითა. ხშირ-ხშირად მომაგონდება, შენ დარდიანა თვალები, ეგ ოქროსფერი დალალი, ქარისგან ნაფრიალები. გტოვებ, დღეიდან შენ ამბავს ვკითხავ მოვარდნილ ქარებსა, შენ გათხოვებას მეტყვიან?! ლურჯას დავაკრავ ნალებსა. ქალაქში გამოვენთები, გამოვიყოლებ აბჯარსა, ქორწილში გამოგერევით, შენ ქმარს გადავჰკრავ ხანჯარსა. ვფიცავ რომ არც შენ დაგინდობ, ჩემ მოღალატე ქალასა, ცხენის გავაზე მაგაბომ, მაგაძოვიებ ბალახსა. მერე შენ სხეულს ცოცხალ-მკვდარს, ცრემლებს დავაფრქვევ ცხარესა, ვიტირებ ძაღლურ სიცოცხლეს, შენ გამო განამწარებსა. მაგ ცივ ბაგეებს დავკოცნი, მშვიდობით... გეტყვი მწუხარი საზიარებლად მომივლენ, ზეცა,ელ-ჭექი მქუხარი. თმაში ჩაგაწნავ გვირილებს, გულზე დაგაბნევ იასა, არაგვის ტალღებს გაბარებ, ისენ არ გიზმენ ზიანსა. ახლა კი ჩემო ლამაზო, მოკლულო ჩემი ხელითა, ნაგლოვო, ნასათუთარო ისევე შენი მკვლელითა. მშვიდობით, ჯვარი გეწეროს, ჩაჰყევ არაგვის ჭალასა, მღვრიე ტალღები მიჰგვრიან, შენ სხეულს იმ შენს ქალაქსა. მე კი შენს მკვლელზე ვიძიებ, შურს და გავხტები ქარაფსა, კლდეებზე ჩავესისხლები, ჩავეხუტები არაგვსა, მემრ ჯოჯოხეთში მოგძებნი, კვლავ შეგიყვარებ ქალასა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. სადისტი ხარ! :D
:-* გენაცვალე! შემოვდივარ ხოლმე და ვკითხულობ შენს ლექსებს, მართლა მაგარია!
ხიჩიბაი-ხიჩიბუ :D :-* :-* :-* სადისტი ხარ! :D
:-* გენაცვალე! შემოვდივარ ხოლმე და ვკითხულობ შენს ლექსებს, მართლა მაგარია!
ხიჩიბაი-ხიჩიბუ :D :-* :-* :-*
20. სულ გადაირიე? რა სადისტურმანიაკური ლექსია? :D :D :D სულ გადაირიე? რა სადისტურმანიაკური ლექსია? :D :D :D
19. კარგი ჩემგან!!! გაიხარე შენააა!!! კარგი ჩემგან!!! გაიხარე შენააა!!!
18. ისე როდის მიდიხარ? მე უკვე წასული მეგონე :D ;( კარგი ლექსია! ისე როდის მიდიხარ? მე უკვე წასული მეგონე :D ;( კარგი ლექსია!
17. ლექსი,როგორც გულის ნათება. 5! ლექსი,როგორც გულის ნათება. 5!
16. ვაი იმ ქალასა...5 მიყვარს ეს ავტორი... ვაი იმ ქალასა...5 მიყვარს ეს ავტორი...
15. კაი კაც!
მაგარია! კაი კაც!
მაგარია!
14. ძარღვიანი ლექსია! მიუხედავად იმისა, რომ ათასჯერ გადამღერებული თემაა ქართულ, თუ უცხოურ ლიტერატურაში, თავისი სათქმელი ხალასად მოაქვს... ძარღვიანი ლექსია! მიუხედავად იმისა, რომ ათასჯერ გადამღერებული თემაა ქართულ, თუ უცხოურ ლიტერატურაში, თავისი სათქმელი ხალასად მოაქვს...
13. საინტერესო თხრობაა მშვენიერ ლექსად. გაიხარე, ხევსურო! საინტერესო თხრობაა მშვენიერ ლექსად. გაიხარე, ხევსურო!
12. ქალავ მივდივარ, ხვალ დილას, მთისკენ შევჰყვები არაგვსა, და უკან ჩამოგიტოვებთ, შენაც და მაგ შენს ქალაქსაც.
დასაწყისი კარგია მერე ცოტა გაწელილი ქალავ მივდივარ, ხვალ დილას, მთისკენ შევჰყვები არაგვსა, და უკან ჩამოგიტოვებთ, შენაც და მაგ შენს ქალაქსაც.
დასაწყისი კარგია მერე ცოტა გაწელილი
11. ძალიან ლამაზია! ძალიან ლამაზია!
9. ძალიან კარგად წერ, ხიჩიბა!
ძალიან კარგად წერ, ხიჩიბა!
8. მომეწონა ! საღოლ მეგობარო ! მომეწონა ! საღოლ მეგობარო !
7. ფშავ-ხევსურული პოეზია მიყვააააარს ;;) +2 ფშავ-ხევსურული პოეზია მიყვააააარს ;;) +2
6. მაგარიააააააააააააააააააააა!!!!!!!!!!!!!!!!!5555555555555555555555555 მაგარიააააააააააააააააააააა!!!!!!!!!!!!!!!!!5555555555555555555555555
5. ნაღდი ხევსურული, ვაჟკაცური ლექსია, მძაფრად, თითქოს შეუბრალებლად, მაგრამ დიდი სიყვარულით ნათქვამი! ნაღდი ხევსურული, ვაჟკაცური ლექსია, მძაფრად, თითქოს შეუბრალებლად, მაგრამ დიდი სიყვარულით ნათქვამი!
4. თმაში ჩაგაწნავ გვირილებს, გულზე დაგაბნევ იასა, არაგვის ტალღებს გაბარებ, ისენ არ გიზმენ ზიანსა.
მაგარი რამეა :):)
ცოტა სადისტური რომ არ იყოს ;;) თმაში ჩაგაწნავ გვირილებს, გულზე დაგაბნევ იასა, არაგვის ტალღებს გაბარებ, ისენ არ გიზმენ ზიანსა.
მაგარი რამეა :):)
ცოტა სადისტური რომ არ იყოს ;;)
3. ისე როდის გახდება ჩემი რჩეული ხიჩიბა ლიტერატორი? ;;) ისე როდის გახდება ჩემი რჩეული ხიჩიბა ლიტერატორი? ;;)
1. ჰოდა, რომ არაფერი მაგიხდეს ბარემღა წაიყვანე შენთან ერთად ;;)
თმაში ჩაგაწნავ გვირილებს, გულზე დაგაბნევ იასა, არაგვის ტალღებს გაბარებ, ისენ არ გიზმენ ზიანსა.
შემოგევლე შენ :-* ჰოდა, რომ არაფერი მაგიხდეს ბარემღა წაიყვანე შენთან ერთად ;;)
თმაში ჩაგაწნავ გვირილებს, გულზე დაგაბნევ იასა, არაგვის ტალღებს გაბარებ, ისენ არ გიზმენ ზიანსა.
შემოგევლე შენ :-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|